უესექსის დინასტია

უესექსის დინასტია — უესექსის სამეფოს მმართველი დინასტია 802-927 წლებში, რომელიც 927 წელს ინგლისის გაერთიანების შემდეგ ინგლისის მმართველი დინასტიაც გახდა 1066 წლამდე.

ინგლისის ისტორია
ინგლისის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
წინაისტორიული ბრიტანეთი
რომანული ბრიტანეთი
ანგლო-საქსური ინგლისი
ანგლო-ნორმანული ინგლისი
პლანტაგენეტები
ლანკასტერები
იორკები
ტიუდორები
სტიუარტები
პროტექტორატი
სტიუარტები რესტავრაცია
დიდი რევოლუცია
დიდი ბრიტანეთის სამეფო
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
გაერთიანებული სამეფო

 
  •  •  

დინასტიას სათავე დაუდო კენტის მეფე ელმუნდის ვაჟმა, ეგბერტმა (802-839). 825 წელს მან დაამარცხა მერსიის მეფე ბერნვულფი. ამ გამარჯვების შემდეგ უესექსს სასექსი და ესექსი შეუერთდა. დინასტიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ალფრედ დიდი (871-899). მისი მმართველობისას, 878 წელს უესექსის სამეფომ დაამარცხა დანიელი ვიკინგები, 886 წელს კი შემოიერთა კორნუოლი და ლონდონი. ალფრედ დიდის ვაჟმა ედუარდ უფროსმა (899-924), 910-918 წლებში სასტიკი ბრძოლები აწარმოა დენლოს წინააღმდეგ და ინგლისი გააერთიანა, მისი ვაჟი ათელსტანი კი 927 წელს მთელი ინგლისის მეფე გახდა. უესექსის დინასტია წარმატებით მართავდა ინგლისს. 937 წელს ანგლო-საქსებმა ბრუნანბერგის ბრძოლაში დაამარცხეს შოტლანდიის მეფე კონსტანტინე II. დინასტია დაქვეითდა ეთელრედ II უწიგნურის (978-1016) მმართველობისას. 991 წელს მალდონის ბრძოლაში ანგლო-საქსები დაამარცა ნორვეგიის მეფე ოლაფ I-მა. XI საუკუნის დასაწყისში ეთელრედი ვიკინგებს სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ 1013 წელს დანიის მეფე სვენ წვერფიწალამ (987-1014) ინგლისი დაიპყრო. ეთელრედი ნორმანდიაში გაიქცა, თუმცა შემდეგ ტახტის დაბრუნება მცირე ხნით მოახერხა. 1016 წელს აშინგტონის ბრძოლაში მისი ვაჟი, ედმუნდ რკინისმხარა, დაამარცხა კნუდ დიდმა. ინგლისის ისტორიაში დაიწყო დანიელი მეფეების მმართველობა (1016-1042). 1042 წელს ეთელრედის მეორე ვაჟის ედუარდ აღმსარებლის (1003-1066) გამეფებით აღდგა ანგლო-საქსთა ხელისუფლება. 1066 წლის 14 ოქტომბერს უესექსის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ჰაროლდ გოდვინსონი, ჰასტინგსის ბრძოლაში ინგლისში შემოჭრილმა ნორმანებმა მოკლეს.

ანგლო-საქსებმა დინასტიის გაგრძელება სცადეს ედგარ ეთელინგის მეშვეობით, თუმცა მას რეალურად ქვეყანა არ უმართია. შემდგომში ინგლისის მეფემ, ჰენრი I-მა ცოლად შეირთო ედგარის დისშვილი, შოტლანდიის პრინცესა, მატილდა, რითიც ორი დინასტია ერთმანეთს დაუკავშირდა.

დინასტიის წარმომადგენლები

რედაქტირება

უესექსის სამეფო

რედაქტირება

ინგლისის სამეფო

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება