უადანი
უადანი (არაბ. وادان) — პატარა ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ მავრიტანიაში, არდარის პლატოზე, ქალაქ შინგეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. 1147 წელს ის ერთ-ერთმა ბერბერულმა ტომმა დააარსა და სულ მალე გახდა მნიშვნელოვანი საქარავნო და სავაჭრო ცენტრი.
უძველესი ქსარები (გამაგრებული სოფლის ტიპი) უადანში, შინგეტში, ტიშიტსა და უალატაში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მავრიტანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 20°55′53″ ჩ. გ. 11°37′17″ დ. გ. / 20.93139° ჩ. გ. 11.62139° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 750 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 750 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1487 წელს ქალაქში დაარსდა პორტუგალიელთა სავაჭრი პოსტიმაგრამ XVI საუკუნიდან უადანი დასუსტდა. ქალაქის ძველი ნაწილი ნანგრევებშია გახვეული და დღემდე თითქმის ხელშეუხებელია. თანამედროვე პატარა დასახლება მხოლოდ მისი ჭიშკრის გარეთ მდებარეობს. 1996 წლიდან ძველი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა საიშია შესული.
ქალაქიდან 20 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს რიშატის სტრუქტურა — თვალშისაცემი წრიული გეოლოგიური ფორმაცია უდაბნოს შუაგულში.