ტრანგის პროვინცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტრანგის პროვინცია (ტაი: ตรัง), ასევე ცნობილი როგროც მუეანგ თაპ თიანგი — ტაილანდის სამხრეთი რეგიონის ერთ-ერთი პროვინცია (ჩანგვატი). ის მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულის დასავლეთ მხარეს, მალაკის სრუტეზე. მისი მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) კრაბი, ნახონ სი თამარატი, ფათალუნგი და სატუნი.

პროვინცია
ტრანგის პროვინცია
{{lang-th|ตรัง}
დროშა გერბი


เมืองพระยารัษฏา ชาวประชาใจกว้าง ถิ่นกำเนิดยางพารา เด่นสง่าดอกศรีตรัง ปะการังใต้ทะเล เสน่ห์หาดทรายงาม น้ำตกสวยตระการตา
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Trang
შიდა დაყოფა Mueang Trang, Kantang, Yan Ta Khao, Palian, Sikao, Huai Yot, Wang Wiset, Na Yong, Ratsada და Hat Samran
კოორდინატები 7°33′29″ ჩ. გ. 99°36′42″ ა. გ. / 7.55806° ჩ. გ. 99.61167° ა. გ. / 7.55806; 99.61167
ფართობი 4 918 კმ²
მოსახლეობა 643 116 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 131 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 075
საფოსტო ინდექსი 92
ოფიციალური საიტი trang.go.th

ტრანგი ადრე იყო პორტი, რომელიც საგარეო ვაჭრობისთვის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს წერტილს წარმოადგენდა. სწორედ ტრანგის პროვინცია იყო პირველი ადგილი ტაილანდში, სადაც რეზინის ხეები დარგეს. ფრაია რაცადანუპრადიტ მაჰისონ ფაქდიმ მცენარე მალაიდან ჩამოიტანა და 1899 წელს დარგო. შედეგად, ტაილანდი ამჟამად რეზინის ერთ- ერთი უდიდესი ექსპორტიორია. პროვინციის მთავარი მდინარე ტრანგია, რომელიც ხაო ლუანგის მთებში იბადება. ასევე გაედინება მდინარე პალიანიც, რომელიც ბანტჰატის მთებიდან მოედინება. ტრანგის პროვინციის ფართობი დაახლოებით 5000 კვადრატული კილომეტრია, მალაკის სრუტის სანაპირო ზოლი კი - 199 კილომეტრს შეადგენს.[1]

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინცია მალაკის სრუტის სანაპიროზე მდებარეობს და 46 კუნძულს მოიცავს. ტრანგის ტერიტორია მეტწილად მთა-გორებიანია და ნაკლებ მდელოებს მოიცავს. ხაო ლუანგი და ბანტჰატის ქედი პროვინციის ორი უმსხვილესი მდინარის, ტრანგისა და პალიანის წარმოშობის ადგილებია.

პროვინციის სამხრეთ სანაპირო დაცულია მუ კო პეტრას ეროვნულ პარკში. მდინარე ტრანგის შესართავი ჰატ ჰატო ჩაო მაის საზღვაო ეროვნულ პარკში.[2] ტრანგში მდებარეობს კო ლიბონგის დაცული ტერიტორია და რამსარის ჭაობი.

ტრანგი მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი იყო ტაილანდის სამხრეთ ნაწილში. ლეგენდის თანახმად, პორტში გემები მხოლოდ დილაობით შედიოდნენ, რამაც მისი სახელწოდება ,,ტრანგი" განაპირობა. ტერმინი მალაიური ენიდან მომდინარეობს და სინათლეს, ცისკარს (ტერანგ) ნიშნავს. სხვა ვერსიების თანახმად სახელწლოდება სანსკრიტული წარმოშობისაა და ტალღას ნიშნავს. ტრანგის ბუნებას მეტწილად ახასიათებს გორაკები, რომლების ზღვის ტალღებს მოგვაგონებს. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობითაა შექმნილი პროვინციის გერბი, სადაც ზღვის ტალღები და განათებებიანი ხიდია გამოსახული.[3][4]

ეს პროვინცია ერთ დროს იყო სრივიჯაიას იმპერიის ნაწილი, რომელიც ძველი ინდუისტ-ბუდისტური მელაიუს სამეფოს წარმოადგენდა. 1810 წლამდე ტერიტორია შედიოდა მალაის ქედაჰის სასულთნოში.

კულტურული ჩანაწერების თანახმად, ტრანგი იყო ერთ – ერთი 12 სატელიტური ქალაქიდან, რომელიც არსებობდა დაახლოებით 900 წლის წინ. პროვინციას გუბერნატორი მეფე რამა II-ის პერიოდიდან ჰყავს. პირველი დასავლელი, ვინც ტრანგში ჩავიდა, იყო კაპიტანი ჯეიმზ ლოუ, რომელიც ამ ტერიტორიას კომერციული მოგების მიზნით ეწვია 1838 წელს.

თავდაპირველი ქალაქი ხუანთანის ტერიტორიაზე იყო (ახლანდელი ტამბონი, კანტანგის რაიონი). 1893 წელს გუბერნატორმა, ფრაია რაცადანუპრადიტ მაჰისონ ფაქდიმ გადაწყვიტა ტრანგის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური შეექმნა, ამიტომ მან მდინარე ტრანგის დელტაზე, კანტანგის რაიონში. წყალდიდობების გამო, 1916 წელს მეფე რამა VI- მ პროვინციის დედაქალაქი მის ამჟამინდელ ტერიტორიაზე გადაიტანა.

ტრანგი ტაილანდის პირველი რეგიონი იყო, სადაც რეზინის ხეები დარგეს, რომელიც გუბერნატორმა ფრაია რაცადანუპრადიტ მაჰისონ ფაკდისმა ჩაიტანა ბრიტანული მალაიიდან 1899 წელს.

ფესტივალები

რედაქტირება

ტრანგის ვეგეტარიანული ფესტივალი (กินเจ): იმის გათვალისწინებით, რომ ტრანგში დიდი რაოდენობით ტაილანდელი ჩინელი ცხოვრობს, ოქტომბერში ფუკეტის მსგავსი ვეგეტარიანული ფესტივალი ეწყობა. ხალხი ცხრა დღის განმავლობაში მხოლოდ ვეგეტარიანულ კერძებს მიირთმევს და ამ პერიოდის განმავლობაში თეთრად იმოსება. ისინი ფიქრობენ, რომ ამით მათ ბედნიერება ეწვევათ. ტრანგი ერთ- ერთი უიშვიათესი პროვინციაა, სადაც ეს დღესასწაული ეწყობა.[5]

ტრანგის წყალქვეშა საქორწინო ცერემონია (พิธีวิวาห์ใต้สมุทร): ეს არის საქორწინო ცერემონია ტრანგში, რომელიც წყალქვეშ იმართება. პირველად იგი ჩატარდა 1996 წლის დასაწყისში და მას შემდეგ ყოველ ვალენტინოვის ფესტივალზე ეწყობა. ამ ღონისძიების ჩატარებას ტაილანდის ტურიზმის სააგენტო.[6]

  1. 'Trang"." Tourism Authority of Thailand (TAT). Archived from the original on 19 June 2012. Retrieved 18 May 2015.
  2. "Hat Chao Mai National Park". Department of National Parks (DNP) Thailand. Archived from the original on 24 May 2015. Retrieved 24 May 2015.
  3. Jaisamut, Yuenyad (1996). ตรัง : เมืองท่าโบราณสองพันปี นายกรัฐมนตรีสองยุค [Trang: Two Thousand Years Ancient Seaport, Two Periods Prime Minister] (in Thai). Bangkok: Matichon. pp. 47–50. ISBN 9747115603.
  4. "Symbol of Trang". დაარქივებული 2021-05-16 საიტზე Wayback Machine. OSM Andamnan: The Office of Strategy Management for Southern Province Cluster. Retrieved 26 May 2015.
  5. "Top 5 provinces to visit for vegetarian festival". Bangkok Post. 2017-08-16. Retrieved 2020-03-01.
  6. "Trang Underwater Wedding Ceremony 2019" დაარქივებული 2020-03-01 საიტზე Wayback Machine. . Thailand Festival.