ბუფერული სახელმწიფო

ბუფერული სახელმწიფო — პატარა ან სუსტი სახელმწიფო, რომელიც დიდი და ძლიერი სახელმწიფოების მოსაზღვრედ მდებარეობს და ამ უკანასკნელთა შორის პოლიტიკურ ურთიერთობებში ერთგვარი შემაკავებელი ზონის ფუნქციას ასრულებს. ბუფერული სახელმწიფოს ცნება ასოცირდება ძალთა წონასწორობის პოლიტიკასთან, ვინაიდან ამგვარი ქვეყნების არსებობა დამოკიდებულია დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა განაწილებაზე და ძლიერი მეზობლების უსაფრთხოების მოთხოვნილებებზე.

პოლიტიკაში ესაა პატარა სახელმწიფო, მოქცეული ორ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან თითოეული ცდილობს მის გამოყენებას მეორეს საწინააღმდეგოდ[1].

ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის წიგნში „დიდი ჭადრაკის დაფა“ იყენებს ტერმინს „ბუფერული სახელმწიფო“, ისეთი სახელმწიფოს აღსანიშნავად, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობს, ამის საფუძველზე ასუსტებს მეზობლებს მეოთხე სახელმწიფოს სასარგებლოდ. მსოფლიოს ისტორიის ფარგლებში ბუფერული სახელმწიფოს მაგალითებია:

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თანამედროვე ეპოქაში ბუფერული სახელმწიფოები არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ისეთი ქვეყნები, რომლებიც ამჟამად სუამის წევრები არიან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა). აღნიშნული ქვეყნები რუსეთის ფედერაციას გამოჰყოფენ ევროპისა და აზიის „ძველი“ სახელმწიფოებისაგან[2][3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი, თბ., 2004 ISBN 99928-926-9-2
  1. მოხელის სამაგიდო ლექსიკონი, თბ., 2004, გვ., 483, ISBN 99940-0-063-2
  2. Чернов М. Европа готовится к «оккупации» СНГ? // РБК daily, 17 июля 2003 г.]
  3. Гацко М. Ф. Военные угрозы и вызовы в XXI веке // Материалы Международного форума «Проекты будущего: междисциплинарный подход» 16-19 октября 2006, г. Звенигород