ენდი კეროლი
ენდი კეროლი (ინგლ. Andy Carroll; დ. 1989 წლის 6 იანვარს) — ინგლისელი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი, რომელმაც კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა პრემიერ ლიგის კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედში“.
კეროლი 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ენდრიუ თომას კეროლი | ||
დაბადების თარიღი | 6 იანვარი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | გეითშიდი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 193 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2005–2006 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2011 | ნიუკასლ იუნაიტედი | 80 | (31) |
2007–2008 | → პრესტონ ნორთ ენდი | 11 | (1) |
2011–2013 | ლივერპული | 44 | (6) |
2012–2013 | → ვესტ ჰემი | 24 | (7) |
2013–2019 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | 102 | (26) |
2019-2021 | რედინგი | 37 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007–2008 | ინგლისი 19 წლ. | 8 | (4) |
2009–2010 | ინგლისი 21 წლ. | 5 | (2) |
2010–2012 | ინგლისი | 9 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 იანვარი, 2022 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 აგვისტო, 2019 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებანიუკასლი
რედაქტირებაკეროლს, რომელიც იშვიათად იტანდა გოლებს „ნიუკასლის“ სარეზერვო გუნდში, პირველ გუნდში დებიუტი უეფას თასზე „პალერმოს“ წინააღმდეგ 2006 წლის 2 ნოემბერს ჰქონდა, როდესაც შეცვლაზე შემოსული ნიუკასლის ისტორიაში შევიდა, როგორც კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროტურნირზე ითამაშა.
მას ინგლისის თასზე დებიუტი 2007 წლის 17 იანვარს ჰქონდა, როდესაც შეცვლაზე მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შევიდა „ბირმინგემის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში, რომელშიც ნიუკასლი 5-1 დამარცხდა. 2007 წლის 25 თებერვალს კი მას დებიუტი პრემიერ ლიგაში ჰქონდა. იგი 87-ე წუთზე „უიგანის“ წინააღმდეგ წაგებულ მატჩში შემოვიდა მოედანზე.
2007 წელს მან „Wor Jackie Milburn Trophy“ მიიღო, ჯილდო, რომელითაც ყოველ წელს ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის ამომავალი ვარსკვლავები ჯილდოვდებიან.
2007 წლის 29 ივლისს კეროლმა თავისი პირველი გოლი გაიტანა „ნიუკასლის“ პირველ გუნდში. ეს მოხდა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, მარცხენა ფეხით.
პრესტონ ნორზ ენდი (იჯარით)
რედაქტირება14 აგვისტოს კეროლი პრესტონ „ნორზ ენდში“ გაანათხოვრეს 6 თვით და იმავე დღესვე ჰქონდა დებიუტი პირველ ლიგაში მორქამბის წინააღმდეგ. კეროლი მოედნიდან პირველად სკანტორფის წინააღმდეგ 18 სექტემბერს გააძევეს. მან თავისი პირველი გოლი ლეიჩესტერ სიტის წინააღმდეგ 6 ნოემბერს გაიტანა. იგი „ნიუკასლში“ იანვარში დაბრუნდა.
ნიუკასლში დაბრუნება
რედაქტირებაკეროლმა 2008/09 სეზონში დებიუტი 20 ოქტომბერს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩში ჰქონდა, როდესაც მოედანზე შოლ ამეობი შეცვალა. კეროლმა თავისი პირველი გოლი პრემიერლიგაში, „ვესტ ჰემთან“ საშინაო მატჩში შეაგდო, რომელიც 2-2 დასრულდა. ეს მოხდა 2009 წლის იანვარს. ამ მატჩში იგი პირველად გამოვიდა „ნიუკასლის“ სასტარტო შემადგენლობაში.. ამის შემდეგ მან სამ წლინახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ნიუკასლთან, 2013 წლამდე.
მას შემდეგ, რაც ნიუკასლი ჩემფიონშიფში დაქვეითდა და გუნდიდან მაიკლ ოუენი, მარკ ვიდუკა და ობაფები მარტინსი წავიდნენ, კეროლი „ნიუკალსის“ ძირითადი ფეხბურთელი გახდა. იგი შეტევაში შოლ ამეობის შეუწყვილდა. მან პირველი გოლი ნიუკასლის მაისურით ჩემფიონშიფში 2009 წლის 16 სექტემბერს „ბლექპულს“ გაუტანა, თავურით. 2010 წლისთვის კეროლი „ნიუკასლის“ ყოველ თამაშში გამოდიოდა სასტარტო შემადგენლობაში. ამეობის ნაცვლად მას პიტერ ლოვერკრანცი ჰყავდა პარტნიორად. კეროლი გუნდის ბომბარდირი გახდა 19 გოლით. 17 ჩემფიონშიფში გაიტანა.
კეროლს 9 ნომრიანი მაისური მიცეს 2010-11 წლის სეზონში. ნომერი რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავდა „ნიუკასლისთვის“. ადრე, ხომ ამ მაისურით კლუბის ლეგენდები, ჯეკი მილბურნი, მალკოლმ მაკდონალდი და ალან შირერი გამოდიოდნენ. თავისი პირველი ჰეთრიკი კარიერაში ენდიმ ასტონვილას წინააღმდეგ შეასრულა, რომელიც გუნდმა მატჩი 6-0 მოიგო, 2010 წლის 22 აგვისტოს. ენდიმ პირველად „ნიუკასლს“ 2010 წლის 3 ოქტომბერს უკაპიტნა, როდესაც კევინ ნოლანი შეცვალა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩში. 2010 წლის ოქტომბერში კეროლმა ახალ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის გათვალისწინებითაც 2015 წლამდე უნდა დარჩენილიყო გუნდში. ამის შემდეგ 2010 წლის 11 დეკემბერს 25 მეტრიდან გოლი გაუტანა „ლივერპულს“ და გუნდს 3-1 მოაგებინა.
ლივერპული
რედაქტირება2011 წლის 31 იანვარს კეროლი 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „ლივერპულს“ შეუერთდა და 5 წლინახევრიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი. მან ლივერპულის 9 ნომრიან მაისურს მოირგო, რომელიც წინათ ფერნანდო ტორესს ეცვა. ენდი ლივერპულში ჯერ კიდეევ ნიუკასლში მიღებული ტრავმით ჩავიდა რის გამოც რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუხდა. მისი დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შედგა სადაც მან თამაშის 74-ე წუთზე რაულ მეირელეში შეცვალა.ეს თამაში „ლივერპულმა“ 3-1 მოიგო.მან თავისი პირველი გოლი 2011 წლის 11 აპრილს გაიტანა „მანჩესტერ სიტისთან“ მე-13 წუთზე ხოლო ამავე თამაშის 35-ე წუთზე მან დუბლი გაიფორმა. ეს თამაში „ლივერპულმა“ 3-0 მოიგო.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებადებიუტი
რედაქტირება2007 წლის 11 სექტემბერს კეროლს დებიუტი ჰქონდა ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებში ბელარუსთან და დებიუტი გოლით აღნიშნა. ეს მატჩი ინგლისმა 4-0 მოიგო. 2009 წლის 12 მარტს (ახალი მოწერილი ჰქონდა ახალ კონტრაქტზე ნიუკასლში) ენდი 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს რათა იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებთან ეთამაშებინათ, მაგრამ მოულოდნელად იგი სვინდონ ტაუნის ჰალ რობსონ-კანუთი შეცვალეს და ენდი აღარ ათამაშეს.
პირველი გამოძახება 21 წლამდელებში მას 2009 წლის 5 აგვისტოს და 2009 წლის 11 აგვისტოს დებიუტი ჰოლანდიასთან, მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულს ჰქონდა. მეორე მატჩში მან ბრწყინვალედ ითამაშა მაკედონიასთან. 2 გოლი გაიტანა და ერთი თანაგუნდელს გაატანინა. მატჩი ინგლისელებმა 6-3 ანგარიშით მოიგეს.
ინგლისის ნაკრები და პირველი გოლი
რედაქტირებამისი ბრწყინვალე თამაში ნიუკასლში არ გამორჩენია ფაბიო კაპელოს და საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა იგი ნაკრებში 17 ნოემბერს. ენდიმ თავისი პირველი გოლი ნაკრებში 2011 წელს განასთან ამხანაგურ მატჩში გაიტანა. ეს მატჩის 1-1 დასრულდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაგეითში დაბადებული კეროლი მშობლებმა ჯერ ბრაიტონის სკოლაში, შემდეგ კი იოსეფ სვენის სკოლაში გადაიყვანეს.
კეროლი ბევრ არასაფეხბურთო ინციდენტში იქნა გარეული მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. 2008 წლის 14 სექტემბერ იგი პოლიციის მიერ იქნა დაკავებული ნიუკასლში. მას ქალზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ, რაც მან საბოლოოდ აღიარა. 2009 წლის 7 დეკემბერს იგი კვლავ დააკავეს ამჯერად კლუბში ჩხუბის შემდეგ, ისევ ნიუკასლში. 2010 წის ოქტომბერში იგი დამნაშავედ ცნეს ისევ ადამიანზე თავდასხმაში. 1,000 ევროთი დააჯარიმეს და ასევე 2.500 ევრო დააკისრეს საკომპენსაციო გადასახადი. მას მოედანზეც მოსვლია ინციდენტი ვარჯიშის დროს სტივენ ტეილორთან, როდესაც ყბა მოტეხა მას. მაშინ პოლიცია არ ჩარეულა ამ საქმეში. რამდენიმე ხნის წინ კი გავრცელდა ხმები, რომ ინციდენტის დროს მან ხელი მოიტეხა და გავრცელდა ფოტოები, რომელშიც იგი პოპ-კონცერტზე იყო, ორივე ხელ-გადახვეული. ნიუკასლის მაშინდელმა მწვრთნელმა კრის ჰატონმა მაშინ იუარა რაიმე განეცხადებინა ამის შესახებ. 2010 წლის 18 ოქტომბერს კეროლი თავისი ყოფილ შეყვარებულზე განხორციელებულ თავდასხმაში დაადანაშაულეს. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მისთვის შიდაპატიმრობა მიესაჯათ, ოღონდ ნიუკასლის კაპიტნის კევინ ნოლანის სახლში. შიდაპატიმრობა მას იანვარში მოეხსნა.სწორედ ამ შიდაპატიმრობისას ენდის მანქანა დაუწვეს, დამნაშავე პოლიციამ აპრილში დააკავა.
კეროლს და მის ყოფილ შეყვარებულს შვილი ყავთ, რომელიც 2009 წლის 15 სექტემბერს დაიბადა.
კიდევ ერთი „ხულიგნობის“ გამო კი იგი ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრებიდან გამოუშვეს, როდესაც მან, სკოტ სინკლარმა და რაიან ბერტრანდმა კომენდანტის საათი დაარღვიეს 2007 წლის 14 ოქტომბერს. მანამდე კი იგი ნიუკასლში ვარჯიშის დროს კიდევ ერთ ფეხბურთელს, შარლზ ნზოგბიას ეჩხუბა, მას შემდეგ, რაც ნზოგბია ეუხეშა მას. მაშინ მწვრთნელმა ჯონ კიენარმა გადაწყვიტა, რომ არ დაესაჯა ეს ორი ფეხბურთელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Andy Carroll — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- Profile on Andy Carroll LFCHistory.net
ნაკრების ფეხბურთელები]]