ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2012)

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 (ან უბრალოდ ევრო 2012) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-14 საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც უმასპინძლეს უკრაინამ და პოლონეთმა 8 ივნისიდან 1 ივლისამდე. ორივე ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012
Mistrzostwa Europy w Piłce Nożnej 2012 (პოლონური)
Чемпіонат Європи з футболу 2012 (უკრაინული)
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012
ტურნირის დეტალები
ადგილი პოლონეთის დროშა პოლონეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
      ქალაქები 8
      სტადიონები 8
ტურნირის ვადები 8 ივნისი - 1 ივლისი
შესარჩევის ვადები 11 აგვისტო, 2010 – 15 ნოემბერი, 2011
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი ესპანეთის დროშა ესპანეთი
მეორე ადგილი იტალიის დროშა იტალია
მესამე ადგილი პორტუგალიის დროშა პორტუგალია და გერმანიის დროშა გერმანია
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება 1 440 896  (46 481 თამაშზე)
მატჩები 31
გოლები 76  (2.45 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი ესპანეთის დროშა ფერნანდო ტორესი [1]  (3 გოლი)
საუკეთესო მოთამაშე ანდრეს ინიესტა
ქალაქ პოზნანის სიმბოლო-თხები ევრო 2012-ის მონაწილე ქვეყნების დროშებით

ამ ჩემპიონატზე წინა ჩემპიონატის მსგავსად 16 გუნდი ასპარეზობდა. შესარჩევი მატჩები გაიმართა ევროპის 51 ქვეყანაში 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრამდე.

მასპინძლის შერჩევა

რედაქტირება

უკრაინა-პოლონეთის გაერთიანებულმა ვარიანტმა გაიმარჯვა 2007 წლის 18 აპრილს კარდიფში, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე. ამ ვარიანტმა დაამარცხა იტალიისა და უნგრეთ-ხორვატიის კანდიდატები და გახდა ორ ქვეყანაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის რიგით მესამე შემთხვევა.

 
წამზომი ჩართულია ევრო 2012-ის დაწყებამდე (ლვოვი, 22 ივლისი 2011)

2008 წლის იანვარში უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ტურნირის ორგანიზატორებს გაფრთხილება მისცა მზადების პროცესში შეცდომების თავიდან აცილებისაგან.

უკრაინამ განაცხადა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მას, როგორც თანა-მასპინძელს: კიევის ოლიმპიური სტადიონის რეკონსტრუქციის შეჩერება და ეკონომიკური კრიზისის შედეგად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების შეწყვეტა. მიშელ პლატინიმ 2009 წლის აპრილში განაცხადა, რომ უკრაინა კვლავაც ერთ-ერთ მასპინძლად მოიაზრებოდა, თუმცა ამასთანავე მიანიშნა, რომ მატჩების უმეტესობა პოლონეთში გაიმართებოდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო ამისთვის, მაგრამ უეფა-მ კვლავ 4+4 გეგმა დატოვა ძალაში.

2008 წლის სექტემბერში, პოლონეთში, სკანდალი აგორდა: პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კორუფციული გარიგებების გამო მთავრობამ გაათავისუფლა და მის ნაცვლად დროებითი ადმინისტრატორი დანიშნა. ამ ფაქტს უეფა-დან მყისიერი რეაქცია მოჰყვა, რომელმაც გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი და უკრაინასთან ერთად მასპინძლობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. უკრაინაში მოსამზადებელი სამუშაოები უფრო სწრაფი ტემპით წარიმართა და 2009 წლის აპრილში მიშელ პლატინიმ ვიზიტისას განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და უკრაინას სერიოზული პრობლემები არ ჰქონდა. შემდეგ თვეში უეფა-მ საბოლოოდ დაამტკიცა მასპინძელი ოთხი პოლონური ქალაქი: ვარშავა, გდანსკი, პოზნანი და ვროცლავი. ამავე სხდომაზე უეფა-მ გაფრთხილება მისცა ლვოვს, ხარკივს და დონეცკს ნოემბრამდე მოეწესრიგებინათ ინფრასტრუქტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირს მხოლოდ კიევი და ამ სამიდან ყველაზე უფრო მომზადებული ქალაქი უმასპინძლებდა.

2009 წლის სექტემბერში უეფა-მ განაცხადა, რომ უკრაინაში ოთხივე ქალაქი (კიევი, დონეცკი, ხარკივი და ლვოვი) უმასპინძლებდა ევრო 2012-ის მატჩებს, ხოლო კიევი – ფინალს.

2010 წლის მაისში მიშელ პლატინიმ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა გერმანია-უნგრეთს ჩაენაცვლებინა უკრაინა-პოლონეთი, რადგანაც გაჩნდა ახალი ეჭვები ამ ორი ქვეყნის მზადყოფნასთან დაკავშირებით. მაგრამ აგვისტოში პლატინი ისევ ესტუმრა ამ ქვეყნებს და თქვა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი ამ ორი ქვეყნის მზადებასთან დაკავშირებით და დაბრკოლებები აღარ არსებობდა. 2011 წლის სექტემბერში უეფა-ს დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტისას საბოლოოდ დაადგინა, რომ უკრაინა მზად იყო ევრო 2012-სთვის.

სტადიონები

რედაქტირება
პოლონეთი
ვარშავა გდანსკი ვროცლავი პოზნანი
ეროვნული სტადიონი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 58 500[2]
პგე არენა
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 43,615[3]
მუნიციპალური სტადიონი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 42,771[4]
მუნიციპალური სტადიონი
განახლებული
ტევადობა: 43,269[5]
ჯგუფი A 3 მატჩი
(გახსნის მატჩის ჩათვლით),
1 მეოთხედფინალი და
1 ნახევარფინალი
ჯგუფი C 3 მატჩი და
1 მეოთხედფინალი
ჯგუფი A 3 მატჩი ჯგუფი C 3 მატჩი
     
უკრაინა
კიევი დონეცკი ხარკივი ლვოვი
ოლიმპიური სტადიონი
განახლებული
ტევადობა: 70,050[6]
დონბას არენა
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 51,504[7]
მეტალისტი
განახლებული
ტევადობა: 38,633[8]
არენა ლვოვი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 34,915[9]
ჯგუფი D 3 მატჩი,
1 მეოთხედფინალი და
ფინალი
ჯგუფი D 3 მატჩი,
1 მეოთხედფინალი და
1 ნახევარფინალი
ჯგუფი B 3 მატჩი ჯგუფი B 3 მატჩი

შესარჩევი ეტაპი

რედაქტირება

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2010 წლის 7 თებერვალს ვარშავაში შედგა.შესარჩევში მონაწილეობდა 51 გუნდი,მათ უნდა გამოევლინათ ევროპის ჩემპიონატის 14 მონაწილე, რომლებიც შეუერთდებოდნენ მასპინძლებს-პოლონეთს და უკრაინას.გუნდები განაწილდნენ 9 ჯგუფში.კენჭისყრა შედგა იმდროსათვის არსებული უეფას ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების მიხედვით.

საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო 2010 წლის აგვისტოში და დამთავრდა 2011 წლის 15 ნოემბერს.2011 წლის 11 ოქტომბერს დასრულდა საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი,რომელმაც გამოავლინა ევროპის ჩემიონატის მონაწილე 10 გუნდი:9 გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი.დანარჩენმა მეორეადგილოსნებმა ითამაშეს პლეი-ოფში და გამოავლინეს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 4 გუნდი.

მონაწილე გუნდები

რედაქტირება

2012 წლის ევროპის ჩემიონატის ჯგუფური ეტაპის ფორმატი მოქმედებს 1996 წლის ევროპის ჩემპიონატიდან.ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საფეხბურთო ფედერაცია მოითხოვდა მონაწილეთა გაზრდას 24-მდე,რადგანაც 1996 წლის შემდეგ გაიზარდა უეფას წევრთა რიცხვი.2007 წლის აპრილში უეფას აღმასკომმა მხარი არ დაუჭირა 2012 წლის ევროპის ჩემიპიონატის მონაწილეთა როცხვის გაზრდას.

 
  გასული ქვეყნები
  ვერგასული ქვეყნები
  უეფას არაწევრი ქვეყნები

ამ ჩემპიონატის მონაწილე 12 გუნდი მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც,ხოლო ორი-ინგლისი და დანია 2004 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ კონტინენტურ პირველობას.ირლანდია ოცდაოთხწლიანი შესვენების შემდეგ მეორედ გამოდის ევროპის ჩემპიონატზე.მასპინძელი უკრაინა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად ასპარეზობს ევროპირველობაზე.

აი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი:

ფინალური ეტაპის კენჭისყრა

რედაქტირება

ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2011 წლის 2 დეკემბერს კიევში, სასტუმრო „უკრაინაში“ შედგა. ერთსაათიან პროცესს უძღვებოდნენ ორი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი-ტელეწამყვანები: ოლგა ფრეიმუტი და პიოტრ სობჟინსკი.

უეფა-ს კოეფიციენტთა რეიტინგის მიხედვით, მონაწილე 16 გუნდი 4 კალათში განათავსდა. მასპინძელი ქვეყნები მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ერთად პირველ კალათში მოხვდნენ.

კენჭისყრის პროცედურის თანახმად ყოველი ჯგუფში თითოეული კალათიდან მოხვედრილი გუნდით კომპლექტდებოდა. კენჭისყრის ბურთულებს იღებდნენ სხვადასხვა დროის ევროპის ჩემპიონები: ჰორსტ ჰრუბეში, მარკო ვან ბასტენი, პეტერ შმეიხელი და ზინედინ ზიდანი.

კალათი 1 კალათი 2 კალათი 3 კალათი 4

2011 წლის 20 დეკემბერს უეფა-მ მსაჯები დაასახელა:

ქვეყანა მსაჯი
  ინგლისი ჰოვარდ უები
  საფრანგეთი სტეფან ლენუა
  გერმანია ვილფგანგ შტარკი
  უნგრეთი ვიქტორ კასალი
  იტალია ნიკოლა რიცოლი
  ნიდერლანდები ბიორნ კეიპერსი
  პორტუგალია პედრუ პროენსა
  შოტლანდია კრეიგ ტომსონი
  სლოვენია დამირ სკომინა
  ესპანეთი კარლოს ველასკო კარბალიო
  შვედეთი იუნას ერიქსენი
  თურქეთი ჯიუნეიტ ჩაქირი

მეოთხე მსაჯები:

ქვეყანა მეოთხე მსაჯი
  ჩეხეთი პაველ კრალოვეცი
  ნორვეგია ტომ ჰარალგ ჰაგენი
  პოლონეთი მარცინ ბორსკი
  უკრაინა ვიქტორ შვეცოვი

პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, კარის ხაზებთან განლაგდა ორი დამხმარე მსაჯი.

შემადგენლობები

რედაქტირება

ჯგუფური ეტაპი

რედაქტირება
გუნდი გტ გშ +/-
  ჩეხეთი 3 2 0 1 4 5 –1 6
  საბერძნეთი 3 1 1 1 3 3 0 4
  რუსეთი 3 1 1 1 5 3 +2 4
  პოლონეთი 3 0 2 1 2 3 –1 2
8 ივნისი, 2012
პოლონეთი   1 – 1   საბერძნეთი
რუსეთი   4 – 1   ჩეხეთი
12 ივნისი, 2012
საბერძნეთი   1 – 2   ჩეხეთი
პოლონეთი   1 – 1   რუსეთი
16 ივნისი, 2012
ჩეხეთი   1 – 0   პოლონეთი
საბერძნეთი   1 – 0   რუსეთი
გუნდი გტ გშ +/-
  გერმანია 3 3 0 0 5 2 +3 9
  პორტუგალია 3 2 0 1 5 4 +1 6
  დანია 3 1 0 2 4 5 –1 3
  ნიდერლანდები 3 0 0 3 2 5 –3 0
9 ივნისი, 2012
ნიდერლანდები   0 – 1   დანია
გერმანია   1 – 0   პორტუგალია
13 ივნისი, 2012
დანია   2 – 3   პორტუგალია
ნიდერლანდები   1 – 2   გერმანია
17 ივნისი, 2012
პორტუგალია   2 – 1   ნიდერლანდები
დანია   1 – 2   გერმანია
გუნდი გტ გშ +/-
  ესპანეთი 3 2 1 0 6 1 +5 7
  იტალია 3 1 2 0 4 2 +2 5
  ხორვატია 3 1 1 1 4 3 +1 4
  ირლანდია 3 0 0 3 1 9 –8 0
10 ივნისი, 2012
ესპანეთი   1 – 1   იტალია
ირლანდია   1 – 3   ხორვატია
14 ივნისი, 2012
იტალია   1 – 1   ხორვატია
ესპანეთი   4 – 0   ირლანდია
18 ივნისი, 2012
ხორვატია   0 – 1   ესპანეთი
იტალია   2 – 0   ირლანდია
გუნდი გტ გშ +/-
  ინგლისი 3 2 1 0 5 3 +2 7
  საფრანგეთი 3 1 1 1 3 3 0 4
  უკრაინა 3 1 0 2 2 4 −2 3
  შვედეთი 3 1 0 2 5 5 0 3
11 ივნისი, 2012
საფრანგეთი   1 – 1   ინგლისი
უკრაინა   2 – 1   შვედეთი
15 ივნისი, 2012
უკრაინა   0 – 2   საფრანგეთი
შვედეთი   2 – 3   ინგლისი
19 ივნისი, 2012
ინგლისი   1 – 0   უკრაინა
შვედეთი   2 – 0   საფრანგეთი


მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                   
21 ივნისი – ვარშავა        
   ჩეხეთი  0
27 ივნისი – დონეცკი
   პორტუგალია  1  
   პორტუგალია  0 (2)
23 ივნისი – დონეცკი
     ესპანეთი  0 (4)  
   ესპანეთი  2
1 ივლისი – კიევი
   საფრანგეთი  0  
   ესპანეთი  4
22 ივნისი – გდანსკი
     იტალია  0
   გერმანია  4
28 ივნისი – ვარშავა
   საბერძნეთი  2  
   გერმანია  1
24 ივნისი – კიევი
     იტალია  2  
   ინგლისი  0 (2)
   იტალია  0 (4)  

მეოთხედფინალი

რედაქტირება
21 ივნისი
22:45
ჩეხეთი   0–1   პორტუგალია ეროვნული სტადიონი, ვარშავა
მაყურებელი: 55,590
მსაჯი: ჰოვარდ უები (  ინგლისი)
  79' რონალდუ

22 ივნისი
22:45
გერმანია   4–2   საბერძნეთი პგე არენა, გდანსკი
მაყურებელი: 38,751
მსაჯი: დამირ სკომინა (  სლოვენია)
ლამი   39'
ხედირა   61'
კლოზე   68'
როისი   74'
  55' სამარასი
  89' (პენ.) სალპინგიდისი

23 ივნისი
22:45
ესპანეთი   2–0   საფრანგეთი დონბას არენა, დონეცკი
მაყურებელი: 47,000
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (  იტალია)
ალონსო   19'90+1' (პენ.)

24 ივნისი
22:45
ინგლისი   0–0
(დ.დ.)
  იტალია ოლიმპიური სტადიონი, კიევი
მაყურებელი: 64,340
მსაჯი: პედრუ პროენსა (  პორტუგალია)
ბმული
  პენალტები  
ჯერარდი  
რუნი  
იანგი  
კოული  
2–4   ბალოტელი
  მონტოლივო
  პირლო
  ნოჩერინო
  დიამანტი

ნახევარფინალები

რედაქტირება
27 ივნისი
22:45
პორტუგალია   0–0
(დ.დ.)
  ესპანეთი დონბას არენა, დონეცკი
მაყურებელი: 48,000
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (  თურქეთი)
ბმული
  პენალტები  
მუტინიო  
პეპე  
ნანი  
ალვეში  
2–4   ალონსო
  ინიესტა
  პიკე
  რამოსი
  ფაბრეგასი

28 ივნისი 2012
22:45
გერმანია   1–2   იტალია ეროვნული სტადიონი, ვარშავა
მაყურებელი: 55,540
მსაჯი: სტეფან ლანუა (  საფრანგეთი)
ოზილი   90+2' (პენ.)   20'36' მარიო ბალოტელი
1 ივლისი
22:45
ესპანეთი   4–0   იტალია ოლიმპიური სტადიონი, კიევი
მაყურებელი: 63,170[10]
მსაჯი: პედრუ პროენსა (  პორტუგალია)
სილვა   14'
ალბა   41'
ტორესი   84'
მატა   88'
ბმული

ბომბარდირები

რედაქტირება

მუქი შრიფტით აღნიშნულია ბომბარდირი უეფას ოფიციალური წესების მიხედვით

3 გოლი
2 გოლი
1 გოლი

1 ავტო გოლი

სხვადასხვა

რედაქტირება
 
სლავეკი და სლავკო

თილისმების სახელები შეირჩა 2010 წლის დეკემბერში უეფას საიტზე გამოკითხვის შედეგად:

  • სლავეკი და სლავკო-56 %
  • სიემკო და სტრიმკო-29 %
  • კლემეკი და ლადკო-15 %

ლოგო და სლოგანი

რედაქტირება

ჩემპიონატის ლოგო დამტკიცდა 2009 წლის 14 დეკემბერს კიევში.იგი პოლონეთის და უკრაინის ქვანახშირის რეგიონებისათვის დამახასიათებელი ქაღალდების გამოჭრის ხელოვნების სტილისაა.აქვე დამტკიცდა სლოგანი:ისტორიას ვქმნით ერთად(პოლონურად:Razem tworzymy przyszłość,უკრაინულად:Творимо історію разом).სლოგანი ეფუძნება იმ ფაქტს,რომ ეს ორი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა პირველად მასპინძლობს კონტინენტურ პირველობას.

ბილეთები

რედაქტირება

ბილეთები გაიყიდა უეფას ოფიციალური საიტის მეშვეობით ან მონაწილე 16 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციების მიერ ბილეთების ფასი მერყეობდა 30 ევროდან 600 ევრომდე. გულშემატკივარს შეეძლო შეიძინა ბილეთის პაკეტები (თავისი ფავორიტი გუნდის ან ერთ კონკრეტულ სტადიონზე გასამართი მატჩების).

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთია ადიდას ტანგო 12.

მაუწყებლობა

რედაქტირება

ტელევიზია

რედაქტირება
ქვეყანა უფლება წყარო
  ალბანეთი რადიო-ტელევიზია შქიპტარი [11]
  ავსტრია ავსტრიის მაუწყებელი [11]
  აზერბაიჯანი აზერბაიჯანის ტელევიზია [12]
  ბელარუსი ბელორუსის ეროვნული ტელე-რადიო კომპანია [11]
  ბელგია ფრანგულენოვანი ბელგიის რადიო-ტელევიზია / ფლანდრიის ტელე-რადიო ორგანიზაციის ქსელი1 [11][13]
  ბოსნია-ჰერცეგოვინა ბოსნია-ჰერცეგოვინის რადიო-ტელევიზია [11]
  ბულგარეთი ბულგარეთის ნაციონალური ტელევიზია [11]
  გერმანია ARD / მეორე გერმანული ტელევიზია [14]
  დანია დანიის ეროვნული სამუწყებლო კორპორაცია / TV 2 / TV4 ჯგუფი [15][16]
  დიდი ბრიტანეთი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია(BBC) / დამოუკიდებელი ტელევიზია(ITV) [17]
  ესტონეთი ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი [11]
  ევროპა ევროპის სამაუწყებლო კავშირი [18]
  ესპანეთი TV 5 / TV 4 [19]
  თურქეთი თურქეთის ტელე-რადიო კორპორაცია(TRT) [11]
  ირლანდია ირლანდიის რადიო-ტელევიზია RTE [20]
  ისრაელი შპს ჩარლტონი. [21]
  იტალია იტალიის რადიო-ტელევიზია RAI [22]
  კვიპროსი კვიპროსის სამუწყებლო კორპორაცია [11]
  ლატვია ლატვიის ტელევიზია (LTV) [11]
  ლიტვა ლიტვის ნაციონალური რადიო დაბ ტელევიზია [11]
  მაკედონია მაკედონიის რადიო-ტელევიზია [11]
  მალტა საზოგადოებრივი მაუწყებელი [23]
  მოლდოვა ტელე-რადიო მოლდოვა [11]
  მონტენეგრო ჩერნოგორიის რადიო-ტელევიზია [11]
  ნიდერლანდები ნიდერლანდის სამაუწყებლო კომპანია [24]
  ნორვეგია TV4 ჯგუფი [15]
  პოლონეთი პოლონეთის ტელევიზია(TVP) [25]
  პორტუგალია პორტუგალიის რადიო-ტელევიზია / კომუნიკაციების დამოუკიდებელი საზოგადოება(SIC) / დამოუკიდებელი ტელევიზია(TVI) / სპორტ TV [26][27]
  რუმინეთი რუმინეთის ტელევიზია(TVR) [11]
  რუსეთი სრულიად რუსეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაცია / პირველი არხი (რუსეთი) [11]
  საბერძნეთი საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაცია [28]
  საქართველო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი [11]
  სერბეთი სერბეთის რადიო-ტელევიზია [11]
  სომხეთი სომხეთის საზოგადოებრივი არხი [11]
  სლოვენია სლოვენიის რადიო-ტელევიზია(RTVSLO) [11]
  უკრაინა უკრაინის ნაციონალური ტელევიზიაNTU / უკრაინა (ტელევიზია) [29]
  უნგრეთი ფინეთის საზოგადოებრივი არხი / უნგრეთის ტელევიზია [30]
  ფინეთი ფინეთის საზოგადოებრივი არხი / MTV3 [11]
  ყაზახეთი ყაზახეთის ტელევიზია / ევრაზიის ნაციონალური ტელევიზია [12]
  შვედეთი შვედეთის ტელევიზია / TV4 (შვედეთი) / ციფრული არხი [31]
  შვეიცარია შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებელი [11]
  ხორვატია ხორვატიის რადიო-ტელევიზია [11]

სხვა ქვეყნები

რედაქტირება
ქვეყანა უფლება წყარო
  ავსტრალია სეტანტა სპორტს ავსტრალია [32]
 აზია სპორტ5 [33]
  აშშ ESPN [34]
 ახლო აღმოსავლეთი ალ-ჯაზირა [35]
  ბრაზილია გლობო / გლობოსატი [11][36]
  ბრუნეი ასტრო (მალაიზიის სატელიტური ტელევიზია) [33]
  ვენესუელა მერიდიანო [33]
  ინდონეზია RCTI / ინდოვიზია [33]
  იაპონია დენცუ [33]
  კანადა სპორტ ნეთვორქი / RDS2 [34]
 ლათინური ამერიკა ტელევიდეო სერვისი [33]
  მალაიზია ასტრო (მალაიზიის სატელიტური ტელევიზია) / მედია პრიმა [33][37]
  მექსიკა TV აცტეკა / ტელევისა [11][33]
 ოკეანეთი სპორტ 5 [33]
  სინგაპური სტარჰუბ TV [38]
  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სუპერსპორტი [39]
 სამხრეთ აზია ნეო სპორტი [40]
 სუბსაჰარული აფრიკა სუპერსპორტი [33]
  ტაილანდი ჯი-ემ-ემ გრამი [41]
 ჩრდილოეთ აფრიკა ალ-ჯაზირა [35]
  ჰონგ-კონგი ნაუ TV [42]
  • 1-ჰოლანდიური არხი
  • 2-ფრანგული არხი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Torres clinches Euro 2012 Golden Boot დაარქივებული 2012-07-04 საიტზე Wayback Machine. Soccerway, 2 July 2012 (ინგლისური)
  2. National Stadium Warsaw. UEFA.com. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  3. Arena Gdansk. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  4. Municipal Stadium Wroclaw. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  5. Municipal Stadium Poznan. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  6. Olympic Stadium, Kyiv. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  7. Donbass Arena. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  8. Metalist Stadium. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  9. Arena Lviv. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  10. Full-time report Spain-Italy. UEFA.com. Union of European Football Associations (1 July 2012). ციტირების თარიღი: 1 July 2012.
  11. 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 11.10 11.11 11.12 11.13 11.14 11.15 11.16 11.17 11.18 11.19 11.20 11.21 11.22 11.23 11.24 UEFA EURO 2012(TM) - Broadcast Partners. UEFA.com. ციტირების თარიღი: 2011-12-08.
  12. 12.0 12.1 „EURO broadcast deals for Azerbaijan, Kazakhstan“. UEFA.com. 2011-09-12. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
  13. „Euro 2012 zal live te bekijken zijn op Sporza“. Sporza.be. 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2010-05-12.
  14. „UEFA signs broadcasters ARD and ZDF of Germany for UEFA EURO 2012™“. UEFA.com. 2010-02-10. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  15. 15.0 15.1 „TV4 Group get 2012 Denmark/Norway rights“. UEFA.com. 2010-05-12. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  16. „TV 2 sikrer sig EURO 2012“. TV2. 2011-10-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2011-10-12.
  17. „BBC gamble on England progress at Euro 2012 as ITV take two of three group games“. Mail Online. 2011-12-12. ციტირების თარიღი: 2011-12-12.
  18. „UEFA EURO 2012™ broadcasting deal agreed with EBU“. UEFA.com. 2009-09-23. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  19. „Mediaset España to broadcast UEFA EURO 2012“. UEFA.com. 2011-05-24. ციტირების თარიღი: 2011-05-24.
  20. „RTÉ Secures UEFA EURO 2012 Broadcast Rights“. RTE. 2010-02-02. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  21. „Charlton wins Israeli EURO 2012 rights“. UEFA.com. 2011-06-20. ციტირების თარიღი: 2011-06-21.
  22. „RAI wins Italian EURO 2012 rights“. UEFA.com. 2011-06-09. ციტირების თარიღი: 2011-06-10.
  23. „PBS rebrands, TVM to start wide-screen format transmissions“. Timesofmalta.com. 2011-09-07. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  24. „NOS in Dutch EURO media rights deal“. UEFA.com. 2011-01-03. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  25. „UEFA signs host country broadcaster Telewizja Polska SA for UEFA EURO 2012“. UEFA.com. 2009-04-03. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  26. „UEFA EURO 2012 media rights deals in Portugal“. UEFA.com. 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2011-08-24.
  27. „UEFA EURO 2012™ broadcast deal in Portugal“. UEFA.com. 2009-11-05. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  28. „Euro 2012 αλά... 2008“. Onsports.gr. 2011-06-25. ციტირების თარიღი: 2011-08-28.
  29. „UEFA EURO 2012 TV deal in Ukraine“. UEFA.com. 2011-11-02. ციტირების თარიღი: 2011-12-03.
  30. „MTV wins exclusive UEFA EURO 2012 media rights“. UEFA.com. 2011-09-09. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  31. „EURO 2012 broadcast rights deal for Sweden“. UEFA.com. 2009-10-02. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  32. Knox, David (2011-10-24). „Setanta signs UEFA Euro 2012“. TV tonight. ციტირების თარიღი: 2011-10-25.
  33. 33.00 33.01 33.02 33.03 33.04 33.05 33.06 33.07 33.08 33.09 „Media rights deals ex-Europe for UEFA EURO 2012 and 2016 concluded“. UEFA.com. 2010-11-11. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  34. 34.0 34.1 „UEFA EURO 2012 and 2016 Media Rights deals concluded in North America“. UEFA.com. 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  35. 35.0 35.1 „UEFA EURO 2012™ and UEFA EURO 2016™ media rights deals in the Middle East and North Africa“. UEFA.com. 2009-10-13. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  36. „Globo gets EURO 2012 broadcast rights“. UEFA.com. 2010-01-26. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  37. „TV Media Prima Bhd Dapat Hak Siaran Langsung Euro“. mynewshub. 2011-10-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-02. ციტირების თარიღი: 2011-12-21.
  38. Tan, Angela (2011-11-28). „StarHub gets exclusive broadcast rights to UEFA Euro 2012“. The Business Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2011-11-28.
  39. „SuperSport to broadcast Euro 2012 and 2016“. Supersport.com. 2010-11-17. ციტირების თარიღი: 2011-08-29.
  40. „Neo Sports bags broadcast rights for Euro 2012“. Best Media Info. 2011-08-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-31. ციტირების თარიღი: 2011-08-29.
  41. „Media Rights for UEFA EURO 2012 announced in Thailand“. UEFA.com. 2011-04-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-02. ციტირების თარიღი: 2011-04-26.
  42. „now TV secures the exclusive Hong Kong media rights to the prestigious UEFA EURO 2012“. Teletimes International. 2011-07-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-18. ციტირების თარიღი: 2011-09-02.