ბაიკალისპირეთი
ბაიკალისპირეთი (რუს. Прибайкалье) — ტერიტორია აღმოსავლეთ ციმბირში, ბურიატეთისა და ირკუტსკის ოლქის ფარგლებში. ებჯინება ბაიკალის ტბას დასავლეთით. მის ფარგლებშია ზღვისპირა ქედი, ბაიკალის ქედი, ბარგუზინის ქედი, იტაკის ქედი, ჯიდინის ქედი, ხამარ-დაბანი, ულან-ბურგასი. ფერდობებზე განვითარებულია ტაიგა. მთათაშუა ქვაბულებში ხარობს სტეპური მცენარეულობა. ბაიკალისპირეთის ტერიტორიიდან იღებენ სათავეს დიდი მდინარეები ანგარა და ლენა. მის ფარგლებშია აგრეთვე ბაიკალისპირეთის ეროვნული პარკი. არის არაერთი დასახლებული პუნქტი. უდიდეს ქალაქად მიჩნეულია ირკუტსკი. მოიპოვება სასარგებლო წიაღისეულები (ლაზურიტი, მარმარილო და სხვ.).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბაიკალისპირეთი (რუსული)
- ბაიკალისპირეთი დაარქივებული 2012-10-28 საიტზე Wayback Machine. (რუსული)