სუკოტაი
სუკოტაი — შუა საუკუნეების ტაის სახელმწიფო. შექმნა XIII საუკუნის პირველ ნახევარში ბელადმა პო კუნ ბანგ ტაომ (სამეფო სახელი სრი ინდრადიტია). მეფე რამაკამჰენგის დროს (განაგებდა 1279-1299 წწ.) სუკოტაის ძლიერებამ ზენიტს მიაღწია. მისის საზღვრები დასავლეთით ანდამანის ზღვამდე, სამხრეთით — მალაკის ნახევარკუნძულამდე აღწევდა.
სუკოტაი อาณาจักรสุโขทัย | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ნარინჯისფერი: სუკოტაის სამეფო | ||||
დედაქალაქი | სუკოტაი (1238—1419) ფხიტსანულოკი (1419—1583) | |||
ენა | ტაი | |||
რელიგია | ბუდიზმი (თერავადა) | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
მეფე | ||||
- 1249- 1257 | სრი ინდრადიტია | |||
- 1279 - 1299 | რამაკამჰენგი | |||
სუკოტაის კულტურულ ცხვრებაში დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის სამხრეთის უძველესი მონქმერული მოსახლეობა. 1283 წელს ქმერული ანბანის გავლენით შეიქმნა პირველი ტაიური ანბანი.
სუკოტაის სახელმწიფო ეკონომიკურად ძლიერი არ იყო და მალე დაიშალა რამაკამჰენგის გარდაცვალების შემდეგ. 1378 წელს სუკტაი აიუთიის ვასალი გახდა, ხოლო 1438 წელს აიუთიამ მიიტაცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 598.