სამხრეთი ტაილანდი

სამხრეთი ტაილანდი (ტაი. ประเทศไทยภาคใต้) — რეგიონი ტაილანდში.[1] დაკავშირებულია ცენტრალურ ტაილანდს ვიწრო კრას ყელით.

ჩრდილოეთი ტაილანდის რუკა შესაბამისად ექვსი რეგიონის დაჯგუფების სისტემით

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კაოსოკის ეროვნული პარკი
 
დასავლეთი სანაპირო

სამხრეთი ტაილანდი მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე და მოიცავს 70713 კმ² ფართობს. ყველაზე ვიწრო ნაწილი ნახევარკუნძულის არის კრას ყელი, რომელზეც გადის სამხრეთ ტაილანდის საზღვარი ჩრდილოეთიდან. დასავლეთ სანაპიროზე დომინირებს ციცაბო ბანკები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ვაკეები და მდინარის ხეობები. უდიდესი მდინარეა - ტაპი სურატ-ტჰანის პროვინციაში, სადაც აუზი 8000 კმ²-ია, ასე, რომ აუზს უკავია სამხრეთ ტაილანდის დაახლოებით 10%-იანი ფართობი. რეგიონში ასევე მიედინება მდინარეები: პატანი, საბური, კრაბი და ტრანგი. ყველაზე დიდი ტბაა - თალელუანგი, რომლის ფართობია 1040 კმ². გარდა ამისა, არსებობს ჯიაო ლანის წყალსაცავი, ფართობით 165 კმ². არსებობს ასევე ეროვნული პარკი ხაოსოკი, რომელიც მდებარეობს პროვინცია სურატ-ტჰანიში.

უმაღლესი წერტილია — მთა ხაო-ლანგი, რომლის სიმაღლეა 1815 მეტრი ზღვის დონიდან. მდებარეობს ნაკჰონსიტჰამარატის პროვინციაში. ფხუკეტის კუნძულიდან გადაჭიმულია მთათა სისტემა ფხუკეტი ფხუკეტის პროვინციის ცენტრამდე. მალაიზიასთან საზღვარზე იწყება ტიტივანგსას მთიანი ქედი.

ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ, აქ წარმოიქმნა ისეთი კუნძულები, როგორიცაა: ფხი-ფხი და ფხანგნგაბეი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პროვინციები

რედაქტირება
 
სამხრეთი ტაილანდის პროვინციები

სამხრეთი ტაილანდი შედგება 14 პროვინციისგან.[2]

პროვინცია ტაი. ფართობი მოსახლეობა სიმჭიდროვე მშპ(2007) ერთ სულ მოსახლეზე (2007)
1. ჩუმფხონი ชุมพร 6,009.00 485,713 80.83 45,580 92,192
2. კრაბი กระบี่ 4,708.00 417,735 88.73 41,383 108,629
3. ნაკჰონსიტჰამარატი นครศรีธรรมราช 9,942.50 1,512,249 152.10 123,614 73,960
4. ნარატჰივატი นราธิวาส 4,475.00 718,724 160.61 46,468 62,625
5. პატანი ปัตตานี 1,940.40 641,187 330.44 39,534 59,618
6. ფხანგნგა พังงา 4,170.00 250,079 59.97 29,828 114,988
7. ფხატჰალუნგი พัทลุง 3,423.50 504,470 147.36 33,259 60,677
8. ფხუკეტი ภูเก็ต 543.00 325,586 599.61 62,055 214,621
9. რანონგი ระนอง 3,298.00 191,744 58.14 17,309 94,640
10. სატუნი สตูล 2,479.00 287,866 116.12 27,217 97,614
11. სონგკჰალა สงขลา 7,393.90 1,329,635 179.69 168,611 119,620
12. სურატ-ტჰანი สุราษฎร์ธานี 12,891.50 981,595 76.14 122,398 125,651
13. ტრანგი ตรัง 4,917.50 614,222 124.91 62,912 94,863
14. იალა ยะลา 4,521.10 474,559 104.97 39,198 84,614

დიდი ქალაქები

რედაქტირება
ქალაქი ტაი. მოსახლეობა მეტროპოლია
1. ჰათ-იაი หาดใหญ 157,359 801,747
2. სურატ-ტჰანი สุราษฎร์ธานี 126,280 358,000
3. ნაკჰონსიტჰამარატი นครศรีธรรมราช 108,139 280,000
4. ფუკეტი ภูเก็ต 75,971 325,600
5. სონგკჰალა สงขลา 73,835 801,747
6. იალა ยะลา 63,640
7. ტრანგი ตรัง 61,067
8. კოსამუი เกาะสมุย 51,044
9. კოჰონგი 43,989 801,747
10. პატანი ปัตตานี 43,255

ტრანსპორტი

რედაქტირება

სამხრეთი ტაილანდი უკავშირდება ბანგკოკს სარკინიგზო და საავტომობილო გზებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა აქ მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ.

აეროპორტები

რედაქტირება
 
კოსამუის აეროპორტი
 
კოსამუის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი

რეგიონში 5 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი აეროპორტია.