მეჰონგსონის პროვინცია

მეჰონგსონის პროვინცია (ტაი. แม่ฮ่องสอน) — ტაილანდის 76 პროვინციიდან ერთ-ერთი, ქვეყნის დასავლეთი წერტილი მდებარეობს ამ ტერიტორიაზე. მეზობელი პროვინციებია მიანმარი, ჩიანგმაის პროვინცია და ტაკის პროვინცია. დასავლეთით, პროვინცია ესაზღვრება მიანმარს.

პროვინცია
მეჰონგსონის პროვინცია
ტაი. แม่ฮ่องสอน
დროშა გერბი


หมอกสามฤดู กองมูเสียดฟ้า ป่าเขียวขจี ผู้คนดี ประเพณีงาม ลือนามถิ่นบัวตอง
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Mae Hong Son
შიდა დაყოფა Mueang Mae Hong Son, Khun Yuam, Pai, Mae Sariang, Mae La Noi, Sop Moei და Pang Mapha
კოორდინატები 19°17′17″ ჩ. გ. 97°57′52″ ა. გ. / 19.28806° ჩ. გ. 97.96444° ა. გ. / 19.28806; 97.96444
ფართობი 12,681 კმ²
მოსახლეობა 248,178[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 19,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+7
სატელეფონო კოდი +66 52 & +66 53
საფოსტო ინდექსი 58
ოფიციალური საიტი maehongson.go.th

გეოგრაფია

რედაქტირება
 
პროვინციის ერთ-ერთი მდინარე, მიანმართან საზღვარზე

პროვინცია მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის მთებში, ესაზღვრება მიანმარს. პროვინციას არ გააჩნია გასასვლელი ზღვაზე. პროვინციის ტერიტორია არის მთიანი რელიეფის, დაფარული ხშირად და გაუვალი ხელუხლებელი ტყეებით, ღრმა მდინარის ხეობებით, ხშირად ძნელად მისადგომ ადგილას. ზუსტად ამ ხეობებშია კონცენტრირებული მოსახლეობის უმრავლესობა.

მეჰონგსონის პროვინციის ტერიტორია ადრე იყო ნაწილი მავსმაის სახელმწიფოს, რომელიც იყო ერთ-ერთი შტატი Shan-ის, რომელიც დაარსდა 1767 წელს ჰსაი ქჰიაოს მიერ, რომელიც იყო ჩიანგმაის პროვინციის წარჩინებული ოჯახიდან.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობის 63% - ეთნიკური უმცირესობებია („მთის ტომები“). პროვინციას აქვს ყველაზე დაბალი მოსახლეობის სიმჭიდროვე ტაილანდის პროვინციებს შორის.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
მეჰონგსონის პროვინციის რაიონები

მეჰონგსონის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 45 ქვეზონისგან (ტამბონ) და 402 სოფლისგან (მუბანი).

  1. მეჰონგსონი
  2. კჰუნიუამი
  3. პაი
  4. მაისარიანგი
  1. მაილანოი
  2. სოპმოი
  3. პანგმაპჰაი

ტრანსპორტი

რედაქტირება

მოსახლეობით დასახლებული დიდი ცენტრები დაკავშირებულია დანარჩენ ტაილანდს საავტომობილო გზებით, რომელთა შორის არის საშიში გზები პროვინციის მთიან ნაწილში. მეჰონგსონის ახლოს არსებობს პატარა აეროპორტიც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Population of the Kingdom Thai (2014-12-31). ციტირების თარიღი: 19 Mar 2015.
  2. Ben Cahoon. (2000)World Statesmen.org: Shan and Karenni States of Burma. ციტირების თარიღი: 21 December 2010.