ედმუნდ I (ინგლ. Ædmund I; დ. 921 — გ. 26 მაისი, 946) — ინგლისის მეფე 939-946 წლებში. უესექსის დინასტიის წარმომადგენელი. ედუარდ უფროსისა და მისი მესამე მეუღლის ედგივას შვილი. გამეფდა მისი ნახევარ-ძმის ათელსტანის გარდაცვალების შემდეგ, რადგან ათელსტანს მემკვიდრე არ დარჩენია.

ედმუნდ I.

კორონაციის შემდეგ ძალიან მალე საფრთხე დაემუქრა ინგლისს, დუბლინის ვიკინგური სამეფოს მეფე ოლაფ III დაესხა თავს, მოახერა ნურთუმბრიისა და ცენტრალური ინგლისის დაპყრობა. ედმუნდმა მხოლოდ იმის შემდეგ მოახერხა ცენტრალური ინგლისის ახლიდან შემოერთება რაც ოლაფი გარდაიცვალა 943 წელს, ერთი წლის შემდეგ კი ნორთუმბრიაც შემოიერთა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება