ტაილანდის დროშა
ტაილანდის დროშა — წარმოადგენს ხუთ ჰორიზონტალურ ზოლს, ფერების შემდეგი თანამიმდევრობით: წითელი, თეთრი, ლურჯი, თეთრი, წითელი. შუა ლურჯი ზოლი ორჯერ უფრო ფართოა, ვიდრე დანარჩენი ზოლები. სამი ფერი: წითელი-თეთრი-ლურჯი სიმბოლოა ერი-სარწმუნოება-მეფე, რომელიც არის ტაილანდის არაოფიციალური დევიზი[1]. დროშა მიიღეს 1917 წლის 28 სექტემბერს. დროშის ტაილანდური სახელია — ธงไตรรงค์ (ტონგ ტრაირონგ), რაც ნიშნავს სამფერიან დროშას.
ტაილანდის სამეფოს დროშა | |
---|---|
მიღებულია | 28 სექტემბერი 1917 |
პროპორცია | 2:3 |
დროშის ავტორი | ვაჯირავუდი |
წინა დროშები | |
ტაილანდის დროშა 1916—1917 წწ. | |
ტაილანდის დროშა 1855—1916 წწ. |
სიამის პირველი დროშა იყო წითელი ქსოვილი, პირველად გამოჩნდა სიამის მეფის ნარაის (1656-1688 წწ.) დროს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, წითელ დროშაზე დროთა განმავლობაში ისახებოდა სხვადასხვა სიმბოლოები: თეთრი ჩაკრა, თეთრი სპილო ჩაკრის შიგნით ან მზე თეთრ დისკზე.[2]
ოფიციალურად პირველი დროშა მიიღო მეფე მონგუტომმა (რამა IV-მ), მასზე გამოსახული იყო თეთრი სპილო (სამეფო სიმბოლო) წითელ ფონზე, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ერთფერიანი დროშა არ იყო მისაღები დიპლომატიურ მიზნებში, დროშა შეცვალეს.
1916 წელს მიიღეს პირველი დროშა თანამედროვე დროშის პროტოტიპის, მხოლოდ შუა დიდი ზოლი იყო წითელი ფერის.
საინტერესოა, რომ კოსტა-რიკის დროშა იგივე სახისაა, როგორიც ტაილანდის დროშა, ოღონდ საპირისპირო ფერების თანამიმდვრობით.
სამხედრო-საზღვაო დროშა
რედაქტირებასამხედრო-საზღვაო დროშა მიიღეს 1917 წელს.
საზღვაო დროშა
რედაქტირებასაზღვაო დროშა მიიღეს 1917 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Royal Flags (Thailand)
- Siam Flag museum დაარქივებული 2019-05-23 საიტზე Wayback Machine. (Thai only)
- Historical thai flag
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Country Studies Program, formerly the Army Area Handbook Program, from the Library of Congress. Mongabay.com. Retrieved 23 July 2011. Sarit revived the motto "Nation-Religion-King" as a fighting political slogan for his regime, which he characterized as combining the paternalism of the ancient Thai state and the benevolent ideals of Buddhism.
- ↑ A Slice of Thai History: Raising the standard; Thailand’s national flags