სევილია ატლეტიკო
„სევილია ატლეტიკო“ (ესპ. Sevilla Atlético Club) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1909 წელს, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ სევილიაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ხოსე რამონ სისნეროს პალასიოსზე, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევს.
სრული სახელი | Sevilla Atlético Club | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1958 | ||
სტადიონი |
ხოსე რამონ სისნეროს პალასიოსი სევილია, ანდალუსია (ტევადობა: 6,000 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი | ხოსე კასტრო რამონა | ||
მწვრთნელი | დიეგო მარტინესი | ||
ლიგა | სეგუნდა დივიზიონი | ||
2015-16 | მე-3 ადგილი სეგუნდა ბ-ში (ჯგუფი 4) (აღზევდა) | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
კლუბი თამაშობს, როგორც „სევილიის“ სარეზერვო გუნდი. პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში „სევილია ატლეტიკოს“ მონაწილეობა არასდროს მიუღია. სეგუნდა დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 2007-08 წლების სეზონში, როდესაც მე-9 ადგილი დაიკავა.
ისტორია
რედაქტირებადაარსდა 1958 წელს. მალევე დაიწყო ასპარეზობა ტერსერა დივიზიონში, 1961 და 1962 წლებში შეძლო ამ ჩემპიონატის მოგება, ხოლო 1962-63 წლების სეზონი სეგუნდა დივიზიონში გაატარა. რეგიონულ ლიგაში გატარებული 3 წლის შემდეგ, ადრეულ 1970-იან წლებში, კლუბი დაბრუნდა მესამე დივიზიონში 1976 წელს.
1977 წელს, შეიქმნა ახალი მესამე დივიზიონი - სეგუნდა დივიზიონი ბ, კლუბმა დიდი დრო გაატარა ამ და დონით მე-4 ჩემპიონატში. 1998-99 წლების სეზონის მე-2 ადგილის დასრულების შემდეგ, მონაწილეობა მიიღო აღსაზევებელ პლეი-ოფში, სადაც დამარცხდა. მანამდე, 1991 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და დაერქვა „სევილია ბ“. 2000-იანი წლების დასაწყისში კლუბმა ზედიზედ 3 სეზონში გავიდა მოწინავეთა შორის ცხრილში, მაგრამ პლეი-ოფში დამარცხდა. საბოლოოდ, 2006-07 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც დაიაკავა 1-ლი ადგილი, 2 მატჩის ჯამში დაამარცხა „ბურგოსი“, ანგარიშით 1-0 და 40 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა სეგუნდა დივიზიონში. 2006 წელს კლუბს ისევ ძველი სახელი, „სევილია ატლეტიკო“ დაერქვა.
სეგუნდა დივიზიონში გატარებული 2 წლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი მანუელ ხიმენესი ძირითადი გუნდის, „სევილიის“ მწვრთნელი გახდა, რასაც „სევილია ატლეტიკოს“ მესამე დივიზიონში დაქვეითება მოყვა.
კლუბმა 2015-16 წლების სეზონში, მესამე დივიზიონის ჯგუფ 4-ში დაიკავა მე-3 ადგილი და აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა „ლიეიდა“, პენალტების სერიაში ანგარიშით 5-4 და 7 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა მეორე დივიზიონში.
სახელწოდება
რედაქტირება- 1958-1960 — „დეპორტივო პუერტო“
- 1960-1991 — „სევილია ატლეტიკო“
- 1991-2006 — „სევილია ბ“
- 2006- — „სევილია ატლეტიკო“
მიღწევები
რედაქტირება- სეგუნდა დივიზიონი ბ
- ჩემპიონი : 2006/07
- ტერსერა დივიზიონი
- ჩემპიონი (8): 1960/61, 1961/62, 1980/81, 1982/83, 1983/84, 1985/86, 1986/87, 2000/01
მიმდინარე შემადგენლობა
რედაქტირებაშენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.