შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა
შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა (შარ) — დემოკრატიული რესპუბლიკა აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში 1920-22 წლებში. მისი შექმნა განპირობებული იყო რთული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარებით. ჩამოყალიბდა 1920 წლის 6 აპრილს ბაიკალისპირეთის მშრომელთა დამფუძნებელ ყრილობაზე. ყრილობამ აირჩია რესპუბლიკის დროებითი მთავრობა. შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკაში შედიოდა იმიერბაიკალეთის, ამურის, ზღვისპირეთის, კამჩატკის ოლქები და ჩრდილოეთ სახალინი.
შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მაქსიმალური საზღვრები 1920 წელს (მწვანე და მუქი მწვანე) საზღვრები 1920–1922 წლებში (მუქი მწვანე) | |||||||||
დედაქალაქი | ჩიტა | ||||||||
ენა | რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 1 900 000 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 3500000 | ||||||||
მმართველობის ფორმა | საბჭოთა რესპუბლიკა | ||||||||
დედაქალაქი თავდაპირველად იყო ვერხნეუდინსკი, შემდეგ – ჩიტა. საბჭოთა მთავრობამ ოფიციალურად ცნო იგი 1920 წლის 14 მაისს და ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მას. შორეული ამოსავლეთის ოლქების წარმომადგენელთა კონფერენციაზე (1920 წ. 28 ოქტომბერი – 10 ნოემბერი) აირჩიეს შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის მთავრობა. რესპუბლიკის საბოლოო სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაფორმებისათის მოწვეულ იქნა დამფუძნებელი კრება. არჩევნები შედგა 1921 წლის 9-11 იანვარს. ბოლშევიკები და მათი მომხრეები შეადგენდნენ არჩეულთა 72,6%-ს. კრებამ მიიღო კონსტიტუცია და აირჩია მთავრობა.
1921 წლის 26 მაისს თეთრგვარდიელებმა იაპონელთა ხელშეწყობით მოახდინეს გადატრიალება ვლადივოსტოკში, 22 დეკემბერს ხელთ იგდეს ხაბაროვსკი. შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის არმია (სარდალი ვ. ბლიუხერი) კონტრშეტევაზე გადავიდა, 1922 წლის 12 თებერვალს თეთრგვარდიელები გაანადგურა სადგურ ვოლოჩაევსკასთან, ხოლო 14 თებერვალს გაათავისუფლა ხობაროვსკი, 25 ოქტომბერს შევიდა ვლადივოსტოკში და ინტერვენტები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინთ ზღვისპირეთი. 1922 წლის 15 ნოემბერს შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა შევიდა რსფსრ-ის შემადგენლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 20.