სტადიო ოლიმპიკო
სტადიო ოლიმპიკო — სტადიონი რომში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავენ საფეხბურთო კლუბები ლაციო და რომა. იტევს 72,481 მაყურებელს და სიდიდით მეორე საფეხბურთო არენაა იტალიაში. უეფა-ს კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია. მშენებლობა დასრულდა 1937 წელს. აქ გაიმართა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება. სტადიო ოლიმპიკომ 1977, 1984, 1996 და 2009 წლებში უმასპინძლა ევროპის ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- External view of the Olympic Stadium of Rome დაარქივებული 2006-05-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Rome2009.net დაარქივებული 2007-01-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Brief Guide to Olympic Stadium of Rome (ინგლისური)