ხესუს ნავას გონსალესი (ესპ. Jesús Navas González; დ. 21 ნოემბერი, 1985, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი. „სევილიას“ მარჯვენა მცველი და მარჯვენა გარემარბი. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი (2012, 2024) ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ხესუს ნავასი
ნავასი სევილიას რიგებში 2017 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხესუს ნავას გონსალესი
დაბადების
თარიღი
21 ნოემბერი, 1985 (1985-11-21) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ლოს-პალასიოს-ი-ვილიაფრანკა,
ესპანეთი
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
მარჯვენა გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სევილია
ნომერი 16
ახალგაზრდული კარიერა
1998–2000 ლოს პალასიოსი
2000–2003 სევილია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2004 სევილია ატლეტიკო 33 (3)
2003–2013 სევილია 284 (23)
2013–2017 მანჩესტერ სიტი 123 (4)
2017– სევილია 216 (2)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 ესპანეთი 21-წლ. 5 (0)
2009–2024 ესპანეთი 56 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი (2003–13) გაატარა „სევილიაში“, რომლის შემადგენლობაშიც ოთხჯერ მოიპოვა უეფა-ს თასი და ორჯერ ესპანეთის თასი და თითოჯერ ესპანეთის სუპერთასი და უეფა-ს სუპერთასი.

2013–17 წლებში „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც 2013–14 წლების პრემიერ ლიგა მოიგო.

2017 წლიდან კვლავ „სევილიაში“ განაგრძო თამაში.[1]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

თამაშობდა ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში (2004–05). რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს — მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2009 წლის 14 ნოემბერს, მადრიდში გამართულ საშინაო მატჩში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან შედგა (2–1).

ნაკრებში ექვსწლიანი არყოფნის შემდეგ 2019 წელს დაბრუნდა და ნორვეგიისა და მალტის წინააღმდეგ ითამაშა.

2023 წლის 18 ივნისს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 37 წლისა და 209 დღის ასაკში ითამაშა, რითაც ეროვნული ნაკრების რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა, რომელიც ნაკრების მაისურით გამოვიდა მოედანზე.

2023 წელს ის გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და უეფას ერთა ლიგა მოიგო.

2024 წლის 14 ივლისს 38 წლის ნავასი კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ეროვნულ გუნდში ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა როგორც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე ევრო 2012-ზე და ევრო 2024-ზე.

ტურნირის დასრულებისთანავე მცველმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
 
2009 2 0
2010 9 1
2011 3 0
2012 8 1
2013 12 1
2014 1 0
2015 0 0
2016 0 0
2017 0 0
2018 0 0
2019 7 2
2020 4 0
2021 0 0
2022 0 0
2023 4 0
2024 6 0
ჯამში[2] 56 5

მიღწევები

რედაქტირება
  სევილია
  მანჩესტერ სიტი

სანაკრებო

რედაქტირება
  ესპანეთი

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • ლა ლიგის საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი: 2009–10
  • ლა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2018–19
  • უეფა-ს ევროპა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2019–20, 2022–23
  • უეფა-ს ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე: 2022–23
  • სპორტული ღირსების სამეფო ორდენის ოქროს მედალი: 2011[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPNFC.com · eu-football.info · FBref.com · fifacm.com · FIFA Index · FootballDatabase.eu · Kicker.de · L’Équipe · National Football Teams.com · Premier League · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA.com