ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო (ICOMOS) (ინგლ. International Council on Monuments and Sites, ფრანგ. Conseil international des monuments et des sites) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მოღვაწეობაც მიმართულია მთელს მსოფლიოში კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვისაკენ. იკომოსი დაარსდა 1965 წელს, მას შემდეგ, რაც 1964 წელს მიიღეს ვენეციის ქარტია. საბჭო ახორციელებს იმ ობიექტების შეფასებას, რომლებიც შესული არიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო | |
---|---|
შეიქმნა | 1965 |
ტიპი | საერთაშორისო ორგანიზაცია |
მიზანი | მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კონსერვაცია |
შტაბ-ბინა | პარიზი, საფრანგეთი |
ენა | ინგლიური, ფრანგული |
ქვეყანა | საფრანგეთი |
კავშირები | UNESCO's Advisory Bodies[1] |
www.icomos.org |
იკომოსის წინამორბედი იყო ათენის კონფერენცია კულტურის ძეგლების რესტავრაციის საკითხებში, რომელიც 1931 წელს მოიწვია მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ. 1931 წლის ათენის ქარტიამ პირველად გამოიყენა ტერმინი „მსოფლიო მემკვიდრეობა“. არქიტექტორებისა და სპეციალისტების მეორე კონფერენცია ისტორიული ძეგლების დაცვისათვის, გაიმართა 1964 წელს ვენეციაში. კონფერენციაზე მიიღეს 13 რეზოლუცია. პირველი რეზოლუციის ფარგლებში, რომელიც ცნობილია ვენეციის ქარტიის სახელით, მოახდინეს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების დაცვისა და რესტავრაციის საკითხებში საერთაშორისო ქარტიის რატიფიცირება. მეორე რეზოლუციის ფარგლებში, რომელიც წამოაყენა იუნესკომ, შეიქმნა ორგანიზაცია იკომოსი, რომლის მთავარი მიზანიც იყო ვენეციის ქარტიის დოქტრინების შესრულება.
ამჟამად იკომოსი მოითვლის 9 500 თანამშრომელს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში. ძეგლთა დაცვის პროფესიონალები მონაწილეობენ იკომოსის მუშაობაში ეროვნული ორგანიზაციების მეშვეობით. საბჭოს ყველ წევრს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აქვს თავისი კვალიფიკაცია კუტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხში: არქიტექტურაში, არქეოლოგიაში, ქალაქთმშენებლობაში, საინჟინრო საქმეში, კულტურული მემკვიდრეობის ადმინისტრირებაში, ხელოვნებათმცოდნეობაში, საარქივო საქმეში და სხვ.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში. ავსტრალიაში იკომოსის საზოგადოებრივი გაერთიანება დაარსდა 1976 წელს.
ეროვნული კომიტეტები
რედაქტირებაეროვნული კომიტეტები ეს არის იკომოსის წარმომადგენელთა ქსელი, რომლებიც შექმნილია იუნესკოს წევრ ქვეყნებში. ამჟამად მოქმედებს 110 ეროვნული კომიტეტი. ყველა ეროვნულ კომიტეტს აქვს უფლება შეიმუშაოს თავისი საკუთარი პროგრამა და ახალი წევრის მიღების წესი, რომელიც რა თქმა უნდა მოდის იკომოსის წესდებასთან თანხვედრაში.
იკომოსის ეროვნული კომიტეტები შექმნილია შემდეგ ქვეყნებში:
- ავსტრალია
- ავსტრია
- აზერბაიჯანი
- ალბანეთი
- ალჟირი
- ანდორა
- ანგოლა
- არგენტინა
- სომხეთი
- ბანგლადეში
- ბელარუსი
- ბელგია
- ბენინი
- ბულგარეთი
- ბოლივია
- ბრაზილია
- ბურკინა-ფასო
- უნგრეთი
- ვენესუელა
- გაბონი
- ჰაიტი
- განა
- გვატემალა
- გვინეა
- გერმანია
- საბერძნეთი
- ჰონდურასი
- საქართველო
- დანია
- ესვატინი
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- დომინიკელთა რესპუბლიკა
- ეგვიპტე
- ზამბია
- ზიმბაბვე
- ისრაელი
- ინდოეთი
- ინდონეზია
- იორდანია
- ირანი
- ირლანდია
- ისლანდია
- ესპანეთი
- იტალია
- ყაზახეთი
- კამბოჯა
- კამერუნი
- კანადა
- კენია
- ჩინეთი
- კვიპროსი
- კოლუმბია
- ჩრდილოეთი კორეა
- სამხრეთი კორეა
- კოსტა-რიკა
- კოტ-დ’ივუარი
- კუბა
- ყირგიზეთი
- ლატვია
- ლიბანი
- ლიტვა
- ლუქსემბურგი
- მავრიკი
- მავრიტანია
- მადაგასკარი
- ჩრდილოეთი მაკედონია
- მალავი
- მალი
- მალტა
- მაროკო
- მექსიკა
- მოლდოვა
- ნამიბია
- ნეპალი
- ნიგერია
- ნიდერლანდები
- ნიკარაგუა
- ახალი ზელანდია
- ნორვეგია
- დიდი ბრიტანეთი
- პაკისტანი
- პალესტინა (დამკვირვებელი)
- პანამა
- პარაგვაი
- პერუ
- პოლონეთი
- პორტუგალია
- რუსეთი
- რუმინეთი
- სალვადორი
- საუდის არაბეთი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- List of National Committees დაარქივებული 2015-05-07 საიტზე Wayback Machine.
- ICOMOS Database დაარქივებული 2011-06-03 საიტზე Wayback Machine. , unesco.org
- Friends of World Heritage Non-profit organization that identifies projects that support local tourism enterprises that can help alleviate poverty and conserve World Heritage sites.
- The Nara Document on Authenticity (1994)