ანგლო-ნორმანული ინგლისი
ანგლო-ნორმანული ინგლისი — ინგლისის ისტორიის პერიოდი მოიცავს 1066-1154 წლების პერიოდს. ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან პლანტაგენეტთა (ანჟუელთა) გაბატონებამდე.
ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ის რომ ნორმანი და ანგლო-საქსი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ შეერწყნენ ერთმანეთს. 1066 წლის 14 ოქტომბერს ნორმანდიის ჰერცოგმა ვილჰელმ II-მ (1035-1087 წწ.) გაიმარჯვა ანგლო-საქსებზე ჰასტინგზის ბრძოლაში და შემდეგ ექვს წელიწადში დაიპყრო მთელი ინგლისი. ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობის უარყოფითი მხარე იყო ის, რომ ქვეყანაში გაბატონდნენ ფრანგ-ნომანთა ბარონები. თავისუფალი გლეხები, ტანები კი იქცნენ ყმა გლეხებად. 1086 წლის მოსახლეობის აღწერის დროს შეიქმნა, საშინელი სამსჯავროს წიგნი. დადებითი იყო ის, რომ ინგლისი იქცა დეცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, აშენდა მრავალი ციხესიმაგრე, მიწები დაურიგდათ ჰერცოგის ერთგულ დიდებულებს. უილიამი სიცოცხლის ბოლომდე ჰერცოგისა და მეფის წოდებასაც ატარებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მიწები ორმა უფროსმა ვაჟმა გაიყო. უილიამს ერგო ინგლისი, ხოლო რობერტს ნორმანდია. უილიამ II-ის (1087-1100 წწ.) უმცროსმა ძმამ ჰენრი I-მა (1100-1135 წწ.), 1106 წელს დაამარცხა რობერტ II (1087-1106 წწ.) და ნორმანდია შემოიერთა. 1135-1153 წლებში ინგლისში შინაფეოდალური არეულობა მიმდინარეობდა. ჰენრი I-ის შემდეგ გამეფდა მისი დის შვილი სტეფანი (1135-1154 წწ.), რაზეც უკმაყოფილება გამოთქვა ანჟუს გრაფმა ჯოფრუა პლანტაგენეტმა (ნორმანდიის ჰერცოგი 1144-1151 წწ.), ჰენრის ძმამ. მისი მეუღლე მატილდა 1139 წელს ინგლისში შეიჭრა და სტივენს შეებრძოლა. მდინარე ტემზის სამხრეთი მიწები მთლიანად აოხრდა. რამდენიმე სასტიკი ბრძოლის შემდეგ 1141 წელს მატილდამ იმარჯვა სტეფანზე და დაიკავა ლონდონი. თუმცა მეორე წელსვე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. 1144 წელს ანჟუს გრაფის არმიებმა ნორმანდია დაიპყრეს. 1154 წელს სტივენის სიკვდილის შემდეგ ანჟუს გრაფის ძემ ჰენრი II პლანტაგენეტმა (1133-1189 წწ.) ინგლისის ტახტი დაიკავა და სათავე დაედო პლანტაგენეტების დინასტიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Crouch, David. The Normans: The History of a Dynasty. Hambledon & London, 2002.
- Loyd, Lewis C. The Origins of Some Anglo-Norman Families. (Harleian Society Publications, vol. 103) The Society, 1951 (Genealogical Publishing Co., 1980).
- Regesta Regum Anglo Normannorum, 1066–1154. (Henry William Davis & Robert J. Shotwell, eds) 4v. Clarendon Press, 1913 (AMS Press, 1987).
- Douglas, David C., The Normans, Folio Society, London, 2002.
- Villegas-Aristizabal, Lucas, "Anglo-Norman Involvement in the Conquest and Settlement of Tortosa, 1148–1180", Crusades vol. 8, 2009, pp. 63–129.