ედმუნდ რკინისმხარა
ედმუნდ რკინისმხარა (ინგლ. Edmund Ironside 988/993 - 1016) ინგლისის მეფე 1016 წლის 23 აპრილიდან 1016 წლის 18 ოქტომბრამდე და ვესექსის მეფე 23 აპრილიდან 30 ნოემბრამდე. მისი მეტსახელი რკინისმხარა ჩნდება 1057 წლიდან. ანგლო-საქსური ქრონიკების მიხედვით მან ეს მეტსახელი დანიელი დამპყრობლების წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისთვის მიიღო. მან დანიელების წინააღმდეგ ხუთი ბრძოლა ჩაატარა, ბოლოს 18 ოქტომბერს დაამარცხა კნუდ დიდმა ასანდუნის ბრძოლაში, რის შემდეგაც მხარეები ქვეყნის გაყოფაზე შეთანხმდნენ. ედმუნდმა მიიღო ვესექსი, ხოლო კნუდმა დანარჩენი ქვეყანა. ამის შემდეგ ედმუნდი მალევე, 30 ნოემბერს, გარდაიცვალა და კნუდი გახდა ინგლისის მეფე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Anglo-Saxon Chronicle
- Clemoes, Peter. The Anglo-Saxons: Studies Presented to Bruce Dickins, 1959
- Henry of Huntingdon History of the English People 1000 - 1154