კამი (იაპონ. ) — იაპონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სულებს, ბუნების ძალებს ან რაიმე შინტოისტურ არსებას. კამი ხშირად ღმერთად ან ღვთაებადაც ითარგმნება, მაგრამ იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტერმინის ასეთმა თარგმნამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს.[1]

ამატერასუ.

რაღაც მხრივ, მაგალითად კამები იძანაგი-ნო-მიკოტო და იძანამი-ნო-მიკოტო, არიან ბერძნულ-რომაული ღმერთების მსგავსები. კამი შეიძლება უბრალოდ სულსაც ნიშნავდეს; იწერება კანჯი 神-ით.

ეს სიტყვა არ აღნიშნავს იმქვეყნიურ სულიერ არსებებს, კამები არიან ჩვენს სამყაროში და არა ზემოთ. ზოგი ადამიანიც, მაგ. იმპერატორი ჯიმმუც შეიძლება იყოს კამი.[2] რადგანაც იაპონური არ განარჩევს მხოლობით და მრავლობით რიცხვს, ზოგჯერ გაუგებარია კამი აღნიშნავს ერთ თუ რამდენიმე არსებას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Ono, 1962
  2. Tamura (2000:25)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კამი&oldid=4607211“-დან