ჰაქიმ ზიეში

მაროკოელი ფეხბურთელი
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაკიმ ზიეში)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჰაქიმ ზიეში“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჰაქიმ ზიეში ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

აბდელჰაქიმ ზიეში ან ჰაქიმ ზიეში (არაბ. حكيم زياش; ნიდერლ. Hakim Ziyech; დ. 19 მარტი, 1993, დრონტენი, ნიდერლანდები), ზედმეტსახელად „ამსტერდამის ჯადოქარი[2]მაროკოელი ფეხბურთელი. თურქეთის სუპერ ლიგის „გალათასარაისა“ (იჯარით ლონდონის „ჩელსისდან“) და მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის (განაპირა თავდამსხმელი) პოზიციებზე; უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით. ნათამაშები აქვს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (2018, 2022).

ჰაქიმ ზიეში
ზიეში „ჩელსის“ რიგებში, 2020 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აბდელჰაქიმ ზიეში
დაბადების
თარიღი
19 მარტი, 1993 (1993-03-19) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
დრონტენი, ნიდერლანდები
სიმაღლე 181 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გალათასარაი
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
2001–2004 რეალ დრონტენი
2004–2007 დრონტენი
2007–2012 ჰერენვენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2014 ჰერენვენი 36 (11)
2014–2016 ტვენტე 68 (30)
2016–2020 აიაქსი 112 (38)
2020–2024 ჩელსი 64 (6)
2023–2024   გალათასარაი (იჯარით) 18 (6)
2024– გალათასარაი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2012 ნიდერლანდები 19 წლ. 1 (0)
2012–2013 ნიდერლანდები 20 წლ. 3 (1)
2013–2014 ნიდერლანდები 21 წლ. 3 (2)
2015– მაროკო 62 (23)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 აპრილი, 2022

ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებით, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი.[3] 2018-2019 წლების სეზონში დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.[4] 2019 წელს The Guardian-მა ზიეში „მსოფლიოს მოქმედ 100 საუკეთესო ფეხბურთელს“ შორის 29-ე ადგილზე დაასახელა.[5]

ზიეშს შეეძლო ეთამაშა როგორც მაროკოს, ისე ნიდერლანდების ნაკრებში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში. მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2019 წლის აფრიკის თასზე.

კარიერის უდიდესი ნაწილი (2012-2020) გაატარა ნიდერლანდურ კლუბებში. კარიერა დაიწყო „ჰერენვენში“, სადაც 2012-2014 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ორი სეზონის მანძილზე ირიცხებოდა „ტვენტეში“. ამის შემდეგ მან გაატარა ოთხი სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“. 2020 წლიდან ლონდონის „ჩელსის“ რიგებში ირიცხება.

სხვადასხვა პერიოდში მოირგო 18, 11, 7, 10, 33 და 22 ნომრიანი მაისურები. „ჩელსიში“ 22 ნომრიანი, ხოლო მაროკოს ეროვნულ ნაკრებში – 7 ნომრიანი მაისურით თამაშობს.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

 
ზიეშის მშობლიურ ქალაქ დრონტენის ქუჩა

ჰაქიმ ზიეში ოთხ ძმასა და ოთხ დას შორის ყველაზე უმცროსია. ბავშვობაში მისი ზედმეტსახელი იყო „De Tovenaar“ (ფეხბურთის ჯადოქარი). მშობლები იმიგრანტები იყვნენ მაროკოს პატარა ქალაქ ტაფუღალიდან.[6] ზიეში დრონტენის სამხრეთ ნაწილში გაიზარდა. 1990-იან წლებში მისი ორი ძმა „ზვოლესა“ და „ჰერენვენის“ აკადემიებში თამაშობდა. „რეალ დრონტენში“ ყოფნის პერიოდში ის შეხვდა აზიზ დუფიკარს, პირველ მაროკოელს, რომელმაც ნიდერლანდებში ითამაშა. დუფიკარმა დიდი გავლენა იქონია ზიეშის განვითარებაზე. ზიეშის მამა გარდაიცვალა 2003 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ჰაკიმი 10 წლის იყო. ეს მისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

 
„ჩვენი ბოლო იმედი ოჯახში ჰაქიმი იყო, სასიხარულოდ, მან დროულად გაიაზრა თუ რა იყო სწორი და არასწორი, მისი უფროსი ძმებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხელიდან წავიდნენ“

— ფაუზი ზიეში, ჰაკიმის ერთ-ერთი ძმა

საკლუბო კარიერა

 
ჰაქიმ ზიეში მაროკოს ნაკრებში

ჰერენვენი

2001-2007 წლებში თამაშობდა „რეალ დრონტენისა“ და „დრონტენის“ აკადემიებში. 2007 წელს შეუერთდა „ჰერენვენის“ აკადემიას.[7]

ზიეშის დებიუტი „ჰერენვენში“ 2012 წლის 2 აგვისტოს, 2012–13 წლების ევროპა ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, ბუქარესტის „რაპიდის“ წინააღმდეგ შედგა. მოედანზე მან 53 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვალეს.[8] მისი დებიუტი ერედივიზიაში 10 აგვისტოს, „ნეიმეგენის“ წინააღმდეგ შედგა. გუნდმა შეხვედრა 0–2 წააგო.[9] ზიეშმა თავისი პირველი გოლი „ჰერენვენის“ მაისურით, 2013 წლის 10 აგვისტოს „ბრედას“ გაუტანა. გუნდმა შეხვედრა 2–0 მოიგო.[10] 23 აგვისტოს ზიეშმა გააკეთა ორი ასისტი „აიაქსის“ წინააღმდეგ, მატჩი ფრედ 3–3 დასრულდა.[11] 8 ნოემბერს ზიეშმა გოლი და ასისტი მიითვალა „ვალვეიკთან“ მატჩში, რომელიც გუნდმა 5-2 მოიგო.[12] 18 დეკემბერს ზიეშმა შეასრულა დუბლი „ალკმაარის“ წინააღმდეგ თასზე.[13][14] 18 იავარს ზიეშმა გაიტანა „როდასთან“ მატჩში, შეხვედრა ანგარიშით 2-2 დასრულდა.[15] 9 თებერვალს მან გაუტანა „გრონინგენს“ ანგარიშით 3-1 მოგებულ მატჩში.[16] 27 აპრილს „უტრეხტთან“ შეხვედრაში შევიდა შეცვლაზე, გაიტანა გოლი და მიითვილა საგოლე გადაცემა, გუნდმა 4-1 მოიგო.[17][18]

ტვენტე

2014 წლის 18 აგვისტოს, ზიეში შუერთდა „ტვენტეს“ 3,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ზიეშმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 10-ნომრიანი მაისური მიიღო.[19][20] 5 ოქტომბერს ზიეშმა გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა „ალკმაართან“ მატჩში. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.[21] 2015 წლის 6 მარტს, ზიეშმა შეასრულა დუბლი „ვილემ II“-თან მატჩში.[22] 10 მაისს მიითვალა სამი საგოლე გადაცემა „დორდრეხტთან“ 3-0 მოგებულ შეხვედრაში.[23][24] 17 მაისს შეასრულა დუბლი და მიითვალა საგოლე გადაცემა თავის ყოფილ კლუბ, „ჰერენვენის“ წინააღმდეგ.[25][26] ზიეშმა ერედივიზიაში სეზონი 11 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით დაასრულა.[20] 2015-16 წლების სეზონისთვის ზიეშის გუნდის კაპიტნად იქნა არჩეული, მაგრამ მალევე, 2016 წლის იანვარში სტატუსი ჩამოერთვა, გუნდიდან წასვლის სურვილის საჯაროდ გამოთქმის გამო.[27][28] 2015-16 წლების სეზონი მისთვის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი იყო, ერედივიზიაში მან გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა .[29]

აიაქსი

 
ჰაქიმ ზიეში

2016 წლის 30 აგვისტოს ზიეშმა „აიაქსთან“ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს, ტრანსფერის სანაცვლოდ „ტვენტემ“ 11 მილიონი ევრო მიიღო.[30][31]

2016–18: საწყისი სეზონები და ევროპული ფინალი

 
„აიაქსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ განაცხადი ევროპა ლიგის ფინალის წინ, ზიეში შუაში, მარცხნივ

15 სექტემბერს ზიეშმა მატჩის 79-ე წუთზე მიიღო წითელი ბარათი, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნით შეხვედრაში, „პანათინაიკოსთან“, რომელიც გუნდმა 2-1 მოიგო.[32] ექვსი დღის შემდეგ, 21 სექტემბერს „აიაქსმა“ თასზე „ვილემ II“ ანგარიშით 5-0 დაამარცხა, ზიეშმა კი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.[33] 2 ოქტომბერს, ზიეშმა გაიტანა პირველი გოლი ლიგაზე. გუნდმა 3-2 დაამარცხა „უტრეხტი“.[34] 20 ოქტომბერს, „ევროპა ლიგაზე“ გაუტანა ვიგოს „სელტას“. შეხვედრა ანგარიშით 2-2 დასრულდა.[35] 20 ოქტომბერს გაიტანა ერთადერთი გოლი „ექსელსიორთან“ მოგებულ შეხვედრაში.[36] 3 ნოემბერს, ზიეშმა გაიტანა ვიგოს „სელტასთან“, 3-2 მოგებულ მატჩში.[37]4 დეკემბერს გაიტანა პენალტი „გრონინგენთან“ 2-0 მოგებულ შეხვედრაში.[38] 2017 წლის 15 იანვარს გაუტანა დუბლი „ზვოლეს“, 3-1 მოგებულ მატჩში.[39] 29 იანვარს გაიტანა „დენ ჰააგთან“ 2-0 მოგებულ შეხვედრაში.[40] 8 აპრილს გაიტანა „ნეიმეგენთან“, „აიაქსმა“ 5-1 გაიმარჯვა.[41]

2017 წლის 12 აგვისტოს გაიტანა „ჰერაკლესთან“ 1-2 წაგებულ შეხვედრაში.[42] 20 აგვისტოს, ზიეშმა გაუტანა „გრონინგენს“, გუნდმა 3-1 მოიგო.[43] 9 სექტემბერს, ზიეშმა „ზვოლესთან“ აცილებული პენალტის შემდეგ, ზუსტად ხუთ წუთში შეძლო გოლის გაიტანა, გუნდმა 3-0 მოიგო.[44] 18 ნოემბერს ზიეშმა გააკეთა საგოლე გადაცემა „ბრედასთან“ 8-0 მოგებულ მატჩში.[45][46] 26 ნოემბერს მიითვალა საგოლე გადაცემა „როდასთან“ მატჩში, „აიაქსმა“ დამაჯერებლად 5-1 გაიმარჯვა.[47][48] 14 დეკემბერს გაუტანა „ექსელსიორს“ 3-1 მოგებულ შეხვედრაში.[49] 20 დეკემბერს ზიეშმა ვერ გაიტანა პენალტი თავის ყოფილ გუნდთან, „ტვენტესთან“ სათასო მატჩში. გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა.[50] 2018 წლის 4 თებერვალს გაუტანა „ბრედას“. „აიაქსმა“ 3-1 გაიმარჯვა[51][52] სამი დღის შემდეგ, 7 თებერვალს გაუტანა „როდას“, „აიაქსმა“ 4-2 მოიგო.[53] 18 მარტს ზიეშმა შეასრულა დუბლი როტერდამის „სპარტას“ წინააღმდეგ 5-2 მოგებულ შეხვედრაში.[54] 19 აპრილს ზიეშმა გაიტანა „ვენლოსთან“ 4-1 მოგებულ შეხვედრაში.[55] 2017–18 წლების სეზონის ერედივიზიონში მიითვალა 15 საგოლე გადაცემა და დაიკავა პირველი ადგილი ასისტებში.

2018–20: საშინაო ტრებლი და კარგი გამოსვლა ევროტურნირებზე

2018 წლის 25 ივლისს, ზიეშმა გაუტანა გრაცის „შტურმს“, ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე, „აიაქსმა“ 2-0 მოიგო.[56], 2018 წლის 22 აგვისტოს ზიეშმა გაუტანა კიევის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში.[57] 2019 წლის 13 თებერვალს, 1/16 ფინალის პირველ მატჩში გაუტანა მადრიდის „რეალს“, შეხვედრა „აიაქსმა“ 2-1 დათმო.[58] 2019 წლის 5 მარტს, ზიეშმა გაიტანა მეორე შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც გუნდმა 4-1 მოიგო.[59] გუნდმა დაამარცხა იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“. მეოთხედფინალურ ეტაპზე ორმატჩიან სერიაში დაამარცხა „იუვენტუსი“ და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში.

2019 წლის 30 აპრილის გააკეთა საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში „ტოტენჰემთან“.[60] მან გაიტანა მეორე გოლი „ტოტენჰემთან“ მეორე ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში, რომელიც გუნდმა ბოლო წამებზე დათმო და 2-3 დამარცხდა.[61] 2019 წლის აგვისტოში ზიეშმა „აიაქსთან“, ახალ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[62]

2018, 2019 და 2020 წლებში ზედიზედ სამჯერ დასახელდა „აიაქსის“ წლის ფეხბურთელად.

ჩელსი

2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განიხილებოდა ზიეშის გადასვლა „მანჩესტერ იუნაიტედში“, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. 2020 წლის 14 თებერვალს ოფიციალურად ცნობილი გახდა „აიაქსისა“ და „ჩელსის“ შეთანხმების შესახებ. ტრანსფერის სანაცვლოდ „აიაქსმა“ 38 მილიონი ევრო მიიღო. ათი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ზიეშმა ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს.[63] მისი დებიუტი „ჩელსიში“ შედგა ამხანაგურ მატჩში, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ, ზიეში დაეხმარა დებიუტანტ ტიმო ვერნერს გოლის გატანაში. შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა. 2020 წლის 17 ოქტომბერს შედგა მისი დებიუტი „ჩელსიში“. ზიეში „საუთჰემპტონთან“ მატჩში მოედანზე 72-ე წუთზე, მესიონ მაუნტის ნაცვლად შემოვიდა. შეხვედრა ფრედ, 3–3 დასრულდა.[64] „ჩელსიში“ ევროტურნირებზე მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, „სევილიას“ წინააღმდეგ შედგა, ზიეში მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.[65] 2020 წლის 28 ოქტომბერს გაიტანა პირველი გოლი „ჩელსის“ მაისურით, გაუტანა „კრასნოდარს“ 4-0 მოგებულ შეხვედრაში, ეს იყო მისი პირველი გოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, „ჩელსის“ რიგებში.[66] სამი დღის შემდეგ, ზიეშმა გაიტანა თავისი პირველი გოლი პრემიერ ლიგაში და გააკეთა საგოლე გადაცემა „ბარნლისთან“ შეხვედრაში, გუნდმა შეხვედრა ანგარიშით 3-0 მოიგო. ზიეში გახდა პირველი ფეხბურთელი დიეგო კოსტას შემდეგ, რომელმაც გაიტანა თავის პირველ ორ სასტარტო შეხვედრაში „ჩელსის“ მაისურით.[67] „ჩელსის“ მომდევნო შეხვედრაში, ზიეშმა გააკეთა ორი საგოლე გადაცემა და დასახელებული იქნა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. „ჩელსიმ“ კი „შეფილდ იუნაიტედი“ 4-1 დაამარცხა.[68] 2020-21 წლების სეზონში ზიეშმა გუნდთან ერთად მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.

სანაკრებო კარიერა

ნიდერლანდები

 
ზიეში (7 ნომერი) ესპანეთის წინააღმდეგ

ზიეშმა ითამაშა ნიდერლანდების 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 2014 წელს ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ლუი ვან გალმა შეიყვანა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახანგრძლივებულ შემადგენლობაში. ამ დროს ის 21 წლის იყო. ზიეში არ იქნა შეყვანილი 23 კაციან სიაში რომელიც გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე.[69] ნიდერლანდების ნაკრებში არ ჩაუტარებია არცერთი შეხვედრა.

ახალგაზრდულ ნაკრებებში ჩატარებული შეხვედრები

19-წლამდელთა
20-წლამდელთა
21-წლამდელთა

მაროკო

 
ზიეში მაროკოს ნაკრების რიგებში
შეჯიბრების მიხედვით
შეჯიბრი მატჩი გოლი
ამხანაგური 17 8
შესარჩევები 17 9
აფრიკის თასი 4 0
მსოფლიო ჩემპიონატი 3 0
ჯამი 41 17

2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში, 2015 წლის 9 ოქტომბერს, კოტ-დ'იუვარის ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრა მაროკოს ნაკრების მარცხით, ანგარიშით 0-1 დასრულდა.[76] 2016 წლის 27 მაისს, მან შეასრულა დუბლი კონგოს წინააღმდეგ, შეხვედრა მაროკოს ნაკრებმა მოიგო, ანგარიშით 2-0.[77] 4 სექტემბერს, ზიეშმა გაუტანა სან-ტომესა და პრინსიპის ნაკრებს, 2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევ ეტაპზე, მაროკომ ანგარიშით 2-0 მოიგო.[78] ზიეში ვერ მოხვდა ნაკრების 23 კაციან სიაში და შესაბამისად არ მიუღია მონაწილეობა 2017 წლის აფრიკის თასზე.[79]

2017 წლის 1 სექტემბერს ზიეშმა გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, მალის წინააღმდეგ. მაროკომ შეხვედრა ანგარიშით 6-0 მოიგო.[80][81] 2018 წელს მოხვდა მაროკოს ნაკრებში, მსოფლიო თასზე. ზიეშს მსოფლიო თასზე არ გაუტანია, მაროკოს ნაკრები კი ჯგუფში ჩარჩა. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა წააგო, ხოლო ერთი ფრედ ითამაშა.[82][83] მაროკოს ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთ მატჩში მოახერხა გატანა.

ნაკრებში თამაშობს 7-ნომრიანი მაისურით.

არის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი.

2015

2015 წელს შედგა მისი დებიუტი ნაკრებში. ეს იყო მისი სადებიუტო წელი მაროკოს ეროვნულ გუნდში. ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ვერ შეძლო თავის გამოჩენა. მისი დებიუტი შედგა კოტ–დ'ივუარის ნაკრებთან.

2016

2016 წელს ნაკრებში ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. თავის გამოჩენა სამ შეხვედრაში მოახერხა. ზიეშმა ჯერ კონგოს, ხოლო შემდეგ კანადის ნაკრებს გაუტანა დუბლი. ამ წელს გაიტანა თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით.

2017

 
ზიეში პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელებთან ორთაბრძოლაში, 2018 წელს

2017 წელს ნაკრების მაისურით ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავის გამოჩენა მხოლოდ ერთ მათგანში შეძლო. 2017 წლის 1 სექტემბერს გაიტანა დუბლი მალის ნაკრების კარში. მაროკოს ნაკრებმა შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 6-0 მოიგო.

2018

 
ჰაქიმ ზიეში 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე (7 ნომრიანი მაისურით)

2018 წელი მისთვის სანაკრებო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო. მონაწილეობა მიიღო 10 შეხვედრაში და გაიტანა 5 გოლი. ზიეშმა ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. მაროკომ ჯგუფში სადაც ესპანეთთან, პორტუგალიასთან და ირანთან ერთად თამაშობდა ბოლო ადგილი დაიკავა. ზიეშმა ამ წელს ნაკრებში ერთი დუბლი შეასრულა, მან დუბლი გაუტანა კამერუნის ნაკრებს. გარდა ამისა, მან გაუტანა ესტონეთის, სერბეთისა და მალავის ნაკრებებს.

2019

2019 წელი მისთვის ყველაზე დატვირთული, მაგრამ არც თუ ისე შედეგიანი სანაკრებო წელი იყო. ზიეშმა 11 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეძლო თავის გამოჩენა, გაუტანა დუბლი ზამბიის ნაკრებს. მონაწილეობა მიიღო ოთხ შეხვედრაში აფრიკის თასზე, მაროკო ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე დამარცხდა ბურკინა-ფასოსთან, პენალტების სერიაში. ზიეშმა აფრიკის თასზე ვერ მოახერხა გოლის გატანა.

2020

2020 წელს ნაკრებშა ჩაატარა ორი მატჩი, 2020 წლის 9 ოქტომბერს მაროკოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში 3-1 დაამარცხა სენეგალი. ზიეში მოდეანზე 59 წუთზე შემოვიდა, მაგრამ ვერ მოახერხა გოლის გატანა. კორონავირუსის პანდემიის გამო ზიეშს ნაკრებში თითქმის ერთწლიანი პაუზა გამოუვიდა (ბოლოს ნაკრებში ნათამაშები ჰქონდა 2019 წლის 19 ნოემბერს). 2020 წლის 12 ნოემბერს გაიტანა დუბლი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკს ნაკრების წინააღმდეგ, მაროკომ შეხვედრა 4-1 მოიგო. 2020 წლის 17 ნოემბერს კვლავ გაუტანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებს, მაროკომ შეხვედრა ანგარიშით 2-0 მოიგო.

2021

2021 წლის 26 მარტს ზიეშმა ითამაშა მავრიტანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრა ანგარიშით 0-0 დასრულდა. ზიეშმა მოედანზე 88 წუთი გაატარა. [84] ოთხი დღის შემდეგ, 30 მარტს ითამაშა ბურუნდის ეროვნულ ნაკრებთან. მაროკომ შეხვედრა ანგარიშით 1-0 მოიგო. ზიეში შეხვედრაში 81-ე წუთზე ჩაერთო. [85]

სანაკრებო მატჩები

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 9.10.2015 მაროკო   0–1   კოტ-დ’ივუარი ანგარიში
2 12.10.2015 მაროკო   1–1   გვინეა ანგარიში დაარქივებული 2018-12-29 საიტზე Wayback Machine.
3 12.11.2015 მაროკო   2–0   ეკვატორული გვინეა
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში დაარქივებული 2017-09-06 საიტზე Wayback Machine.
4 15.11.2015 ეკვატორული გვინეა   1–0   მაროკო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში დაარქივებული 2018-02-25 საიტზე Wayback Machine.
5 29.03.2016 მაროკო   2–0   კაბო-ვერდე
2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
6 27.05.2016 მაროკო   2–0   კონგო
ამხანაგური
ანგარიში
7 03.06.2016
რადასი
ლიბია   1–1   მაროკო
2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
8 4.09.2016 მაროკო   2–0   სან-ტომე და პრინსიპი
2017 წლის აფრიკის თასის შესაარჩევი
ანგარიში
9 11.10.2016 მაროკო   4–0   კანადა
ამხანაგური
ანგარიში
10 01.09.2017 მაროკო   6–0   მალი
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
11 05.09.2017 მალი   0–0   მაროკო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
12 07.10.2017 მაროკო   3–0   გაბონი
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
13 11.11.2017 კოტ-დ’ივუარი   0–2   მაროკო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
14 23.03.2018 სერბეთი   1–2   მაროკო
ამხანაგური
ანგარიში
15 27.03.2018 მაროკო   2–0   უზბეკეთი
ამხანაგური
ანგარიში
16 31.05.2018
კარუჟი
მაროკო   0–0   უკრაინა
ამხანაგური
ანგარიში
17 04.06.2018 სლოვაკეთი   1–2   მაროკო
ამხანაგური
ანგარიში
18 09.06.2018 ესტონეთი   1–3   მაროკო
ამხანაგური
ანგარიში
19 09.06.2018 მაროკო   0–1   ირანი ანგარიში დაარქივებული 2018-06-26 საიტზე Wayback Machine.
20 20.06.2018 პორტუგალია   1–0   მაროკო ანგარიში დაარქივებული 2018-06-24 საიტზე Wayback Machine.
21 25.06.2018 ესპანეთი   2–2   მაროკო ანგარიში დაარქივებული 2018-06-26 საიტზე Wayback Machine.
22 08.09.2018 მაროკო   3–0   მალავი
2019 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
23 16.11.2018 მაროკო   2–0   კამერუნი
2019 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
24 22.03.2019
მალავი   0–0   მაროკო
ამხანაგური
25 12.06.2019 მაროკო   0–1   გამბია
ამხანაგური
ანგარიში
26 16.06.2019 მაროკო   2–3   ზამბია
ამხანაგური
ანგარიში
27 23.06.2019 მაროკო   1–0   ნამიბია
აფრიკის თასი 2019
ანგარიში
28 28.06.2019 მაროკო   1–0   კოტ-დ’ივუარი
აფრიკის თასი 2019
ანგარიში
29 01.07.2019 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა   0–1   მაროკო
აფრიკის თასი 2019
ანგარიში
30 05.07.2019 მაროკო   1–1
(1–4 პენ.)
  ბენინი
აფრიკის თასი 2019
ანგარიში
31 06.09.2019 მაროკო   1–1   ბურკინა-ფასო
ამხანაგური
ანგარიში
32 10.09.2019 მაროკო   1–0   ნიგერი
ამხანაგური
ანგარიში
33 15.11.2019 მაროკო   0–0   მავრიტანია
2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
34 19.11.2019 ბურუნდი   0–3   მაროკო
2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
35 09.10.2020 მაროკო   3–1   სენეგალი
ამხანაგური
ანგარიში
36 12.11.2020 მაროკო   4–1   ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
37 17.11.2020 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა   0–2   მაროკო
2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
38 26.03.2021 მავრიტანია   0–0   მაროკო
2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
39 30.03.2021 მაროკო   1–0   ბურუნდი
2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
ანგარიში
40 08.06.2021 მაროკო   1–0   განა
ამხანაგური
41 12.06.2021 მაროკო   1–0   ბურკინა-ფასო
ამხანაგური

საკლუბო სტატისტიკა

მატჩები და გოლები, კლუბების, ტურნირებისა და სეზონების მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი[] ლიგის თასი[] კონტინენტური[] სხვა[] ჯამი
დივიზონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ჰერენვენი 2012–13 ერედივიზია 3 0 1 0 2 0 2 0 8 0
2013–14 ერედივიზია 31 9 3 2 2 0 36 11
2014–15 ერედივიზია 2 2 2 2
ჯამი 36 11 4 2 2 0 4 0 46 13
ტვენტე 2014–15 ერედივიზია 31 11 5 4 2 0 38 15
2015–16 ერედივიზია 33 17 1 0 34 17
2016–17 ერედივიზია 4 2 4 2
ჯამი 68 30 6 4 2 0 76 34
აიაქსი 2016–17 ერედივიზია 28 7 1 1 13 2 42 10
2017–18 ერედივიზია 34 9 1 0 4 0 39 9
2018–19 ერედივიზია 29 16 3 0 17 5 49 21
2019–20 ერედივიზია 21 6 2 0 11 3 1 0 35 9
ჯამი 112 38 7 1 45 10 1 0 165 49
ჩელსი 2020–21 ინგლისის პრემიერ ლიგა 16 1 4 1 0 0 0 0 27 4
კარიერა 232 80 21 8 0 0 56 12 5 0 314 100

სანაკრებო სტატისტიკა

 
ზიეში ირანის ნაკრებთან შეხვედრაში, 2018 წ.
ნაკრები წელი მატჩი გოლი
მაროკო 2015 4 0
2016 5 5
2017 4 2
2018 10 5
2019 11 2
2020 3 3
2021 4 0
ჯამი 41 17

გოლები

ჰაკიმ ზიეშის გატანილი საერთაშორისო გოლები
No. თარიღი ადგილი მატჩი მეტოქე გოლი შედეგი შეჯიბრი
1 27 მაისი 2016 გრანდ სტად დე ტანჟერი, ტანჟერი, მაროკო 6   კონგო 1–0 2–0 ამხანაგური
2 2–0
3 4 სექტემბერი 2016 პრინცი მულაი აბდელას სტადიონი, რაბატი, მაროკო 8   სან-ტომე და პრინსიპი 1–0 2017 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
4 11 ოქტომბერი 2016 სტად დე მარაქეში, მარაქეში, მაროკო 9   კანადა 2–0 4–0 ამხანაგური
5 3–0
6 1 სექტემბერი 2017 პრინცი მულაი აბდელას სტადიონი, რაბატი, მაროკო 10   მალი 1–0 6–0 2018 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
7 3–0
8 23 მარტი 2018 სტადიო ოლიმპიკო, ტურინი, იტალია 14   სერბეთი 1–0 2–1 ამხანაგური
9 9 ივნისი 2018 ლე კოქ არენა, ტალინი, ესტონეთი 18   ესტონეთი 2–0 3–1
10 9 სექტემბერი 2018 მოჰამედ მეხუთის სტადიონი, კასაბლანკა, მაროკო 22   მალავი 1–0 3–0 2019 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
11 16 ნოვემბერი 2018 23   კამერუნი 1–0 2–0
12 2–0
13 16 ივნისი 2019 სტად დე მარაკეში, მარაკეში, მაროკო 25   ზამბია 1–1 2–3 ამხანაგური
14 2–2
15 13 ნოემბერი 2020 მუჰამედ მეხუთის სტადიონი, კასაბლანკა, მაროკო 35   ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 2–1 4–1 2019 წლის აფრიკის თასის შესარჩევი
16 3–1
17 17 ნოემბერი 2020 სტად დე ლა რეუნიფისატიონი, დუალა, ცაკ 36   ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1–0 2–0 2021 წლის აფრიკის თასის შესარჩევი

თამაშის სტილი

ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებით, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი. ზიეშის სუსტი მხარეებია თავით თამაში (მიუხედავად მისი სიმაღლისა) და სისწრაფე. მას არ აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. ზიეშს აქვს კარგი ბურთის ფლობა, რაც გამოწვეულია მისი პრაქტიკით ფუტსალში, იმ პერიოდში როდესაც მას წვრთნიდა აზიზ დუფიკარი. ზიეში ასრულებს ჯარიმებს, კუთხურებსა და პენალტებს რაც მას გუნდის ლიდერად აყალიბებს. [86] მიუხედავად მისი კარგი ინდივიდუალური თვისებებისა, ის არის გუნდური მოთამაშე, მაგრამ ასევე შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება.

სატრანსფერო ღირებულება

ზიეშის აგენტია ნახლი მონდიალი. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულებაა 2024 წლის 31 მაისის მონაცემებით არის 9, 000, 000 ევრო.

ჰაკიმ ზიეშის ღირებულება
(Transfermarkt-ის მონაცემები[87])
კლუბი პერიოდი ღირებულება
  ნიდერლანდები ჰერენვენი აგვისტო, 2012 90,000 ევრო
  ნიდერლანდები ჰერევნენი ივნისი, 2013 180,000 ევრო
  ნიდერლანდები ჰერენვენი სექტემბერი, 2013 540 000 ევრო
  ნიდერლანდები ჰერენვენი აგვისტო, 2014 4 500 000 ევრო
  ნიდერლანდები ტვენტე ივლისი, 2015 6 300 000 ევრო
  ნიდერლანდები ტვენტე თებერვალი, 2016 9 000 000 ევრო
  ნიდერლანდები აიაქსი იანვარი, 2017 11,700,000 ევრო
  ნიდერლანდები აიაქსი იანვარი, 2018 18,000,000 ევრო
  ნიდერლანდები აიაქსი ოქტომბერი, 2018 27,000,000 ევრო
  ნიდერლანდები აიაქსი აპრილი, 2019 35,000,000 ევრო
  ნიდერლანდები აიაქსი თებერვალი, 2020 45,000,000 ევრო
  ინგლისი ჩელსი ოქტომბერი, 2020 40,000,000 ევრო

ტიტულები

 
ზიეში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, 2018

საკლუბო

  აიაქსი (3)
  ჩელსი (3)

ინდივიდუალური

  • „ჰერენვენის“ სეზონის ფეხბურთელი: 2013–14
  • „ტვენტეს“ წლის ფეხბურთელი: 2014–15
  • Mars d'Or (მაროკოს წლის ფეხბურთელი): 2016[88]
  • ერედივიზიას სეზონის გუნდის წევრი: 2016–17, 2017–18, 2018–19
  • „აიაქსის“ წლის ფეხბურთელი: 2017–18, 2018–19,[89] 2019–20[90]
  • წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი: 2017–18[91]
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2018–19
  • წლის საუკეთესო მაროკოელი მამაკაცი სპორტსმენი: 2018[92]
  • აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის წლის გუნდის წევრი: 2019[93]
  • ერედივიზიას თვის ფეხბურთელი: ოქტომბერი, 2018,[94] აგვისტო, 2019[95]

ინდივიდუალური რეკორდები

  • საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი „აიაქსის“ ისტორიაში
  • საუკეთესო აფრიკელი ბომბარიდირი „ტვენტეს“ ისტორიაში
  • მე-2 აფრიკელი ერედივიზიაში გატანილი გოლების რაოდენობით
  • საუკეთესო დრიბლიორი ერედივიზიას ისტორიაში, სეზონში 216 დრიბლინგით
  • ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ევროპა ლიგის ნახევარ-ფინალებში (3)
  • მეორე ყველაზე მეტი მომენტი ერედევიზიაში ერთ სეზონში (პირველ ადგილზეა კრისტიან ერიქსენი 138 მომენტით)
  • ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ერედივიზიას ერთ სეზონში (20)
  • ყველაზე მეტი გოლის ავტორი აფრიკელი ფეხბურთელებიდან „დე კლასიეკერში“ (სალომონ კალოუსთან ერთად, ორივე მათგანმა 2 გოლი გაიტანა)
  • ყველაზე მეტი კონტაქტი ბურთთან ერედივიზიას ისტორიაში (ერთ სეზონში): 3205

პირადი ცხოვრება

ზიეში მუსლიმია. ბევრია არაფერია ცნობილი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. როგორც ცნობილია, მას არ ჰყავს შეყვარებული. ზიეშს არ აქვს ტატუირება სხეულის არცერთ ნაწილზე. მისი სიმაღლეა 181 სმ, ხოლო წონა – 69 კგ.

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
   პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.

სქოლიო

  1. ბიოგრაფია „აიაქსის“ ოფიციალურ საიტზე
  2. Dean, Sam. (20 November 2020) The making of Hakim Ziyech: How a petulant prodigy became the 'Wizard of Amsterdam'. ციტირების თარიღი: 4 August 2021
  3. Hakim Ziyech. eredivisielive.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო 2012.
  4. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წლის შემადგენლობა
  5. the 100 best footballers in the world 2019
  6. ინტერვიუ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-04. ციტირების თარიღი: 2020-10-13.
  7. „Behalve Asv Dronten hoopt ook Reaal op geld uit transfer Ziyech naar Ajax“. DeDrontenaar.nl (ნიდერლანდური). 1 სექტემბერი 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-08. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  8. UEFA.com. UEFA Europa League – Heerenveen-Rapid Bucureşti en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  9. SC Heerenveen – NEC: 0 – 2 (12 აგვისტო 2012) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  10. NAC Breda – SC Heerenveen: 0 – 2 (10 აგვისტო 2013) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  11. SC Heerenveen 3–3 Ajax – Eredivisie 2013/2014 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  12. SC Heerenveen 5–2 RKC Waalwijk – Eredivisie 2013/2014 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  13. AZ – SC Heerenveen: 2 – 2 (18 დეკემბერი 2013) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  14. AZ – SC Heerenveen: 1 – 5 (21 დეკემბერი 2013) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  15. SC Heerenveen 2–2 Roda – Eredivisie 2013/2014 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  16. FC Groningen – SC Heerenveen: 1 – 3 ( 9 თებერვალი 2014) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  17. SC Heerenveen 4–1 FC Utrecht – Eredivisie 2013/2014 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  18. SC Heerenveen – FC Utrecht: 4 – 1 (27 აპრილი 2014) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  19. FC Twente bevestigt komst Ziyech van Heerenveen | NU – Het laatste nieuws het eerst op NU.nl. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  20. 20.0 20.1 Bidwell, Nick (Summer 2020). „Premier League Awaits“. World Soccer. 60 (10): 41.
  21. AZ Alkmaar 2–2 Twente – Eredivisie 2014/2015 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  22. Willem II – FC Twente: 2 – 2 ( 6 maart 2015) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  23. FC Twente – FC Dordrecht: 3 – 0 (10 mei 2015) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  24. Twente 3–0 FC Dordrecht – Eredivisie 2014/2015 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  25. SC Heerenveen – FC Twente: 1 – 3 (17 mei 2015) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  26. „Eredivisie match report: Heerenveen 1–3 Twente – Football Oranje“. Football Oranje (ინგლისური). 17 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  27. „Twente strip Ziyech of captaincy – Football Oranje“. Football Oranje (ინგლისური). 4 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  28. „Ziyech stripped of captaincy – FOX Sports Asia“. FOX Sports Asia (ინგლისური). 6 იანვარი 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  29. Hakim Ziyech – History en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  30. „Hakim Ziyech signs to Ajax for a reported €11m – DutchNews.nl“. DutchNews.nl (ინგლისური). 31 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  31. Privacyinstellingen op VI.nl nl. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  32. UEFA.com. UEFA Europa League – Panathinaikos-Ajax en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  33. Ajax 5–0 Willem II – KNVB Cup 2016/2017 Live en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  34. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  35. Europa League (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  36. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  37. Europa League (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  38. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  39. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  40. Ajax – ADO Den Haag: 3 – 0 (29 იანვარი 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  41. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  42. Heracles Almelo – Ajax: 2 – 1 (12 აგვისტო 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  43. Ajax – FC Groningen: 3 – 1 (20 აგვისტო 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  44. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  45. NAC Breda – Ajax: 0 – 8 (18 ნოემბერი 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  46. „NAC Breda 0–8 Ajax“. BBC Sport (ინგლისური). 18 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018.
  47. Ajax – Roda JC: 5 – 1 (26 ნოემბერი 2017) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  48. „Ajax 5–1 Roda JC Kerkrade“. BBC Sport (ინგლისური). 26 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018.
  49. Ajax 3–1 Excelsior – Eredivisie 2017/2018 Live en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  50. FC Twente 1–1 Ajax Amsterdam / KNVB-Beker 2017/2018. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  51. Ajax – NAC Breda: 3 – 1 ( 4 თებერვალი 2018) nl-NL. ციტირების თარიღი: 6 აგვისტოt 2018
  52. LiveMatch sv. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  53. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  54. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  55. Eredivisie (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2018
  56. Football (Sky Sports) en. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო 2018
  57. „Ajax 3-1 Dynamo Kiev: Ajax close on Champions League return“. BBC Sport (ინგლისური). 22 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო 2018.
  58. Ajax 1-2 Real Madrid: VAR helps Madrid to edge past Dutch team en. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2019
  59. „Real Madrid vs. Ajax Amsterdam“. ESPN. ციტირების თარიღი: 7 მარტი 2019.
  60. Taylor, Daniel. Tottenham struggle for firepower after Donny van de Beek strikes early for Ajax (30 აპრილი 2019). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2019.
  61. Johnston, Neil. Ajax 2-3 Tottenham (3-3 on aggregate - Spurs win on away goals): Lucas Moura scores dramatic winner (9 მაისი 2019). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2019.
  62. Gleeson, Mark. (11 აგვისტო 2019) Hakim Ziyech: Moroccan scores in Ajax win after signing new deal. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო 2019.
  63. ზიეშმა „ჩელსისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა (2025 წლის 30 ივნისამდე)
  64. Hafez, Shamoon. Chelsea 3-3 Southampton: Blues must cut out individual errors - Frank Lampard (17 October 2020). ციტირების თარიღი: 17 October 2020.
  65. ჩელსი-სევილია
  66. Steinberg, Jacob. Hakim Ziyech stars as Chelsea crush Krasnodar in Champions League (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020.
  67. Ziyech becomes first Chelsea player since Costa to score in first two Blues starts (31 October 2020).
  68. Hakim Ziyech’s masterclass for Chelsea against Sheffield United analysed (7 November 2020). ციტირების თარიღი: 8 November 2020.
  69. შემადგენლობა
  70. Zwitserland O19 - Nederland O19. Onsorange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  71. Turkije O20 - Nederlands Beloften elftal. Onsorange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  72. Nederlands Beloften elftal - Noorwegen O20. Onsorange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  73. Jong Ierland - Nederlands Beloften elftal. Onsorange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  74. 74.0 74.1 Jong Tsjechië - Jong Oranje. Onsorange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  75. Jong Oranje - Jong Luxemburg. Onsorange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  76. Soccerway
  77. Morocco vs. Congo – Football Match Summary – მაისი 27, 2016 – ESPN en. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018
  78. Morocco vs São Tomé e Príncipe 2 – 0 | AFCON Qualification | 2017 Gabon | Group Stage | World Football en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-03. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  79. „Has Renard made a glaring error with Ziyech snub?“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-03. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  80. „World Cup 2018 Qualifiers : Morocco Crush Mali 6–0“. Morocco World News (ინგლისური). 1 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  81. „2018 World Cup: Morocco thrash Mali as Tunisia and Cape Verde also win“. BBC Sport. 2 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  82. „Revealed: Every World Cup 2018 squad – Final 23-man lists | Goal.com“. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  83. „Every World Cup 2018 squad listed: Brazil, France, Spain and more“. Sky Sports. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2018.
  84. Soccerway
  85. Soccerway
  86. 'Ziyech is in balbezit de belangrijkste speler van Marokko' » [archive]
  87. Hakim Ziyech - Market Value Development. www.transfermarkt.co.uk. ციტირების თარიღი: 2019-04-22.
  88. La non convocation de Hakim Ziyech fait jaser (23 დეკემბერი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-28. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  89. Ziyech wint Rinus Michels-trofee voor beste speler van het seizoen Dutch. SportNieuws.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-25. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  90. Drie op een rij voor Ziyech: 'Lille-uit was mooiste moment' Dutch. AFC Ajax.
  91. Hakim Ziyech winnaar Gouden Schoen, Matthijs de Ligt wint brons Dutch. Voetbal Centraal.
  92. ჰაკიმ ზიეში და ფატიმა ზაჰრა წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელეს
  93. „Mane, Oshoala named African Footballers of 2019 at CAF Awards“. CAFOnline.com. CAF. 7 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2020.
  94. Hakim Ziyech uitgeroepen tot Eredivisiespeler van de Maand | Eredivisie (2 ნოემბერი 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-03. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  95. Hakim Ziyech named as eredivisie player of the month for August (13 სექტემბერი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-30. ციტირების თარიღი: 2020-10-12.