ტიშიტი (არაბ. تيشيت‎) — ნაწილობრივ მიტოვებული, უძველესი გამაგრებული სოფელი ცენტრალურ მავრიტანიაში, ტაგანტის პლატოს ძირში. ცნობილია ადგილობრივი არქიტექტურით. წარმოების მთავარ დარგს ფინიკის პალმის მოშენება წარმოადგენს.

უძველესი ქსარები (გამაგრებული სოფლის ტიპი) უადანში, შინგეტში, ტიშიტსა და უალატაში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა მავრიტანიის დროშა მავრიტანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 18°26′30″ ჩ. გ. 9°29′30″ დ. გ. / 18.44167° ჩ. გ. 9.49167° დ. გ. / 18.44167; -9.49167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 750
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 750
ინგლ.რუს.ფრ.

ეს ტერიტორია ძვ. წ. 2000 წლისთვის დასახლებული იყო მიწათმოქმედებისა და მომთაბარეობის მიმდევარი გაერთიანებით. მაგრამ ძვ. წ. 500 წლისთვის, კლიმატის უფრო ცხელით შეცვლისა და სხვა ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო მიტოვებულ იქნა. მიმდებარე ტერიტორიებში აღმოჩენილია კლდის მხატვრობის ასობით ნიმუში, რომლებიც სხვადასხვა ცხოველსა და ნადირობის სცენას ასახავს. თანამედროვე დასახლება 1150 წელს დაარსდა.

1996 წლიდან ტიშიტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება