ჩრდილოეთი ტაილანდი
ჩრდილოეთი ტაილანდი (ტაი. ภาคเหนือ) — რეგიონი ტაილანდის ჩრდილოეთში, ესაზღვრება მიანმარს და ლაოსს.[1]
გეოგრაფია
რედაქტირებაჩრდილოეთ ტაილანდის ბუნება ძირითადად წარმოდგენილია ტყიანი მთებით, რომელიც არის ჰიმალაის დასაწყისი და ნაყოფიერი მდინარეების ხეობებით.[2] საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან არის 1500 მ, ყველაზე მაღალი წერტილი - დოიინტანონი (ტაი. ดอยอินทนนท์) (2565 მ). ძველად, მთის ფერდობები დაფარული იყო ხშირი ტყეებით. ჩრდილოეთ ტაილანდი - არის რეგიონი, სადაც ჯერ კიდევ მუშაობენ ტყეში სპილოები.[3]
კლიმატი
რედაქტირებადეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, დღისით ტემპერატურა მერყეობს 20°C-დან 28°C-მდე, ხოლო ღამით მთებში შეუძლია დაეცეს 0°C-მდე. ამ დროს, დილით, პროვინცია ჩიანგმაიში ჰაერის ტემპერატურა 10°C-მდე, როდესაც რეგიონის სხვა პროვინციებში ჰაერის ტემპერატურა 20°C-ზე მეტია.
ცხელი სეზონი გრძელდება აპრილიდან მაისამდე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა თბება 30°C-მდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მოკლევადიანი ძლიერი გადაუღებელი წვიმები, რომელსაც ეწოდება მანგოს წვიმები, რადგან წვიმა მანგოს სიმწიფის პერიოდს ემთხვევა. მანგოს წვიმები ჩრდილოეთით შეიძლება დაიწყოს ადრეც (ზოგჯერ თებერვალშიც), ხოლო სამხრეთით - მოგვიანებით.
ივნისიდან ოქტომბრამდე, წვიმიანი სეზონი იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, ტემპერატურა მერყეობს 23-33°C ფარგლებში.[5]
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაჩრდილოეთ ტაილანდის რეგიონში შედის 9 პროვინცია.
№ | გერბი | პროვინცია | ადმინისტრაციული ცენტრი | ISO | მოსახლეობა, კაცი. (2010) |
ფართობი, კმ² |
სიმჭიდროვე, კაცი/კმ² |
სურათი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩიანგმაი (ชียงใหม่) |
ჩიანგმაი | TH-50 | 1 708 564 | 20 107,0 | 84,97 | ||
2 | ლამფუნი (ลำพูน) |
ლამფუნი | TH-51 | 406 178 | 4 508,9 | 90,08 | ||
3 | ლამპანგი (ลำปาง) |
ლამპანგი | TH-52 | 731 710 | 12 534,0 | 58,38 | ||
4 | უტარადიტი (อุตรดิตถ์) |
უტარადიტი | TH-53 | 427 917 | 7 838,6 | 54,59 | ||
5 | ფრე (แพร่) |
ფრე | TH-54 | 417 689 | 6 538,6 | 63,88 | ||
6 | ნანი (น่าน) |
ნანი | TH-55 | 443 484 | 11 472,1 | 38,66 | ||
7 | ფაიაუ (พะเยา) |
ფაიაუ | TH-56 | 407 822 | 6 335,1 | 64,38 | ||
8 | ჩიანგრაი (เชียงราย) |
ჩიანგრაი | TH-57 | 1 157 302 | 11 678,4 | 99,10 | ||
9 | მეჰონგსონი (แม่ฮ่องสอน) |
მეჰონგსონი | TH-58 | 193 005 | 12 681,3 | 15,22 |
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩრდილოეთი ტაილანდი
- ↑ www.rainforests.mongabay.com/deforestation/archive/Thailand.htm
- ↑ ფაქტები რდილოეთ ტაილანდზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-02-09.
- ↑ ძირითადი გეოგრაფიული რეგიონები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-04. ციტირების თარიღი: 2016-02-09.
- ↑ Достопримечательности и экскурсии Северного Таиланда.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2016-02-09.