უტარადიტის პროვინცია

უტარადიტის პროვინცია (ტაი. อุตรดิตถ์) — ტაილანდის ერთ-ერთი ჩრდილოეთ პროვინცია (ჩანგვათი). მეზობელი პროვინციებია: ფიტსანულოკი, სუქოტაი, ფრე და ნანი. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ლაოსი. უტარადიტი მდებარეობს 488 კმ-ით ჩრდილოეთით ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკიდან და 238 კმ-ით სამხრეთით ჩიანგმაიდან.

პროვინცია
უტარადიტის პროვინცია
ტაი. อุตรดิตถ์
დროშა გერბი


เหล็กน้ำพี้ลือเลื่อง เมืองลางสาดหวาน บ้านพระยาพิชัยดาบหัก ถิ่นสักใหญ่ของโลก
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Uttaradit
შიდა დაყოფა Mueang Uttaradit, Tron, Tha Pla, Nam Pat, Fak Tha, Ban Khok, Phichai, Laplae და Thong Saen Khan
კოორდინატები 17°37′47″ ჩ. გ. 100°05′48″ ა. გ. / 17.62972° ჩ. გ. 100.09667° ა. გ. / 17.62972; 100.09667
ფართობი 7,838.6 კმ²
მოსახლეობა 460,400 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 59 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+7]]
სატელეფონო კოდი +(66) 0 5541 1977 ან (+66) 0 5541 1537
საფოსტო ინდექსი 53
ოფიციალური საიტი uttaradit.go.th

უტარადიტის პროვინცია არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პროვინცია მთელი ტაილანდის ტერიტორიაზე მისი ბუნების გამო. მის ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ბრინჯის მინდორი, ჩაის პლანტაციები, უძველესი სალოცავები, ჩანჩქერები და მთის ნაკადულები.

უტარადიტი ნიშნავს "ჩრდილოეთის პორტს" ან "ჩრდილოეთის სადესანტოს". უტარადიტი ადრე იყო სავაჭრო ცენტრი მდინარე ნანზე.[1]

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინცია მდებარეობს მდინარე ნანის ხეობაში. დაახლოებით 45 კილომეტრში, ქალაქ უტარადიტის დედოფალი სირიქითის დამბისგან, რომელიც განთავსებულია 250 კმ²-იან ხელოვნურ ტბაზე. Phi Pan Nam Range-ის მთათა სისტემა გადის პროვინციის ჩრდილოეთიდან დასავლეთით.

პროვინცია ყველაზე მეტად დაფარულია ტექის ხით, რომელიც პროვინციის ძირითადი პროდუქტიც არის. აქ არის ნაპოვნი მსოფლიოში უდიდესი ტექის ხე.[2] 1500 წლის ხის ზომებია: გარშემოწერილობა - 9,87 მ და 37 მ სიმაღლეში. თავდაპირველად ხე იყო 48.5 მეტრი სიმაღლეში, მაგრამ ქარიშხალის დროს დაზიანდა.

კლიმატი ამ რეგიონში არ არის ცხელი, ქვეყნის სამხრეთან შედარებით. ზამთარში ტემპერატურა შეიძლება ჩამოვარდეს 10°C-მდე.

დემოგრაფია

რედაქტირება

ამ რეგიონში ცხოვრობენ სხვადასხვა უძველესი ტომები, კერძოდ: Meo, Akha, Mon, Lisu, Lahu, Karen.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
უტარადიტის პროვინციის რაიონები

უტარადიტის პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 67 ქვეზონისგან (ტამბონ) და 562 სოფლისგან (მუბანი).

  1. ქალაქი უტარადიტი
  2. ტრონი
  3. ტჰაპლა
  4. ნამპატი
  5. ფაკტჰა
  6. ბან-კჰოკი
  1. პჰიჩაი
  2. ლაპლაი
  3. ტჰონგსაიენკჰანი

ეროვნული პარკები

რედაქტირება

პროვინციის ყველაზე ცნობილი პარკია ფჰუსაიდო. კიდევ ერთი პარკია კლონგ ტრონი (Klong Tron)[3], რომლის ფართობია დაახლოებით 518 კმ² და მდებარეობს მთიანი რელიეფის მქონე ხეობაში.

ფჰუსაიდოს ეროვნული პარკი
ფჰუსაიდოს ეროვნული პარკი
  1. Uttaradit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 20 Apr 2015.
  2. ดร.กระมล ทองธรรมชาติ และคณะ, สังคมศึกษา ศาสนาและวัฒนธรรม ม.1, สำนักพิมพ์ อักษรเจริญทัศน์ อจท. จำกัด, 2548, หน้า 24-25
  3. Khlong Tron National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-27. ციტირების თარიღი: 2016-02-17.