მუზეუმების საერთაშორისო საბჭო
მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM)[1] (ინგლ. International Council of Museums, ფრანგ. Conseil international des musées) — არასამთავრობო საერთაშორისო პროფესიონალების ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1946 წელს პარიზში (საფრანგეთი).[2] მისი სამდივნო და საინფორმაციო ცენტრი მოთავსებულია იუნესკოს შენობაში.
ორგანიზაციას იუნესკოსა და გაეროს ეკონომიურ და სოციალურ საბჭოსთან აქვს უმაღლესი საკონსულტაციო სტატუსი — „A“ კატეგორია. იგი არის საერთაშორისო ორგანიზაცია მეზეუმებისა და მეზეუმების სპეციალისტების, რომლებიც ემსახურებიან მსოფლიო ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის შენახვას, განვითარებას და საზოგადოებასთან ურთიერთთანამშრომლობას. წლიდან წლამდე ვითარდება მსოფლიოს საერთაშორისო სამუზეუმო სპეციალისტების მოთხოვნების შესაბამისად, თავისი მთავარი მისიის ფარგლებში.
ICOM ფინანსდება, უპირველეს ყოვლისა, კომიტეტის წევრების საწევრო შენატანებით, ასევე აქვს იუნესკოს, ICOM-ის დოტაციური ფონდის და ცალკეული ნაციონალური კომიტეტების მხარდაჭერა. ICOM ამოწმებს იუნესკოს პროგრამებს მუზეუმებისთვის. იგი მართავს სხვადასხვა სამუზეუმო სპეციალისტების 32 საერთაშორისო კომიტეტს, რომლებიც თავიანთი სფეროებში, სამუზეუმო გაერთიანებების ინტერესებში, ატარებენ უახლეს კვლევებს.
წესდების თანახმად, ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:
- მსოფლიოში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
- კულტურული მემკვიდრეობის და ფასეულობების დაცვა და მათი არაკანონიერი ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
- მუზეუმების თანამშრომელთა სწავლება და პროფესიონალური სტანდარტების ამაღლება;
- მუზეუმებისა და მათი თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა;
- სხვადასხვა ქვეყნების სამუზეუმო დაწესებულებების და სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობისთვის ხელშეწყობა.
ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ხალხთა შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გავნითარებას.
ICOM აერთიანებს 30 ათასზე მეტ ინდივიდუალერ და კოლექტიურ წევრს მსოფლიოს 165 ქვეყნიდან. 100-ზე მეტ ქვეყანაში არის ICOM‐ის ეროვნული კომიტეტი. ისინი თავიანთ ქვეყნებში ამზადებენ წევრებს ეროვნულ დონეზე და უზრუნველყოფენ მუზეუმების და სამუზეუმო სპეციალისტების ინტერესებს. მათ შორის არის საქართველოც.[3]
2000 წლიდან ICOM აქვეყნებს კულტურული ფასეულობების არაკანონიერი მიმოქცევის წითელ სიას.[4] ჩამონათვალი ემსახურება კულტურული ობიექტების კონტრაბანდისა და არაკანონიერი ვაჭრობის შესახებ გაძლიერებულ ინფორმირებას. განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, სადაც უფრო გავრცელებულია მათი ქურდობა და დატაცება.