რუსეთის იმპერია
რუსეთის იმპერია (რეფორმამდელი რუსული: Россійская Имперія, თანამდეროვე რუსული: Российская Империя) დაარსდა 1721 წელს, იმპერია დაემხო 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. ვიდრე რუსეთი იმპერიულ სახელმწიფოდ გამოცხადდებოდა, მანამდე ის იყო სამეფო, ხოლო დამხობის შემდეგ შეიქმნა ახალი სახელმწიფო საბჭოთა კავშირი. იმპერიული რუსეთი ფართობით, მესამე იყო მსოფლიო იმპერიებს შორის. მას მხოლოდ ბრიტანეთის და მონღოლეთის იმპერიები უსწრებდა. რუსეთი მოიცავდა ევროპის და აზიის ვრცელ ტერიტორიებს. რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა ტერიტორიები ჩრდილოეთ ამერიკაში.
რუსეთის იმპერია Pоссийская Империя | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი „ღმერთო დაიფარე მეფე!“ | |||||||||
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ოდესმე მყოფი ტერიტორიები (მუქ მწვანედ) და გავლენის სფეროები (ღია მწვანედ) 1866 წელს | |||||||||
დედაქალაქი | სანქტ-პეტერბურგი (1721–28) მოსკოვი (1728–30) სანქტ-პეტერბურგი/პეტროგრადი (1730–1918) | ||||||||
ენა | ოფიციალური: რუსული | ||||||||
რელიგია | რუსული მართლმადიდებლობა | ||||||||
ფულის ერთეული | რუბლი | ||||||||
ფართობი | 21,799,825 კმ² (1916 წლისთვის) | ||||||||
მოსახლეობა | 181,537,800 კ. (1916 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | აბსოლუტური მონარქია | ||||||||
სახელმწიფო ლიდერი | |||||||||
- 1721-1725 | პეტრე I დიდი | ||||||||
- 1894-1917 | ნიკოლოზ II | ||||||||
შემავალი ქვეყნები | რუსეთი ალასკის შტატი (აშშ) პოლონეთი ფინეთი ესტონეთი ლატვია ლიტვა ბელარუსი მოლდოვა უკრაინა საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ყაზახეთი უზბეკეთი თურქმენეთი ტაჯიკეთი ყირგიზეთი თურქეთი | ||||||||
19 საუკუნისთვის რუსეთი, მსოფლიოში მეორე ქვეყანა იყო ფართობის მხრივ. მისი სანაპიროები მდებარეობდა ბალტიისპირეთიდან, სამხრეთით შავ ზღვამდე, ხოლო ჩრდილოეთით თეთრ ზღვამდე, აღმოსავლეთით იმპერიის საზღვრები აღწევდა წყნარ ოკეანემდე. იმპერიის ვასალები იყო ბუხარისა და ხივის სახანოები.
იმპერიაში მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენდა 176,4 მილიონ ადამიანს, ის მხოლოდ ბრიტანეთსა და ცინის ჩინეთს ჩამორჩებოდა. რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა 100-ზე მეტი ეროვნების ხალხი. რუსები მოსახლეობის 43%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ. არარუსი მოსახლეობა იმპერიაში იჩაგრებოდა რუსიფიკატორული პოლიტიკით. იმპერიის ევროპულ ნაწილში მაღალი სიმჭიდროვე იყო, აქ მრავალი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სახლობდა. იმპერიის მოსახლეობა იყოფოდა ოთხ წოდებად: თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება, ქალაქების მოსახლეობა და სოფლის მოსახლეობა. გაბატონებული წოდება იყო თავადაზნაურობა.
რუსეთის იმპერიის მმართველი იყო, იმპერატორი, რომლის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაიცემოდა. იმპერატორი საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა სახელმწიფო საბჭოსა (1810 წლიდან) და რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმასახელმწიფო სათათბიროს (1906 წლიდან) მეშვეობით. იმპერატორი სახელმწიფო აპარატს განაგებდა სენატისა და მინისტრთა საბჭოს მეშვეობით.სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც იმპერატორი მართავდა სინოდის მეშვეობით.
რუსეთის იმპერია იყოფოდა 81 გუბერნიად და 20 ოლქად. იმპერიაში იყო 931 ქალაქი.
ისტორია
რედაქტირებაXVIII საუკუნემდე
რედაქტირებარუსეთის მეფის ალექსანდრე მიხეილის ძის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა მის ორ შვილს სოფიასა და პეტრეს შორის ამ ბრძოლაში პეტრემ გაიმარჯვა. პეტრემ ჩამოაყალიბე ძლიერი რუსული სახელმწიფო რომელიც, 1721 წლისათვის უკვე იმპერიად გამოცხადდა. პეტრეს მმართველობის დროს მრავალი რეფორმა გატარდა, აიგო ახალი ქალაქი სანქტ-პეტერბურგი სადაც რუსეთის იმპერიის დედაქალაქი იქნა გადატანილი.
პეტრეს პირველი დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასთან 1695 წელს მოუვიიდა, როდესაც მან აიღო დონის შესართავთან აგებული თურქეთის ციხესიმაგრე აზოვი, ამ ციხესიმაგრის აღებით რუსეთს გზა გაეხსნა აზოვის ზღვისაკენ. ის შეეცადა გაეფართოებინა ანტიოსმალური კავშრი „საღვთო ლიგა“ რომლის მონაწილე რუსეთიც იყო. ამ მიზნით რუსეთიდან საზღვარგარეთ „დიდი ელჩობა“ გაიგზავნა. პეტრემდელ რუსეთში მეფეს საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალებოდა, ამიტომ მეფე ელჩობაში ფარულად იღებდა მონაწილეობას. საზღვარგარეთ იგი პეტრე მიხაელოვის სახელით გაემგზავრა და მიზნად ისახავდა დასავლეთ ევროპის ცხოვრების, კულტურული და ტექნიკური მიღწევების გაცნობას. „დიდი ელჩობა“ უშედეგოდ დამთავრდა. ანტიოსმალური კავშირი არათუ არ გაფართოვდა, არამედ დაიშალა. პეტრე I იძულებული გახდა ოსმალეთთან დადებული ზავით ციხესიმაგრე აზოვს დასჯერებოდა.
რუსეთისთვის ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად პეტრე I შვედეთის წინააღმდეგ საომრად დანიას და პოლონეთს დაუკავშირდა. ომი 1700 წელს დაიწყო, თავდაპირველად შვედეთის მეფემ კარლ XII-მ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა. მან ჯერ დანია დაამარცხა და ომიდან გამოიყვანა, ხოლო 1700 წელს ნარვასთან რუსეთის არმიას სასტიკად დაამარცხა.
ნარვის ბრძოლის შემდეგ კარლ XII-მ ჩათვალა რომ რუსეთი საბოლოოდ დაამარცხა და თავისი ძალები ანტიშვედური კავშირის მესამე წევრის - პოლონეთის წინააღმდეგ წარმართა. პეტრე მომავალი ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. პეტრე I-მა მოახერხა დაეკავებინა მდინარე ნევას შესართავი და ქალაქი ნარვა. დაიწყო რუსეთის ჯარის სარეკრუტო გაწვევა, გლეხები ვალდებულები იყვნენ რეკურტის წესით მოეხადათ სამხედრო სამსახური. ყოველი სარეკურტო გაწვევა 30-დან 40 000-მდე ჯარისკაცს იძლეოდა. სარეკურტო სამხედრო სამსახური მუდმივი იყო. ამასობაში შვდედეთის მეფემ პოლონეთი დაამარცხა და მთელი ძალით რუსეთის წინააღმდეგ დაძრა. 1709 წელს პოლტავასთან გენერალურ ბრძოლაში რუსებმა დაამარცხეს შვედური არმია. პოლტავასთან ბრძოლამ ძირეულად შეცვალა ჩრდილოეთის ომის მსვლელობა. რუსეთის ყველა მოკავშირე კვლავ ჩაერთო ომში შვედეთის წინააღმდეგ.
პეტრე I-ის გამარჯვებით დაშინებულმა ოსმალეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს. 1711 წელს პეტრე I-ის ლაშქრობა მდინარე პრუტზე წარუმატებლათ დამთავრდა. რუსეთის არმია რომელშიც თვით პეტრე I იმყოფებოდა თურქების ალყის ქვეშ მოექცა. პეტრემ აზოვის ციხესიმაგრე დათმო ამით რუსებმა აზოვის ზღვაზე გასასვლელი დაკარგეს. ოსმალეთთან ზავის შემდეგ რუსებმა რიგის და ფინეთის ყურეები დაიპყრეს. რუსების ახლადშექმნილმა ფლოტმა საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა შვედების ფლოტი. 1721 წელს რუსეთსა და შვედეთს შორის დადებული ზავით პეტრე I-ის მიერ დაპყრობილი ბალტიისპირეთის ტერიტორიები რუსეთს შეუერთდა.
1722-1723 წლებში პეტრე დიდმა ასტრახანიდან კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროების გასწვრივ სახმელეთო და საზღვაო ლაშქრობების შედეგად მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა. 1723 წელს პეტერბურგის ზავით სპარსეთმა სცნო რუსეთის დაპყრობები კასპიის ზღვაზე. 1734 წელს პეტრე დიდის მემკვიდრეებმა კასპიის ზღვის სანაპიროები სპარსეთს დაუბრუნეს.
პეტრე დიდი გარდაიცვალა 1725 წელს, მას ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. პეტრეს შემდეგ რუსეთში დაიწყო შიდაარეულობა, ქვეყნის სათავეში მმართველობის უნარს მოკლებული პირები იდგნენ.
1762 წელს, იმპერიას სათავეში უდგება ეკაატერინე II. მან კიდევ უფრო განამტკიცა თავადაზნაურობის მდგომარეობა. იგი გლეხებისგან მემამულეებისადმი სრულ მორჩილებას მოითხოვდა, ყოველივე ეს გლეხების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
1773 წლიდან გლეხთა სტიქიურ ბრძოლებს კაზაკი ემელიან პუგაჩოვი ჩაუდგა სათავეში. პუგაჩოვი გლეხებს დაპირდა რომ, გამეფების შემთხვევაში ის მათ ყმობისგან, სულადობრივი გადასახადიდან, სარეკრუტო გაწვევებისაგან და სხვა მრავალი მძიმე ტვირთისგან გაათავისუფლებდა. პუგაჩოვის მებრძოლთა რიგები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. გლეხთა მოძრაობა ხელისუფლებისთვის საშიშ ხასიათს იღებდა. აჯანყება ორენბურგის მხრიდან ურალში, შემდეგ კი ვოლგის და დონის აუზებში გავრცელდა. მთავრობამ აჯანყებულთა წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. ხელისუფლება გლეხებს სასტიკად უსწორდებოდა. 1775 წელს პუგაჩოვი შეიპყრეს და მოსკოვში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს.
შემდგომში გლეხთა აჯანყების თავიდან აცილების მიზნით ეკატერინემ ადგილობრივი მმართველობის აპარატის განმრკიცება გადაწყვიტა. რუსეთი 50 გუბერნიად დაყო გუბერნიები კი მაზრებად დაანაწილა. გუბერნატორები და მაზრის უფროსები ძლიერი ხელისუფლებით აღჭურვა. ვაჭართა ზედა ფენა გათავისუფლდა გადასახადებისგან და სარეკრუტო სამსახურისგან. ქალაქის უფროსი, გორდონიჩი მთავრობის მიერ ინიშნებოდა.
რუსეთ-თურქეთის პირველი ომი 1768-1774 წლებში გაიმართა, რუსეთმა საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში სძლია ოსმალეთს. 1774 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება რომლის ძალითაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები შევიდა. 1783 წელს რუსეთმა ყირიმის სახანო შეიერთა, იმავე 1783 წელს რუსეთმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, ქართლ - კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა. 1787-1791 წლებში რუსეთმა თურქეთთან ძლევამოსილი ომი გამართა. ამ ომში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რუსების მიერ თურქთა ძლიერი ციხესიმაგრის იზმაილის აღება. ამ ბრძოლას დიდი რუსი მხედართმთავარი ალექსანდრე სუვოროვი ხელმძღვანელობადა. 1791 წელს დადებული ზავით რუსეთმა მდინარე სამხრეთ ბუგასა და მდინარე დნესტრს შორის არსებულიმ ტერიტორია მიიღო, თურქეთმა რუსეთის მიერ ყირიმის შეერთება ცნო.
რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ისარგებლეს პოლონეთის სისუსტით და პოლონეთ-ლიტვის ტერიტორიები გაინაწილეს. რუსეთის იმპერია უშუალოდ დაუმეზობლდა ავსტრიას და პრუსიას. ეკატერინე II-მ პოლონეთ-ლიტვის ტერიტორია 8 გუბერნიად დაყო. ტერიტორიის ზრდამ რუსეთის შემოსავლების გაფართოება გაომიწვია. სახელმწიფო შემოსავალი ეკატერინეს დროს 4-ჯერ გაიზარდა (16-დან 68 მილიონ მანეთამდე), თუმცა იმატა გასავალმაც რომელიც ძირითადად სამხედრო ხარჯებით იყო გამოწვეული.
1796 წელს გარდაიცვალა ეკატერინე II. რუსეთის იმპერიის ტახტზე ავიდა პავლე I. მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა, 1801 წელს 11 მარტს შეთქმულებმა ის მოკლეს.
XIX საუკუნის დასაწყისში
რედაქტირება1812 წელს ნაპოლეონმა დაიწყო რუსეული კამპანია, რუსეთში ნაპოლეონის 600 000 მეომარი შევიდა. თავდაპირველად ვითარება ნაპოლეონის მხარეს იყო მაგრამ რუსულმა ზამთარმა ვითარება რადიკალურად შევლა, ნაპოლეონის მემრები ზამთრის სიცივეს ვერ უძლებდნენ და უკან იხევდნენ. რუსულმა ჯარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო, ევრპაში გამართულ, ბრძოლებში ნაპოლეონის წინააღმდე. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, ვენის კონგრესის შემდეგ „საღვთო კავშირის“ შექმნით მან რუსეთს ევროპის ჟანდარმის სახელი დაუმკვიდრდა. კონგრესის შემდეგ რუსეთს დაუკანანოდა პოლონეთის ტერიტორიების მიერთება.
სამამულო ომის შემდგომ რუსეთში გაძლიერდა პოლიციის თვითნებობა, მოწინავე საზოგადოებრივი აზრი იდევნებოდა. იმპერატორ ალექსანდრეს მთავარი მრჩევლის არეკჩევის სახელის მიხედვით ამ რეაქციულ პოლიტიკას „არაკჩეევშჩინა“ ეწოდა. არაკჩეევშჩინის წინააღმდეგ გამოვიდა პროგრესულად მოაზროვნე რუსი ოფიცრები რომლებიც ნაპოლეონის წინააღმდეგ საზღვარგარეთ ლაშქრობაში მონაწილეობისას, ევროპის მოწინავე ქვეყნების ცხოვრებას გაეცნენ და რუსეთში რეფორმების გატარების დასკვნამდე მივიდნენ. ზოგიერთი მათგანი რუსეთში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების მომხრე იყო, ზოგი რესპუბლიკური წყობილებას ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ ყველა ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის შეურიგებელი მოწინააღმდეგენი იყვნენ. თავიანთი ნააზრევის განხორციელების მიზნით მათ ფარული ორგანიზაციების შექმნა დაიწყეს. 1821-1822 წლებში ჩამოყალიუბდა მებრძოლთა ფარული საზოგადოებები, უკრაინაში - სამხრეთის საზოგადოება. პეტერბურგში - ჩრდილოეთის საზოგადოება. მათ კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავეს.
1825 წლის ნოემბერში რუსეთის სამხრეთში მოგზაურობისას ტაგანროგი მოულოდნელად გარდაიცვალა იმპერატორი ალექსანდრე I. ტახტზე ავიდა მისი ძმა ნიკოლოზ I.
ფარული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს რომ ეს დღე აჯანყებისთვის ხელსაყრელი დრო იყო. 14 დეკემბერს სანქტ პეტერბურგში, სენატის მედანზე მათ დაახლოებით სამი ათასი ჯარისკაცი და მატროსი შეიკრიბეს, მაგრამ წინასწარ დასაული გეგმის განხორციელება ვერ შესძლეს. ნიკოლოზ I-ის ერთგულმ ჯარებმა ადვილად მოახერხეს აჯანყების ჩახშობა. აჯანყების ხუთი ხელმძღვანელი სიკვდილით დასაჯეს. დანარჩენი მონაწილეებს სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯეს. აჯანყება დეკემბრის თვეში მოხდა ამიტომ მათ დეკაბრისტები უწოდეს.
ნიკოლზ I-მა ფართოდ ახორციელებდა დაპყრობით ომებს, მან სრულიად დაიპყრო საქართველო და აზერბაიჯანი, რუსეთის იმპერიას შეურიგებელ წინააღმდეგობას უწევდა ჩრდილო კავკასიელი მებრძოლები, ამ ბრძოლას 1834 წლიდან შამილი ჩაუდგა სათავეში. დეკაბრისტებთან დაახლოებული პირები გაგზავნა კავკასიის მოქმედ არმიაში. სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან წინააღმდეგ ბრძოლიში. 1826 წელს ირანის შაჰმა რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო ამ ომით რუსეთმა ერევნის და ნახიჭევნის სახანოები შეიერთა. 1828-1829 წლებში რუსეთს ომი ჰქონდა თურქეთთან ამ ომით რუსეთმა შეიერთა მესხეთი და შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროები.
ნიკოლოზ I-მა მთავარ ამოცანად დაისახა თვითმპყრობელობის და ბატონყმობის განმტკიცება. რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ არარუს ხალხთან ნიკოლოზი გარუსების პოლიტიკას ატარებდა. დაპყრობილი ხალხი აჯანყებებს აწყობდნენ გათავისუფლებისთვის, ამ მიზანს ისახავდა 1830 და 1848 წლების აჯანყებები ვარშავაში, 1832 წლის შეთქმულება საქართველოში. ცარიზმი სასტიკად უწორდებოდა აჯანყების ყველა გამოვლინებას. 1849 წელს ნიკოლოზ I-მა გაგზავნა ჯარები ავსტრიის იმპერატორის დასახმარებლად უნგრეთის რევოლუციის ჩახშობის მიზნით.
1853 წელს ოსმალეთმა ახალი ომი დაიწყო. ეს ომი ისტორიაში ყირიმის ომის სახელით შევიდა, თავდაპირველად ეს ომში რუსეთის სასარგებლოდ ვითარდებოდა. რუსეთის იმპერიის სურვილი იყო ოსმალეთის იმპერიის დაშლა, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება. რუსეთის ასეთი გაძლიერების წინააღმდეგი იყო დასავლეთი ევროპა, ამიტომ ამ ომში ოსმალეთის მხარეს ჩაება დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ყირიმის ომში რუსეთი დამდარცხდა, 1856 წელს დადაებული პარიზის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთმა დაკარგა 1821 წელს მოპოვებული ყველა წარმატება და პრივილეგია.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში
რედაქტირებარუსეთის იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული, ბატონყმური ურთიერეთობები. XVIII საუკუნის მიწურულიდან ხელისუფლება შეეცადა შეემსუბუქებინა გლეხების სავალალო მდგომარეობა. პავლე I-მა დაადგინა, რომ გლეხს მემამულის სასარგებლოდ კვირაში სამ დღეზე მეტი არ უნდა ემუშავა. ალექსანდრე I-მა და ნიკოლოზ I-მა მემამულეებს გლეხების გათავისუფლების ნებაც დართეს. პავლე I-ის დადგენილება არ სრულდებიდა. ალექსანდრესა და ნიკოლოზის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებულ გლეხთა რაოდენობა 1 %-საც ვერ აღწევდა.
1853-1856 წლების ყირიმის ომის შემდგომ რუსეთში გარდაუალი გახდა ბატონყმობის გაუქმება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რუსეთის მოწესრიგება, შეიარაღებული ძალების გადახალისება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. მემამულეები იძულებულბი იყვნენ შეგუებოდნენ ბატონყმობის გაუქმებას. ისინი საბატონო გლეხების გათავისუფლებას ნელ-ნელა და უმიწაოდ ითხოვდნენ. ამგვარ იდეებს ეწინააღმდეგებოდნენ რუსი მწერლები. ისინი გლეხების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მიწებით მოითხოვდნენ. მთავრობამ ვერ გაბედა გლეხების უმიწაოდ გათავისუფლება რადგან ისინი სახელმწიფო გადასახადებს ვერ გადაიხდიდნენ, თანაც უსახლკაროდ დარჩენილ გლეხებს აჯანყების მოწყობაც შეეძლოთ, რაც ხელისუფლებას ძალზედ აშინებდა. ამავე დროს უნდა გათვალისწინებულიყო მემამულეების ინტერესები. ამიტომ იმპერატორმა ალექსანდრე II-მ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, საბატონო გლეხს უნდა მიეღო მიწის ნაწილი მემამულეებისგან გამოსყიდვის გზით.
1861 წლის 19 თებერვალს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს იმპერიის ევროპული ნაწილში მცხოვრბ საბატონო გლეხების გათავისუფლების შესახებ. მანიფესტი 5 მარტს გამოქვეყნდა. გლეხებმა მიიღო პირადი თავისუფლება ისინი აღარ იყვნენ ყმები, მათ სამოქალაქო ფუნქციები მიენიჭა. გლეხს მიეცა ქორწინების უფლება მას შეეძლო მიეღო სხვა წოდებებიც, მაგალითად მეშჩანები, ვაჭრები და სხვა. გლეხს თავისი ყოფაცხოვრებაც უნდა უზრუნველყოთ აგრეთვე უნდა გადაეხადათ გადასახადები სახელმწიფოსთვის და ვალი მემამულეებიშთვის. გლეხისთვის გადასაცემი მიწის ფართობი სამიწათმოქმედო ზონის შესაბამისად განისაზღვრებოდა. და გუბერნიების მიხედვით ერთ მამაკაცზე ერთიდან ათ დესეტინამდე, მერყეობდა რაც უფრო ნაყოფიერი იყო მიწა მით უფრო ნაკლები ეძლეოდათ გლეხებს. მიწის გამოსყიდვა მემამულესთან შეთანხმებით ხორციელდებოდა. მემამულებსა და გლეხებს შორის გამოსასყიდი გარიგება იდებოდა.
1861-1871 წლებში ბატონყმობა გაუქმდა იმპერიის დანარჩენ ნაწილებში: ლიტვაში, ბელორუსიაში, უკრაინაში, პოლონეთში და კავკასიაში. ამ რეგიონებში ბატონყმობის გაუქმება 1861 წლის მანიფესტის საფუძველზე ხორციელდებოდა, მაგრამ ადგილობრივი ვითარებიდან გამომდინარე მანიფესტისგან მნიშვნელოვან გადახვევებს ჰქონდა ადგილი.
ბატონყმობის გაუქმებამ გამოიწვია მთელი რიგი რეფორმების აუცილებლობა, რათა ხელისუფლების ორგანოები და სასამართლო ახალი ვითარების შესაბამისად გარდაქმნილიყო. სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის მიზნით 1864 წელს სასამართლო რეფორმები განხორციელდა. დადგინდა სასამართლოში მიცემულთა დაცვის უფლება. მაგრამ მეფის ხელისუფლებამ მალე კვლავ უკან დაიხია. ჟანდარმერიის (პოლიტიკური პოლიციის) უფლებები კვლავ გაფართოვდა, შეიქმნა სპეციალური სასამართლო კომისიები, რომლებსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები გადაეცემოდათ. 1864 წელს გუბერნიებში და მაზრებში ხელისუფლების ახალი არჩევით ორგანოები საერობო დაწესებულებები, ერობები შეიქმნა. ისინი გუბერნიებსა და მაზრებში სამეურნეო კულტურულ საკითხებს განაგებდნენ.
1870 წელს საქალაქო თვითმართველობაც გარდაიქმნა. არჩევითი საქალაქო სათათბიროები განაგებდნენ ქალაქის კეთილმოწყობის, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების საკითხებს. სასამართლო და საერობო რეფორმები რუსულ გუბერნიებში გატარდა.
ამ პერიოდში რუსეთში ვრცელდება ხალხოსნების იდეები, ისინი ხალხში დადიოდნენ და ანტი-ცარიზმულ იდეებს ავრცელებდნენ. ხალხი კატეგორიულად წინ აღუდგა ხალხოსნების მოწოდებას დაემხოთ მეფის ხელისუფლება. 1881 წელს ხალხოსნების რადიკალურმა ნაწილმა მოკლა იმპერატორი ალექსანდრე II. ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა ალექსანდრე III. მან შეკვეცა ბატონყმობისმან გადავარდნის შედეგად გატარებული პროგრესული ღონისძიებები. ამიტომ მის მართველობის ხანას „კონტრრეფორმების“ პერიოდი შეარქვეს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ რუსეთის სამეფო ტახტი დაიკავა ნიკოლოზ II-მ.
XX საუკუნის დასაწყისი
რედაქტირებანიკოლოზ II-ის მმართველობის პერიოდში (1894–1917), რუსეთში ფართოდ დაიწყო გავრცელება ინდუსტრიულმა რევოლუციამ, რუსეთის იმპერია დადგა საბაზო ეკონომიკის გზაზე. ჩამოყალიბდა სამრეწველო და სამთო მოპოვებითი ცენტრები და მკვეთრათ გაფართოვდა სარკინიგზო ქსელი. მიუხედავად ამისა, ცარიზმი კვლავ თავის ჩვეულ პოლიტიკას ატარებდა. რუსეთში დაიწყო მარქსიზმის გავრცელება.
რუსეთში ჩამოყალიბდა ახალი პარტიები. 1903 წელს ლონდონში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ორად გაიყო მენშევიკებად და ბოლშევიკებად. რუსეთში მენშევიკების როლი შედარებით სუსტი იყო.
ამ დროისთვის გამწვავდა რუსეთისა და იაპონიის ურთიერთობები, რასაც მოჰყვა რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905). 1895 წლის ზავით იაპონელებმა ჩინელები კორეიდან განდევნეს, მიიტაცეს კუნძული ტაივანი და ნახევარკუნძული ლიაოდინი. მაგრამ რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის ზეწოლის შედეგად იაპონია იძულებული გახდა ხელი აეღო ლიაოდინის ნახევარკუნძულზე. რამდენიმე წლის შემდეგ ჩინელებმა იჯარის სახით დაუთმო სამხრეთ მანჯურიაში არსებული სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის ლიაოდინის ნახევარკუნძული. ნახევარკუნძულზე რუსებმა სამხედრო საზღვაო ბაზა პორტ-არტური ააგეს. ომის დაწყების ძირითადი მიზეზი გახდა კორეასა და მანჯურიაში გაბატონება. ამ ომში იაპონელებმა გაიმარჯვეს, მათ დაიკავეს ეს ნახევარკუნძული და შეიერთეს კუნძულ სახალინის სამხრეთი ნაწილი.
ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება მოსახლეობაში რევოლუციურ განწყობას ქმნიდა. 1905 წლის 9 იანვარს, კვირა დღეს, მეფის მთავრობამ პეტერბურგში შეიარაღებული ძალით დაშალა 140 000 კაციანი მანიფესტაცია. ქვეყანაში არსებული რევოლუცია გავრცელდა ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლიდა მანიფესტაციებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერატორი დათმობაზე წავიდა. 1905 წლის ოქტომბერში მოეწყო მანიფესტაცია, ამ მანიფესტაციის შემდეგ ნიკოლოზ II-მ მოიწყია პირველი დუმა. რევოლუციის დასრულების შემდეგ დუმის ფუნქციები მკვეთრად შემცირდა, ის ქვეყანაში სერიოზულ ძალას არ წაროადგენდა.
ნიკოლოზ II ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში, ომში ჩართვის საბაბი გახდა მართლმადიდებლური სლაური ერის სერბეთის დაცვა. რუსეთს ორ მხარეს ჰქონდა ფრონტი გახსნილი, ის ერთი მხრივ ეომებოდა გერმანიას და ავსტრია-უნგრეთს დამოსავლეთის ფრონზე, ხოლო სამხრეთიდან მას ომი ჰქონდა გამოცხადებული ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.
რუსეთის იმპერიაში უმძიმესი ვითარება შეიქმნა. 1917 წლის 23 თებერვალს რუსეთის დედაქალაქის მოცხოვრებნი ქუჩებში გამოვიდნენ. 26 თებერვლიდან სამხედრო ნაწილები დემონსტრანტების მხარეს გადავიდნენ. პოლიცია წინააღმდეგობას არ უწევდა ხალხს მალე პეტროგრადი ხალხის ხელში გადავიდა. რუსეთის გადასარჩენად და არმიის დასაშოშმინებლად ფსკოვში მყოფ ნიკოლოზს ფრონტის სარდლობამ 1917 წლის 2 მარტს გადადგომა მოსთხოვა, ნიკოლოზი გადადგა.
ქვეყანაში შეიქმნა დროებით მთავრობა გიორგი ლვოვის ხელმძღვანელობით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 482.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსეთის იმპერია (რუსული)
- The Empire that was Russia (ინგლისური)
- Maps of the Russian Empire 1795-1914 დაარქივებული 2014-10-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)