სინგბურის პროვინცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სინგბური ( ტაი. สิงห์บุรี )– ტაილანდის ერთ – ერთი ცენტრალური პროვინცია ( ჩანვატი ). [1] მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ნახონ სავანი, ლოპბური, ანგ ტონგი, სუფჰან ბური და ჩაი ნატი .

პროვინცია
სინგბურის პროვინცია
ტაი. สิงห์บุรี
დროშა გერბი


ถิ่นวีระชนคนกล้า คู่หล้าพระนอน นามกระฉ่อนช่อนแม่ลา เทศกาลกิจปลาประจำปี
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Sing Buri
შიდა დაყოფა Mueang Sing Buri, Bang Rachan, Khai Bang Rachan, Phrom Buri, Tha Chang და In Buri
კოორდინატები 14°53′35″ ჩ. გ. 100°24′42″ ა. გ. / 14.89306° ჩ. გ. 100.41167° ა. გ. / 14.89306; 100.41167
ფართობი 822 კმ²
მოსახლეობა 209 377 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 254.7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 036
საფოსტო ინდექსი 16
ოფიციალური საიტი http://www.singburi.go.th/

სახელწოდება

რედაქტირება

სიტყვა სინგი წარმოიშობა სანსკრიტული სინგჰისგან, რაც ნიშნავს "ლომს" და ბური, სანსკრიტიდან პური - დან , რომელიც ნიშნავს ბური მუეანგს - ,,გამაგრებულ ქალაქს" ან "მცირე ზომის ქალაქს". პროვინციის სახელწოდება სიტყვა- სიტყვით არის ,,ლომის ქალაქი", რომელიც სინგაპურის სახელწოდების ფესვებს იზიარებს.

გეოგრაფია

რედაქტირება

სინგბური მდებარეობს მდინარე ჩაო ფრაიას ხეობის მიმდებარე დაბლობზე. ტერიტორიის ოთხმოცი პროცენტი ფართო და ბრტყელი ადგილებია, რომელთა ნიადაგიც სიფლის მეურნეობისთვის ძალიან გამოსადეგია. მდებარეობს სხვადასხვა ზომის ჭაობებიც. ტერიტორიის საშუალო სიმაღლეა 17 მეტრი ზღვის დონიდან. სინგბურის პროვინციაში წვიმიან სეზონეზე ხშირია წყალდიდოებები.

სინგ ბურის პროვინციაში ტროპიკული სავანის კლიმატია ( Köppen- ის კლიმატის კლასიფიკაციის კატეგორია Aw), რის ფარგლებშიც ზამთარი მშრალი და თბილია. ტემპერატურა მაისამდე იზრდება. მუსონების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, რა დროსაც ხშირია ძლიერი წვიმა და დღის განმავლობაში გარკვეულწილად გრილი ტემპერატურა. ამის მიუხედავად პროვინციაში ღამეები საკმაოდ თბილია.მაქსიმალური ტემპერატურაა 41.4 ° C (106.5 ° ფ.), რომელიც აპრილში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი 10.2 ° C (50.4 ° ვ) დეკემბერში. ნალექების წლიური რაოდენობა 1,125 მილიმეტრია, საშუალო წვიმიანი დღეები კი - 17,6. მაქსიმალური დღიური ნალექი არის 203,4 მილიმეტრი, რომელიც ოქტომბრობით ფიქსირდება. [2]

სინგ ბურის არეალს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ტაილანდის ადრეულ ისტორიაში დვარავატის პერიოდიდან აიუთჰაის პერიოდამდე . დედაქალაქი თავდაპირველად მდინარე ჩაქსის ნაპირას მდებარეობდა. დედაქალაქი პირველად გადაიტანეს მდინარე ნოის დასავლეთით (სინგ სუტჰარის ტაძრის სამხრეთით), ხოლო კიდევ უფრო გვიან გადავიდა პაკ ბანგ კრატუნგში, ტო ფოს რაიონში. 1869 წელს გაერთიანდა რაიონები: ბური, ფრომ ბური და სინგ ბური . 1896 წელს დედაქალაქმა მდებარეობა საბოლოოდ შეიცვალა და ბანგ ფუცას რაიონში დამკვიდრდა. 1917 წელს მუეანგის ოლქმა შეიცვალა სახელი და გახდა ბანგ ფუცას ოლქი. 1938 წელს მთავრობამ შეცვალა დედაქალაქის ოლქის სახელი და პროვინციის სახელი დაარქვა. 1939 წელს სინგის ოლქს ეწოდა ბანგ რაჩანის ოლქი.

სიმბოლოები

რედაქტირება

პროვინციული ბეჭედი წარმოადგენს ხაი ბანგ რაჩანის გამოსახულებას. როდესაც ბირმელები თავს დაესხნენ აიუთჰაიას 1765 წელს, ბანგ რაჩანელი სოფლის მოსახლეობის 11 ლიდერი შეებრძოლა ჯარს, აიუტაიას ჩრდილოეთით. მათ მოახერხეს ბირმელების შეკავება ხუთი თვით,საბოლოოდ კი დამარცხდნენ. მალევე დაეცა აიუტაიაც. ყოველწლიურად 4 თებერვალს სინგბურის პროვინციაში ამ ადგილობრივი გმირების ხსოვნის ცერემონია ტარდება. ეს ამბავი ასევე ასახულია ეთ- ერთ ტაილანდურ ფილმში.

  • ძველი ბეჭედი შეიქმნა 1940 წელს, სადაც ნაჩვენებია ხაი ბანგ რაჩანის ციხე.
  • ახალი ბეჭედი მიიღეს 2004 წელს, სადაც გამოსახულია თერთმეტი ლიდერი, რომლებიც ბირმელების წინააღმდეგ იბრძოდნენ. [3]

პროვინციული ხეა წითელი სანდლის ხე ( Adenanthera pavonina ).

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პროვინციის მთავრობა

რედაქტირება

პროვინცია დაყოფილია ექვს ოლქად ( ამფოები ). [1] რაიონები შემდეგნაირად იყოფა 45 ქვე- ოლქად ( ტამბონები ) და 364 სოფლად ( მუბანები ).[4]

2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი

რედაქტირება

2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[5]

სინგბურის პროვინციას განათლების და ტრანსპორტაციის განყოფილებებში უმაღლესი შეფასება აქვს. მაღალი შეფასება აქვს ჯანდაცვის, კერძო საკუთრებისა და მონაწილეობის დარგებში. შემოსავლის მიხედვით პროვინცია დაბალ საფეხურზეა, ხოლო დასაქმებისა და ოჯახის საკითხებში ყველაზე დაბალი პოზიციები უჭირავს.

  1. 1.0 1.1 Sing Buri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 May 2015.
  2. Climatological Data for the Period 1981-2010. Thai Meteorological Department. ციტირების თარიღი: 22 December 2019
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2020-11-07.
  4. Number of local government organizations by province. Department of Local Administration (DLA) (26 November 2019). ციტატა: „65 Sing Buri: 1 PAO, 2 Town mun., 6 Subdistrict mun., 33 SAO.“ ციტირების თარიღი: 10 December 2019
  5. Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1