ჰეპტარქია (სიტყვასიტყვით — შვიდმეფობა, ბერძ. ἑπτά — შვიდი და ἀρχή მეფობა, ინგლ. Heptarchy) — პერიოდი ძველი ინგლისის ისტორიაში. მიმდინარეობდა 500 წლის მანძილზე. დაიწყო რამდენიმე ანგლოსაქსური სახელმწიფოს დაარსებით ინგლისის სამხრეთში და დასრულდა 850 წელს დანიური სამართლის დამყარებით. ტერმინი ჰეპტარქია პირველად გამოიყენა XII საუკუნის ისტორიკოსმა ჰენრი ჰანგტიგდონმა.

ბრიტანეთი 802 წელს

VI საუკუნის დასაწყისში თანამედროვე ინგლისის ტერიტორიაზე ანგლების, საქსებისა და იუტების შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა შვიდი შედარებით ყველაზე მსხვილი სახელმწიფო: უესექსი (დასავლეთ საქსების სამეფო), სასექსი (სამხრეთ საქსების სამეფო), ესექსი (აღმოსავლეთ საქსების სამეფო), კენტი (იუტების სამეფო), აღმოსავლეთი ინგლისი (აღმოსავლეთ ანგლების სამეფო), ნორთუმბრია (ჩრდილოეთ ანგლების სამეფო) და მერსია (დასავლეთ ანგლების სამეფო). IX საუკუნეში ყველა სამეფო გაერთიანდა უესექსის ინიციატივით და ეწოდა ერთიანი ინგლისის სამეფო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება