რიშატის სტრუქტურა
რიშატის სტრუქტურა (ცნობილი ასევე როგორც „საჰარის თვალი“) — რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც განლაგებულია მავრიტანიაში, საჰარაში. გაწოლილია ქალაქ უადანიდან 20 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტაუდენის სინეკლიზის ქვეშ.[1] ვრცელდება ზღვის დონიდან 400-460 მ სიმაღლეზე. სტრუქტურის დიამეტრი შეადგენს 50 კმ-ს.[2] რიშატის სტრუქტურაში ნაპოვნია დოლერიტის ინტრუზია.[1][3]
რიშატის სტრუქურის გენეზისად მიჩნეულია პერიოდი გვიანდელ პროტეროზოურსა და ორდოვიციულს შორის. სტრუქტურის უძველესი რგოლების ასაკი 0,5-0,6 მლრდ. წლისაა.
უწინ მიაჩნდათ, რომ სტრუქტურა წარმოადგენდა დარტყმითი კრატერის შედეგს, თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზა არ შეესაბამება ფსკერის ბრტყელ ფორმას, ასევე აქ დარტყმითი კრატერის მოქმედების შედეგად წარმნოქმნილი ქანები არ მოიპოვება. სტრუქტურის წარმოქმნა ვულკანური ამოფრქვევის ზეგავლენით ასევე არ მიიჩნევა დამაჯერებლად, ერუფციის შედეგად გუმბათისა და ვულკანური ქანების არარსებობის გამო.
დღეისათვის მკვლევრები მიიჩნევენ,[4] რომ სტრუქტურის დანალექი ქანები ეროზიის (დედამიწის ქერქის მონაკვეთის აზევების) მოქმედების შედეგია.
დიდი ხნის განმავლობაში რიშატის სტრუქტურა ორბიტაზე წარმოადგენდა კოსმონავტთა მთავარ ორიენტირს, რამეთუ საერთო სივრცეში ქმნიდა საუკეთესო ხილვად ობიექტს, რომელიც მკვეთრად გამოიყოფოდა უდაბური სივრცეებისაგან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (რუსული) Кац Я. Г., Полетаев А. И., Сулиди-Кондратьев Е. Д. პლანეტის იერსახის რგოლისებრი სტრუქტურები. — М.: Знание, 1989.
- ↑ NASA. Earth's Richat Structure. Astronomy Picture of the Day. ციტირების თარიღი: 19.09.2009.
- ↑ Alan Robert Woolley Alkaline Rocks and Carbonatites of the World. Part 3: Africa. — London: The Geological Society, 2001. — ISBN 1862390835
- ↑ Dave Schumaker. Richat Structure in Mauritania. The Geology News Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10.03.2012. ციტირების თარიღი: 19.09.2009.