ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი

ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი1996 წელს დაარსებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, იმ ძეგლებზე, რომლებსაც ომიანობისა და ბუნებრივი კატასტროფების საფრთხე ემუქრება[1]. ასევე, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბუნებრივი და ადამიანის მიზეზით წარმოქმნილი კატასტროფების თავიდან აცილებას, კულტურული ფასეულობების დაცვას ყველა ტიპის საფრთხისაგან, გადაუდებელი სიტუაციისას კი იმოქმედოს სტრატეგიულად და ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტს აგრეთვე უწოდებენ „კულტურულ წითელ ჯვარს“ და მისი სახელი მიმდინარეობს ცისფერი ფარის გამოყენებიდან, როგორც აღნიშნულია 1954 წლის ჰააგის კონვენციაში შეიარაღებულ კონფლიქტში კულტურული ღირსშესანიშნაოების დაცვის შესახებ.ეს არის ნიშანი, რომელიც იუნესკოს 1954 წლის ჰააგის კონვენციის (შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ) მიხედვით, გამოიყენება ბუნებრივი და შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხისაგან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიმბოლოდ.

ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი
შეიქმნა 1996
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია
მიზანი ბუნებრივი და ადამიანის მიზეზით წარმოქმნილი კატასტროფების თავიდან აცილების, კულტურული ფასეულობების ყველა ტიპის საფრთხისაგან დაცვის ხელშეწყობა, გადაუდებელი სიტუაციისას ტრატეგიულად და ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოქმედება
შტაბ-ბინა პარიზი, საფრანგეთი
ატარებს სახელს Blue Shield
მისამართი School of Arts and Cultures, Armstrong Building, Ne, United Kingdom
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
თავმჯდომარე Peter Stone
https://theblueshield.org

ზემოთნახსენებ მიზნებს ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი აღწევს სხვადასხვა გზით, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით კულტურულ ფასეულობებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ინფომაციის მოძიება და გაზიარება; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ; რისკების მართვის ყველა დონეზე მაღალი სტანდარტების შემუშავება-ხელშეწყობა კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხსიმგებელ ინტიტუცებსა და, აგრეთვე, ეროვნულ მთავრობებს შორის; მუშაობა ცოდნის გაზრდაზე გადაწყვეტილების მიმღებთა და პროფესიონალ თანამშრომლებს შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა პრევენცია, მზაობა, სწრაფი რეაგირება და აღდგენითი ზომები; მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის უზრუნველყოფა საგანგებო მდგომარეობებთან შეხვედრისათვის ხელშესაწყობად; საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და სწრაფი ჩარევისთვის არსებული რესურსების განსაზღვრა; ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტების დაასრსების წახალისება.

ჰააგის კონვენციის მეორე ოქმმა, რომელიც შემუშავდა 1999 წლის აპრილში, ახალი იმპულსი შესძინა ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტსა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციების როლს. ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი აღიარებულია, როგორც მრჩეველი ორგანიზაცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ღირებულებების დაცვის სამთავრობოთშორისო კომიტეტისთვის.

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

რედაქტირება

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაფუძნდა 2013 წელს  და აღიარებულია ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის მსგავსად, საქართველოს ლურჯი ფარი მიზნად ისახავს:

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან;
  • იუნესკოს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის პოპულარიზაციასა და მათი შესრულების ხელშეწყობას;
  • რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.

ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს ლურჯი ფარი თანამშრომლობს დამფუძნებელ ორგანიზაციებთან, ლურჯი ფარის საერთაშორისო ქსელთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მიმოხილვა

რედაქტირება

კომიტეტის შემადგენლობაში შედის ხუთი ორგანიზაცია:

დროებითი თავჯდომარეა ჰანა პენოკი, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მოქმედი გენერალური დირექტორია. გარდა ამისა, „ცისფერი ფარის“ დაფუძნების შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ფორმირდება „ცისფერი ფარის“ საერთაშორისო კომიტეტები, რამაც 2008 წლის დეკემბერში „ეროვნული კომიტეტების ასოციაციის „ცისფერი სახლის““ შექმნამდე მიიყვანა. 2008 წლიდან კომიტეტის პრეზიდენტი იყო კარლ ვონ ჰაბსბურგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The International Committee of the Blue Shield (ICBS). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-23. ციტირების თარიღი: 2017-03-24.