ნანი (ქალაქი)
ნანი (ტაი. น่าน) — ქალაქი ტაილანდის ჩრდილოეთში, ნანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.[1]
ქალაქი | |
---|---|
ნანი ტაი. น่าน | |
ქვეყანა | ტაილანდი |
პროვინცია | ნანის პროვინცია |
რეგიონი | ჩრდილოეთი ტაილანდი |
კოორდინატები | 18°47′00″ ჩ. გ. 100°47′00″ ა. გ. / 18.78333° ჩ. გ. 100.78333° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1558 |
ფართობი | 7.60 კმ² |
კლიმატის ტიპი | ტროპიკული |
ოფიციალური ენა | ტაი |
მოსახლეობა | 21,333 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+7 |
სატელეფონო კოდი | 0-5471-0234 |
საფოსტო ინდექსი | 054-771646 |
ოფიციალური საიტი | nancity.go.th |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს ლაოსის საზღვართან ახლოს, მდინარე ნანის მარჯვენა ნაპირზე, დედაქალაქ ბანგკოკიდან 668 კმ ჩრდილოეთით.
ისტორია
რედაქტირებაXVI საუკუნემდე იყო პატარა სამეფოს ნაწილი, რომელსაც არ ჰქონდა საგარეო ურთიერთობები. მოგვიანებით გახდა ლანსანგის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც იყო გადაჭიმული დღევანდელი ლაოსისა და ტაილანდის ტერიტორიაზე. XVI საუკუნის ბოლოსთვის ქალაქი შევიდა, როგორც ერთ-ერთი სამთავრო ლანის (ტაი. อาณาจักรล้านนา) სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1931 წლამდე ნანი მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად იყო სიამის ტერიტორიის ნაწილი, ხოლო შემდეგ გახდა ტაილანდის სახელმწიფოს ნაწილი.
გალერეა
რედაქტირება-
ბუდას ქანდაკება
-
ფრესკები ნანში
-
Wat Phra That Chang Kham
-
მოოქროვილი სპილოს ქანდაკება Wat Phra That Chang Kham
-
Wat Phaya Wat
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 18 May 2015.