ტაკის პროვინცია
ტაკის პროვინცია (ტაი. ตาก) — ტაილანდის ერთ-ერთი ჩრდილოეთი პროვინცია, მეზობელი პროვინციებია: მეჰონგსონი, ჩიანგმაი, ლამფუნი, ლამპანგი, სუქოტაი, კამფენგფეტი, ნაქონსავანი, უთაითანი და კანჩანაბური. დასავლეთ კიდეზე პროვინციას აქვს გრძელი საზღვარი მიანმართან.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ტაკის პროვინცია ტაი. ตาก | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Tak | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Tak, Ban Tak, Sam Ngao, Mae Ramat, Tha Song Yang, Mae Sot, Phop Phra, Umphang და Wang Chao | ||||
კოორდინატები | 16°53′02″ ჩ. გ. 99°07′30″ ა. გ. / 16.88389° ჩ. გ. 99.12500° ა. გ. | ||||
ფართობი | 16,406.6 კმ² | ||||
მოსახლეობა | 539,553 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 33 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+7]] | ||||
სატელეფონო კოდი | (+66) 0 5551 2092 ან (+66) 0 5551 1503 | ||||
საფოსტო ინდექსი | 63 | ||||
ოფიციალური საიტი | tak.go.th | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაBhumibol-ის კაშხალი (შემდეგში King Bhumibol Adulyadej, რომლის ძველი სახელი იყო Yanhee Dam) აშენდა ტაკის პროვინციაში 1958—1964 წლებში.[1] იგი აჩერებს მდინარე პინგს.[2][3][4] ხელოვნური ტბა მოიცავს 300 კმ²-იან ფართობს და არის უმსხვილესი ტბა ტაილანდში. Taksin Maharat ეროვნული პარკი, Namtok Pha Charoen ეროვნული პარკი, Lan Sang ეროვნული პარკი და Khun phao ეროვნული პარკი, ყველა ამ პროვინციაში. Thung Yai Naresuan Wildlife Sanctuary და Huai Kha Khaeng Wildlife Sanctuary უთაითანის პროვინციასთან საზღვარზე არიან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.[5][6]
ტაკის პროვინციას უჭირავს 16.406 კმ² და მდებარეობს 426 კმ-ით ჩრდილოეთით ბანგკოკიდან.
ისტორია
რედაქტირებატაკის ისტორიული სამეფო აშენდა 2000-ზე მეტი წლის წინ, ჯერ კიდევ სუქოტაის სამეფოს პერიოდში. უძველესი სამეფოს თავისი განვითარების პიკს მიაღწია დაახლოებით 1 საუკუნისთვის. მე-5 საუკუნეში სამეფოს დედაქალაქი გადავიდა სამხრეთით ლავოში (დღევანდელი ლოპბურის პროვინცია). ქალაქი დასახელდა ბანტაკად, რომელიც შექმნა Jamadevi (พระนาง จาม เทวี), ლავოსის პრინცესამ, დაახლოებით 663 წელს. შემდეგ ქალაქი გადაიტანეს უფრო დასავლეთით და დაარქვეს Mueang Rahang, აიუთაიას სამეფოს დროს, როდესაც მეფობდა მიანმარის მეფე Maha Thammaracha. ქალაქი უკან აღმოსავლეთით გადაიტანეს მდინარე პინგზე ადრეული ბანგკოკის პერიოდში.[7]
ეკონომიკა
რედაქტირებასოფლის მეურნეობა ძირითადი ნაწილია ტაკის ეკონომიკის. ტაკის პროვინცია აწარმოებს ბრინჯს, სიმინდს, ბოსტნეულს, სხვადასხვა ხილს, აგრეთვე ხორცს და სხვა საკვებს. ტაკის პროვინციის მრეწველობა მოიცავს სამთოს, გრანიტის და სამკაულებს. ხალხური რეწვა და მიანმარის პროდუქტები ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სავაჭრო სფეროში. Bhumibol-ის კაშხალი ტაკის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში არის ყველაზე პოპულარული ტურისტებს შორის.
დემოგრაფია
რედაქტირებადაახლოებით მეოთხედი მოსახლეობის ეკუთვნის ტაილანდის მთის ტომებს, მათ შორის ტაკში უდიდესი ტომია Karen-ი.[8]
ლტოლვილები
რედაქტირებაგაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 2006 წელს თითქმის 100 000 კაცი, რეგისტრირებული 130 000 კაციდან ტაილანდში, დევნილია მიანმარიდან და განთავსებულია რამდენიმე ლტოლვილთა ბანაკში ტაკის პროვინციაში.[9]
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებატაკის პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 63 ქვეზონისგან (ტამბონ) და 493 სოფლისგან (მუბანი).
გალერეა
რედაქტირება-
მეურნეობათა ტერასები პროვინციაში
-
მდინარე პინგი ტაკის პროვინციაში
-
ლტოლვილთა ბანაკი ტაკის პროვინციაში
-
აღმოსავლური ბაზარი პროვინციაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bhumibol Dam. Rid Go Th. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-17. ციტირების თარიღი: 2008-07-20.
- ↑ Royal Irrigation Department River Gauges Report. RID Stations (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-14. ციტირების თარიღი: 2008-07-20.
- ↑ Chao Phraya River Basin (Thailand). World Water Assessment Programme. ციტირების თარიღი: 2008-07-20.
- ↑ Detailed Map of the Chao Phraya River Basin (Thailand). World Water Assessment Programme. ციტირების თარიღი: 2008-07-20.
- ↑ Thung Yai Naresuan Wildlife Sanctuary. United Nations Environment Programme - World Conservation Monitoring Centre (March 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-18. ციტირების თარიღი: 2008-07-21.
- ↑ Huai Kha Khaeng Wildlife Sanctuary. United Nations Environment Programme - World Conservation Monitoring Centre (March 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-18. ციტირების თარიღი: 2008-07-21.
- ↑ General Information - Tak. North of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-12. ციტირების თარიღი: 2008-07-21.
- ↑ Mountain-Biking and Trekking in Northwest Thailand. Thai Cycling. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-30. ციტირების თარიღი: 2008-08-04.
- ↑ Myanmar Thailand Border: Refugee Population By Gender. The UN Refugee Agency (2006-05-30). ციტირების თარიღი: 2008-11-22.