ლოპბურის პროვინცია
ლოპბური ( ტაი. ลพบุรี ) —პროვინცია ტაილანდის ცენტრალურ რეგიონში. პროვინცია დაყოფილია 11 ადმინისტრაციულ ოლქად, რომლის დედაქალაქია მუეანგ ლოპბურის რაიონი . პროვინციის მოსახლეობა 750 000-ზე მეტია, რის გამოც ის მოსახლეობის მიხედვით ტაილანდში 32-ეა, ხოლო სიდიდით 36-ე. მისი მეზობელი რვა პროვინციაა: ფეტჩაბუნი, ჩაიაფუმი, ნახონ რატჩასიმა, სარაბური, ფრანახონი სი აიუტაია, ანგ ტონგი, სინგბურიბური და ნახონ საუანი .
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ლოპბურის პროვინცია ტაი. ลพบุรี | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Lopburi | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Lop Buri, Phatthana Nikhom, Khok Samrong, Chai Badan, Tha Wung, Ban Mi, Tha Luang, Sa Bot, Khok Charoen, Lam Sonthi და Nong Muang | ||||
კოორდინატები | 14°48′02″ ჩ. გ. 100°39′05″ ა. გ. / 14.80056° ჩ. გ. 100.65139° ა. გ. | ||||
ფართობი | 6 200 კმ² | ||||
მოსახლეობა | 758 733 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 122 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 036 | ||||
საფოსტო ინდექსი | 15 | ||||
ოფიციალური საიტი | lopburi.go.th | ||||
ლოპბური ისტორიულად მნიშვნელოვანი პროვინციაა, სადაც მრავალი ისტორიული ნაგებობა და არტეფაქტი მდებარეობს. ლოპბურში აღმოჩენილია პრეისტორიული დასახლებები. წარსულში ლოპბურს უწოდებდნენ ლავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეფოს აბსოლუტური მონარქი მართავდა.
ისტორია
რედაქტირებალოპბური მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ცნობილია როგორც ლავო. [1] სახელი ლავო აღმოცენდა მონის სამეფოს დვარავატის პერიოდში (მე -6 და მე -11 საუკუნეში). [2] ამ პერიოდში დამპყრობელი ქმერებიქალაქში თავიანთ შთამბეჭდავ ტაძრებს აშენებდნენ. ნავარაუდევია, რომ გარკვეული პერიოდი ლოპბური განთავისუფლებული იყო, რასაც 1115-დან 1155 წლამდე ჩინეთში მისი საელჩო მიწმობს. 1289 წელს მან სხვა ელჩი გაგზავნა ჩინეთში, მაგრამ მალე ტაიელების სამეფო სუხოტაისა და მოგვიანებით აიუთჰაიას ნაწილი გახდა .
აიუთჰაიას პერიოდში, მეფე რამათიბოდ I- მა გაგზავნა ფრა რემესუანი (შემდგომში მეფე რამესუანი) როგორც უპარაჯა, რომ ლოპბურში ემეფა. 1665 წელს დიდმა მეფემ ნარაიმ ბრძანა ახალი სასახლის აშენება, რომელიც მდინარე ლოპბურის აღმოსავლეთ სანაპიროზე აშენდა. ლოპბური გახადა ქვეყნის მეორე დედაქალაქი. მეფე ნარაის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქი თითქმის მიტოვებული და დანგრეული იყო.
1856 წელს მეფე მონგკუტმა, რომელიც ჩაკრის დინასტიის წარმომადგენელი იყო, ნარაის სასახლის აღდგენა ბრძანა. 1938 წელს ქალაქს მნიშვნელობა საბოლოოდ დაუბრუნდა, როდესაც ფელდმარშალმა პლაკ ფიბუნსონგჰრამმა ლოპბური ტაილანდში უდიდესი სამხედრო ბაზის ადგილად აირჩია. ერთი პერიოდი გადაწყვეტილი იყო, რომ ლოპბური ტაილანდის ახალი დედაქალაქი გამხდარიყო მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ . [3]
გეოგრაფია
რედაქტირებალოპბური მდებარეობს მდინარე ჩაო ფრაიას ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ლოპბურსა და მდინარე პა საკს შორის. პროვინციის ტერიტორიის ოცდაათი პროცენტი და თა ვუნგის რაიონის უმეტესი ნაწილი ალუვიური ვაკეებს უკავია . დანარჩენი 70 პროცენტი შერეული ვაკეები და ბორცვებია. პროვინციის აღმოსავლეთ საზღვარს ფეტჩაბუნის მთები ქმნის.
კლიმატი
რედაქტირებალოპბურის პროვინციაში ტროპიკული სავანის კლიმატია ( Köppen- ის კლიმატის კლასიფიკაციის კატეგორია Aw). ზამთარი მშრალი და თბილია. ტემპერატურა მაისამდე იზრდება. მუსონების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გადის, რაც მოიცას ძლიერ წვიმებს და დღისით გრილ ტემპერატურას, თუმცა ამის მიუხედავად ღამეები მაინც თბილია. [4]
სიმბოლოები
რედაქტირებაპროვინციის გერბი გამოხატავ ვიშნუს, რომელიც არის ქხმერული ტაძრის ფრა პრანგ სამ იოდის წინ . [5]
ლოპბურის ფარზე გამოსახულია ფრა ნარაი, რომლის უკანაც ფრა პრანგ სამ იოდია გამოსახული, მასზე წარზერაა: კუნძულებზე ნაჩვენებია ფრა ნარაი, ხოლო ფონზე ფრა პრანგ სემ იოდ. ფარზე გამოსახულია წარწერაც: ,,თავშესაფარი სამი კოშკით". ეს ეხება მეფე ნარაის, რომელმაც 1664 წელს გამაგრებული ქალაქი ა;ტერნატიულ დედაქალაქად აქცია, მაშინ როდესაც აიუთჰაიას ემუქრებოდა ჰოლანდიის საზღვაო ბლოკადა. [6]
პროვინციული ხე, ისევე როგორც პროვინციული ყვავილი ტყვიის ხეა. [7]
ადმინისტრაციული დანაყოფები
რედაქტირებაპროვინციის მთავრობა
რედაქტირებაპროვინცია იყოფა 11 ოლქად ( ამფო ). ოლქები შემდგომ იყოფა 122 ქვე-ოლქად (ტამბონი ) და 1,126 სოფლად ( მუბანი ).[8]
|
|
ტრანსპორტი
რედაქტირებარკინიგზა
რედაქტირებალოპბურის რკინიგზის სადგური არის ტაილანდის ჩრდილოეთის ხაზის სახელმწიფო რკინიგზის სადგური, რომელიც ბანგკოკიდან გამოსული სარკინიგზო ხაზის დასასრულს წარმოადგენს.
Საჰაერო
რედაქტირებახოკ კატიამის საჰაერო ძალების ბაზა ქალაქიდან 9 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. ბაზიდან კომერციული ფრენები არ ხორციელდება.
Განათლება
რედაქტირებათეპსატრის რაჯაბატის უნივერსიტეტი
კასეცარტის უნივერსიტეტი, ლოპბურის კამპუსი
რამხამჰაენგის უნივერსიტეტი, ლოპბურის კამპუსი
პიბულ ვიტაიალაის სკოლა
2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი
რედაქტირებაჯანმრთელობა | Განათლება | დასაქმება | შემოსავალი |
29 | 30 | 36 | 52 |
საცხოვრებელი | ოჯახი | ტრანსპორტი | Მონაწილეობა |
31 | 49 | 70 | 55 |
2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[9]
რანგი | კლასიფიკაცია |
1 - 15 | ,,მაღალი" |
16 - 30 | ,,გარკვეულწილად მაღალი" |
31 - 45 | ,,საშუალო" |
45 - 60 | ,,გარკვეულწილად დაბალი" |
61 - 77 | ,,დაბალი" |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lopburi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 21 June 2015.
- ↑ The Indianized States of Southeast Asia.
- ↑ https://www.komchadluek.net/news/politic/115578
- ↑ Climatological Data for the Period 1981-2010. Thai Meteorological Department. ციტირების თარიღი: 22 December 2019
- ↑ Phra Prang Sam Yot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-22. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Provincial Escutcheon. ციტირების თარიღი: 2015-11-02
- ↑ Lopburi Province (จังหวัดลพบุรี). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-11. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Number of local government organizations by province. Department of Local Administration (DLA) (26 November 2019). ციტატა: „51 Lopburi: 1 PAO, 3 Town mun., 20 Subdistrict mun., 102 SAO.“ ციტირების თარიღი: 10 December 2019
- ↑ Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1