ტაილანდის დემოგრაფია

ტაილანდის დემოგრაფია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიულ სტატისტიკურ სურათს წარმოაჩენს. ქვეყნის დემოგრაფია მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე და განაწილება, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური მიკუთვნება და სხვა მახასიათებლები.[1]

ტაილანდის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა

მოსახლეობა

რედაქტირება
 
ტაილანდის მოსახლეობა (1951–2015).

ტაილანდში წარმატებით ხორციელდება მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ოჯახის დაგემგვის პროგრამა, რომელსაც 1960 წლიდან 2015 წლამდე პერიდში მოსახლეობის ზრდის 3.1%-დან 0.4%-მდე შემცირება მოჰყვა.[2] მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2010-2040 წლებში სამუშაო ასაკის მოსახლეობის წილი 10%-ით შემცირდება. 1970 წელს ტაის შინამეურნეობაში 5.7 ადამიანი ცხოვრობდა. 2010 წლის აღწერის მიხედვით, შინამეურნეობებში ადამიანების რაოდენობა 3.2-მდე შემცირდა. მართალია ტაილანდს აზიაში გამორჩეული სოციალური უსაფრთხოების სისტემა აქვს, მაგრამ მოსახლეობის სტრუქტურაში ხანდაზმული მოსახლეობის წილის ზრდა ქვეყნისთვის დიდ გამოწვევას წარმაოდგენს.[3][4]

ტაილანდის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანას ოფიციალური რელიგია აქვს. ქვეყანაში უპირატესობით სარგებლობს ბუდიზმი, თუმცა სხვა რელიგიების აღმსარებლობაც დაშვებულია. მოსახლეობის 93.5% ბუდისტია, 5.4% — მუსლიმი, 1.1% — ქრისტიანი, ხოლო 0.1% — სხვა რელიგიის მიმდევარიან ან არცერთ რელიგიას მიაკუთვნებს თავს. ტაილანდის კანონი ოფიციალურად აღიარებს ხუთ რელიგიას: ბუდიზმს, ისლამს, ინდუიზმს, სიქიზმსა და ქრისტიანობას.[5]

დემოგრაფიული სტატისტიკა

რედაქტირება
 
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ტაილანდში 1937 წლიდან

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის მიხედვით, ტაილანდის მოსახლეობა დაახლოებით 69.7 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2000 წელს ტაილანდის მოსახლეობა 60 916 441 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის — 65 981 000 ადამიანს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 0.3%-ია. ტაის ეთნოსთან ერთად, ქვეყნის ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ჩინელები, მალაიები, ლაოები, ბირმელები, კამბოჯელები, ინდოელები და სხვები.

2020 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: მოსახლეობის 16.5% 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, 13.02% — 15-14 წლების ჯგუფს, 45.69% — 25-54 წლების ასაკობრივ ჯგუფს, 13.01% — 55-64 წწ. ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 11.82% 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა ჯგუფს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის 65 გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა 19.5%-ს გადააჭარბებს, ხოლო 2040 წლისთვის მათი წილი 25%-ზე მეტი იქნება.[6]

ტაილანდის მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი 73.6 წელია (მამაკაცებისთვის — 71.24 წელი, ხოლო ქალებისთვის — 76.08 წელი).

World Factbook-ის მიხედვით, ტაილანდის მოსახლეობის 95.9%-ს ტაის ეთნიკური ჯგუფი შეადგენს, 2%-ს — ბირმელები, ხოლო 1.3% — სხვა ჯგუფებს, 0.8% კი არ არის დადგენილი.

2015 წლის მონაცემებით, წერა-კითხვის ცოდნის დონე 92.9%-ს უდრის: ქალებისთვის 91.2%-ია, ხოლო კაცებისთვის — 94.7%.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Population by religion, region and area, 2018. NSO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 9 March 2021
  2. Thailand Population Growth Rate 1950–2021. ციტირების თარიღი: 2021-03-09
  3. (2016) Live Long and Prosper; Aging in East Asia and Pacific. Washington, DC: World Bank. ISBN 978-1-4648-0470-0. 
  4. Dombrowski, Katja. Modernity has arrived (2013-10-03). ციტირების თარიღი: 2015-01-05
  5. US State Dept 2022 report.
  6. Mala, Dumrongkiat (2016-05-28). „Prawase calls for care of ageing society“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 28 May 2016.