ეგბერტი (უესექსი)
ეგბერტი (დ. 769 — გ. 839) — უესექსის დინასტიის დამაარსებელი, უესექსის მეფე 802-839 წლებში. სასექსის, ესექსის და კენტის მეფე 825 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. კენტის მეფე ეალმუნდის ვაჟი.
იგი იმყოფებოდა კაროლინგური ფრანკთა სახელმწიფოს დედაქალაქ აახენში, სადაც ეყოლა ვაჟი ეთელვულფი. გამეფდა უესექსის დანიელი მმართველის ბეოტრიკის სიკვდილის შემდეგ. მერსიის მეფე ბერნვულზე გამარჯვების შედეგად თავის ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. იმავე წელს უესექსის სამეფოს შეუერთდა სასექსი, ესექსი და კენტი. 830 წლისთვის ეგბერტი მთელს სამხრეთ ინგლისს განაგებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ashley, Maurice (1961). Great Britain to 1688: A Modern History. The University of Michigan Press.
- Hindley, Geoffrey (2006). The Anglo-Saxons. Robinson.
- Hodgkin, R.H. (1935). A History of the Anglo-Saxons. Oxford University Press.
- Humble, Richard (1980). The Saxon Kings. Weidenfeld and Nicolson.
- Nelson, Janet L. (2004). „Æthelwulf (d. 858), king of the West Saxons“. Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/8921.