ნუაქშოტი
ნუაქშოტი (არაბ. نواكشوط ან انواكشوط) — მავრიტანიის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი საჰარაში. წარმოადგენს მავრიტანიის ადმინისტრაციულ და ეკონომუკურ ცენტრს.
ქალაქი | |
---|---|
ნუაქშოტი نواكشوط | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 18°06′00″ ჩ. გ. 15°57′00″ დ. გ. / 18.10000° ჩ. გ. 15.95000° დ. გ. |
ფართობი | 1 000 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 7±1 მეტრი |
მოსახლეობა | 881 000 კაცი (1999) |
სიმჭიდროვე | 881 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 |
ოფიციალური საიტი | https://crn.mr/fr/ და https://crn.mr/index.php |
1958 წლამდე ნუაქშოტი პატარა, მეთევზეთა ქალაქი იყო. კოლონიამდელ ხანაში და შემდეგ უკვე კოლონიურ პერიოდშიც მას მცირე მნიშვნელობა გააჩნდა. სავარაუდოდ, ამ არეალიდან იყვნენ წამოსულნი ბერბერი მუსლიმები — ალმორავიდები. მიუხედავად სახელისა, რაც ბერბერულად „ქარიან ადგილს ნიშნავს“,[1] ზომიერი კლიმატისა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო ნუაქშოტი მავრიტანიის დედაქალაქად შეარჩიეს.[2]
მავრიტანია საფრანგეთის კოლონია საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის შემადგენლობაში შედიოდა და ამ პერიოდში მას დედაქალაქი არ ჰქონდა. ამ ფუნქციებს სენეგალის ქალაქი სენ-ლუი ასრულებდა. 1957 წელს, ეს პატარა, საპორტო ქალაქი ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნის დედაქალაქად შეარჩიეს და დაიწყეს მშენებლობის ამბიციური პროგრამა, რის გამოც მომდევნო წელს მოსახლეობამ 15 000 შეადგინა.[3] 1958 წელს მავრიტანიამ საფრანგეთის გაერთიანებაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო, 1960 წელს კი ის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, რომლის დედაქალაქობაც ნუაქშოტმა შეითავსა.
დაძმობილებული ქალაქებირედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Mauritania. OTAL. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Cities of the World, Vol. 1, p331; Brian Rajewski, ed., for Eastword Publications Development Inc., Cleveland, Ohio; Gale Research, Detroit, 1999. ISBN 0-8103-7692-X.
- ↑ Nouakchott. Questia. Accessed 25 August 2009.
- ↑ Madrid city council webpage Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid.
- ↑ Amman’s Relations with Other Cities. Municipality of Greater Annam. Accessed 25 August 2009.