ტაილანდი

(გადამისამართდა გვერდიდან სიამი)

ტაილანდის სამეფო (ტაი. ประเทศไทย; ოფიციალურად ტაილანდის სამეფო, წარსულში ცნობილი, როგორც სიამი) — დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში. ტაილანდის ფართობი მოიცავს 513 120 კვ. კმ-ს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 70 მილიონ ადამიანს უდრის.[1] ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 800 კმ-ზე.

ტაილანდის სამეფო
ราชอาณาจักรไทย
ტაილანდი
ტაილანდის
დროშა გერბი
ჰიმნი: Phleng Chat
ტაილანდის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბანგკოკი
13°45′ ჩ. გ. 100°29′ ა. გ. / 13.750° ჩ. გ. 100.483° ა. გ. / 13.750; 100.483
ოფიციალური ენა ტაილანდური
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნი
 -  პრ.-მინისტრი პაეტონგტარნ შინავატრა
ფართობი
 -  სულ 513 115 კმ2 (49-ე)
 -  წყალი (%) 0.4
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 63 038 247 (მე-20)
 -  2000 აღწერა 60 606 947 
 -  სიმჭიდროვე 122 კაცი/კმ2 (85-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $519.9 მილიარდი (21-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $8000 (69-ე)
აგი (2007) 0.781 (საშუალო) (78-ე)
ვალუტა ბატი (฿) (THB)
დროის სარტყელი UTC+07:00
ქვეყნის კოდი THA
Internet TLD .th
სატელეფონო კოდი 66

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ტაილანდის სამეფო.
  • ეროვნული: ประเทศไทย; Racha Anachak Thai.
  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ტაის ეთნოსისაგან, თავის მხრივ „ტაი“ აღნიშნავს „თავისუფალს“. შუა საუკუნეებიდან 1939 წლამდე ქვეყანას სიამი ერქვა (სანსკრიტზე Sayam - „შავგვრემანი, მუქკანიანი“).
 
ბანგკოკი

ქვეყნის ისტორია სათავეს იღებს, მას შემდეგ, რაც 1238 წელს დაარსდა სახელმწიფო სუკოტაი. მისი მემკვიდრე იყო სახელმწიფო აიუთია, რომელიც დაარსდა 1350 წელს და იარსება 1767 წლამდე. ტაილანდის კულტურაზე ძლიერი გავლენა იქონია ჩინეთმა და ინდოეთმა. XVIII საუკუნეში სიამი განიცდის ბირმის ტერიტორიაზე მდებარე სახელწიფოებიდან თავდასხმას, რომელიც შეაჩერეს ტაქსინმა (1768-1782 წწ.) და პრა ბუდჰა იოდფა ჩულალოკემ, რომელიც ტაქსინის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის რამა I-ის (1782-1809 წწ.) სახელით და აარსებს ჩაკრის დინასტიას. მისი მემკვიდრეების რამა IV-ისა (1851-1868 წწ.) და რამა V-ის (1868-1910 წწ.) წყალობით ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ ყოფილა კოლონიზებული, თუმცა ტაილანდი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთის სამი პროვინცია, რომლებიც შემდეგ შევიდნენ მალაიზიის შემადგენლობაში, რაც გამოწვეული იყო დიდი ბრიტანეთის ინტერესებით.

ტაილანდი არასოდეს ყოფილა კოლონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო კოლონიური იმპერიების სურვილი ტაილანდი დარჩენილიყო ბუფერად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. 1896 წლის ინგლისურ-ფრანგული შეთანხმებით აღიარებულ იქნა სიამის დამოუკიდებელი ბუფერული სახელმწიფო. სიამის რევოლუციის შემდეგ, 1932 წლიდან ტაილანდი კონსტიტუციური მონარქიაა. ქვეყანამ სახელწოდება ტაილანდი მიიღო 1939 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. ომის დასრულების შემდეგ ტაილანდი აშშ-ის მოკავშირეა. 1947 წელს სამხედროებმა ჩაიგდეს ძალაუფლება. სამოქალაქო მთავრობა - შეიქმნა 1983 წელს. 1991 წელს კვლავ სამხედროების მმართველობა დამყარდა, რომლებმაც არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს.

ტაილანდის მზის კალენდარი სათავეს იღებს ბუდიზმის ჩამოყალიბების პერიოდიდან და გრიგორის კალენდრისაგან განსხვავდება 543 წლით. მაგალითად, 2015 წელი არის ტაილანდის კალენდრით 2558 წელი. 2004 წლის 26 დეკემბერს ტაილანდის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნაცუნამი, რომლის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 5000 ადამიანი, მათი 50 % იყო ტურისტი.

2006 წლის 19 სექტემბერს ტაილანდში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება (1932 წლიდან მე-18), რომელმაც დაამხო პრემიერ-მინისტრ ტაქსინ ჩინავატის მთავრობა. 2014 წელს კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება განხორციელდა, გადატრიალებას სათავეში ედგა სამეფო არმიის მთავარსარდალი, პრაიუთ ჩან-ოჩა. მან დაამხო ნივათჰუმრონგ ბუნსონპაისანის მთავრობა და ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას.

გეოგრაფია

რედაქტირება
 

ტაილანდის სამეფო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მდებარეობს სამხრეთ აზიის ცენტრში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ლაოსი და მიანმარი (ბირმა), აღმოსავლეთით ლაოსი და კამბოჯა, სამხრეთით ტაილანდის ყურე და მალაიზია, ხოლო დასავლეთით ანდამანის ზღვა და მიანმარი. ტაილანდი ფართობი მოიცავს 513 115 კვ.კმ-ს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 800 კმ-ზე.

ქვეყანა იყოფა ოთხ ძირითად გეოგრაფიულ რეგიონად: ჩრდილოეთი, ცენტრალური, ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთი. ჩრდილოეთი არის ძირითადად მთიანი, აქ წარმოიქმნება 4 მთავარი მდინარე, რომელიც კვებავს ჩაო პრაის მდინარეს, ცენტრალური ნაწილის მაცოცხლებელ ხაზს. ეს უკანასკნელი რეგიონი მდებარეობს ძირითადად 200 მ სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი იკავებს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 1/3 ნაწილს და არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. ეს არის მშრალი, 100-200 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული ტერიტორია, რომლის უმეტეს ნაწილზე მონაცვლეობს ორი პერიოდი. იგი ან დატბორილია, ან კიდევ გვალვაა. ასევე ამ რეგიონის სიმლაშეცაა, რაც თავისთავად მიწის პროდუქტიულობას დაბალს ხდის.

ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სიამის ყურის სანაპიროზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბირმა, ლაოსი, კამბოჯა. ფართობი: 513 115 კვ. კმ.

 
ტაილანში 2011 წელს მომხდარი წყალდიდობის კოსმოსიდან გადაღებული სურათი

ტაილანდში კლიმატი არის ტროპიკული, ტემპერატურისა და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლითა და დომინირებული მუსონებით. აპრილი და მაისი არის წლის ყველაზე ცხელი თვეები. ივნისი არის სამხრეთ-დასავლური მუსონების დასაწყისი, მას მოაქვს წვიმები, რომელიც შენაცვლებით, მაგრამ მაინც გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ჰავა არის ნაკლებად ქარიანი და ტენიანობაც შემცირებულია. ეს არის ძირითადად ტურისტული სეზონი და ყველაზე კარგი დრო ტაილანდის მოსანახულებლად. ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი არის ზამთარში ზოგადად უფრო ცივი და ზაფხულში უფრო ცხელი, ვიდრე ბანგკოკი. აქ არის ძირითადად სამი ტიპის სეზონი: გრილი (ნოემბრიდან თებერვლამდე), ცხელი (აპრილიდან მაისამდე) და წვიმიანი (ივნისიდან ოქტომბრამდე).

ჰიდროგრაფია

რედაქტირება

სამდინარო სისტემა ტაილანდში მრავალფეროვანია. მდინარეების ჩამონადენის ხასიათი მკვეთრად ცვალებადია სეზონების მიხედვით, ასევე დიდ გავლენას ახდენს მუსონური წვიმებიც. ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა მენამ-ჩაო-პრაი.

სხვა მდინარეებია: მეკონგი, მისი მარჯვენა შენაკადი მიენი, მეპინგი, ლუანგი, ლამნასი, გაო, მატი, სონკრამი, სებაი.

ტბები ტაილანდში ნაკლები მნიშვნელობისაა. ყველაზე დიდი ტბაა კამი (მდინარე მეკონგის სისტემაში).

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ტაილანდი განლაგებულია ტყის ტროპიკულ ზონაში. მისი ტერიტორიის დაახლოებით 30 % გაუვალ ტყეებს უკავია. დიდი სხვაობაა მცენარეულობაში რეგიონების მიხედვით. ზღვისპირა ზოლში ძირითადად გავრცელებულია მარადმწვანე ტყეები. კორატის პლატოზე ნათელი ტყეები და ბუჩქნარებია წარმოდგენილი. მშრალჰავიან გორებზე 700-1700 მ სიმაღლეზე არის შერეული ტყეები, მთების ზემო ნაწილში კი იზრდება მარადმწვანე ბუჩქნარები. ტაილანდის ტყეებსა და ბუჩქნარებში გვხვდება ცხოველთა მრავალგვარი სახესხვაობები. გიბონი, სპილო, ვეფხვი, ლეოპარდი და მრავალი სხვა ველური ცხოველი. ასევე მრავალი ფრინველი, მღრღნელი და ქვეწარმავალი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი და მრავალგვარი თევზი.

სახელმწიფო

რედაქტირება

დემოგრაფია

რედაქტირება

ტაილანდის მოსახლეობა შეადგენს 61,5 მილიონ ადამიანს, აქედან დაახლოებით 10 მილიონი ცხოვრობს დედაქალაქ ბანგკოკში. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 117 ადამიანი კვ. კმ-ზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის არის 66 წელი, ხოლო ქალებისათვის 72 წელი. შობადობის მაჩვენებელი არის 8,5 პრომილე, სიკვდილიანობის კი 6,1 პრომილე.

ტაილანდში აღსანიშნავია ეთნიკური სიჭრელე, მოსახლეობის 53 % არის ტაილანდელი, 27 % ლაოსელი, 10 % ჩინელი, 4 % მალაიზიელი. ასევე აქ გვხვდებიან ვიეტნამელები, კამბოჯელები, ინდოელები.

ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია დედაქალაქი ბანგკოკი, იგი ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. სხვა მსხვილი ქალაქებია სამხრეთით ჩანგმაი, ჩიანგრაი. ჩრდილოეთით ნაკონსიტამარატი, ხატიაი. სახელმწიფო ენაა ტაილანდური. ინგლისური ელიტის ენაა. რელიგია-ბუდიზმი.

  • მოსახლეობა - 64,265 მლნ (2003), მათ შორის 53 % სიამელი, 27 % ლაო, 14 % ჩინელი.
  • სახელმწიფო ენა: ტაილანდური. ინგლისური ელიტის ენაა.
  • რელიგია: ბუდიზმი.
  • დედაქალაქი: კრუნგ-ტეპი (ბანგკოკი; 6,611), სამუტ პრაკანი (396), ნონტხაბური (305), უდონ ტხანი (231).

ეკონომიკა

რედაქტირება

ტრანსპორტი

რედაქტირება

ტაილანდში მრავალფეროვანია, სახეობათა არც ერთი დომინანტით. საავტობუსო ტრანსპორტი დომინირებს დიდ მანძილზე ბანგკოკში, სასოფლო არეალებში შორ მანძილზე დომინირებს მოტოციკლი. ბანგკოკში საზოგადო მოტოციკლის ტაქსებს ხალხი მიჰყავს სახლის კარამდე. სარკინიგზო მატარებელი მოძრაობს სოფლის არეალებში. ბანგკოკში არის ტაქსების აუარებელი რაოდენობა. ბოლო ხანებში ხალხის მოზღვავება შეინიშნება საჰაერო ტრანსპორტზე, საქალაქო რკინიგზასა და კერძო ავტომობილებზე. განსაკუთრებით ტურისტებს შორის. სანავიგაციო არეალებში ყოველთვის არის სანაოსნო მომსახურება.

მრავალი სიახლეა ტრანსპორტის არსებობაში, შემოდის ასეთი სახეობები როგორიცაა ტუკ-ტუკი ეს არის გათანამედროვებული, ძრავიანი რიქშა, ასევე, სპილოები სასოფლო ადგილებში და სხვა.

ტაილანდში რკინიგზის სიგრძე 4070 კმ-ია.

ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს ტურიზმის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობას მას აძლევს მისი ხელსაყრელი მდებარეობა ინდოჩინეთის ცენტრში და მალაკის ნახევარკუნძულზე, ფართო გასასვლელი ზღვაში, მდინარე მენამის სატრანსპორტო შესაძლებლობა, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაო კურორტები და მრავალი უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლი.

ბანგკოკი აჯადოვებს ყველა მნახველს. ქალაქი დაარსდა 1782 წელს და დღეს იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქს მსოფლიოში. აქ წარმატებით ერწყმის ერთმანეთს უძველესი ტრადიციების პატივისცემა და ტექნიკური პროგრესი. თანამედროვე ცათამბჯენები ორიგინალურად მეზობლობენ ბუდისტურ ტაძრებსა და ისტორიულ ძეგლებთან. ბანგკოკში მდებარე 400 ტაძარს შორის ულამაზესად ითვლება ფირუზის ბუდას, აისის, ოქროს ბორცვის, მარმარილოს ტაძრები. აქ მრავლადაა წარმოდგენილი სკულპტურული შედევრები კედლის მხატვრობებითა და მრავალრიცხოვანი დეკორაციებით. მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება დიდი სამეფო სასახლის კომპლექსი; ვიმან მეკის სასახლე ყველაზე დიდი „ოქროს“ ტექტონას ხეებისაგან დამზადებული: პასტერის ინსტიტუტის გველის ფერმა, სადაც ამრავლებენ შხამიან გველებს და აგროვებენ შხამს ფარმაკოლოგიისათვის. ჯიმ ტომპსონის სახლ-მუზეუმი, სადაც თავმოყრილია აზიური ხელოვნების შემქმნელთა კოლექციები. ბანგკოკი იწყება ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარის მენამ-ჩაო-პრაის შესართავიდან, რომელიც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული სიამის უბიდან, ფართოდ იშლება მრავალი მდინარეებითა და ნაკადულებით დაფარულ დაბლობზე. ყველაფერ ამით ქალაქი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც აღმოსავლეთის ვენეცია.

ტურისტთა მომსახურებისათვის ბანგკოკში უამრავი გასართობია: ესენია ღამის კლუბები და ფეშენებელური რესტორნები, ბარები, საკონცერტო დარბაზები, პარკები, მუზეუმები, თეატრები, გალერეები, კინოთეატრები, მასაჟ სალონები, საბილიარდო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, გოლფის მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვ. გამომავალი გაზეთები ყოველდღიურად აქვეყნებენ ინფორმაციას საკონცერტო დარბაზების, კინოთეატრების, გამოფენების, შოუების რეპერტუარის შესახებ, ბანგკოკის ღამის ცხოვრებაზე (რესტორნები და კლუბები). ყურადრებას იმსახურებს ასევე ღირსშესანიშნაობები ბანგკოკის ირგვლივ დედაქალაქიდან ჩრდილოეთით გადაჭიმულია დაბლობები, ბრინჯის ნათესებით. ამ რეგიონის ცენტრში ბანგკოკიდან 80 კმ-ში მდებარეობს უძველესი ქალაქ აიუტაიის ნანგრევები, რომელიც 400 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ტაილანდის დედაქალაქს. იგი საბოლოოდ დაინგრა 1767 წელს ბირმელების მიერ.

მემკვიდრეობა

რედაქტირება
  • ბანგკოკი - ეროვნული მუზეუმი, ვან პოს ტაძართა კომპლექსი (XIX ს.), ლაჟვარდოვანი ბუდის ტაძარი (XVIII ს.), განთიადის ტაძრის კოშკი (104 მ), სამეფო სასახლე (XVIII ს.);
  • ბუდისტური ტაძრები და კომპლექსები ნაკხონპატხომსა და ჩიანგმაიეში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Thailand Population 1950-2021.