გაბრიელ კალდერონი

არგენტინელი ფეხბურთელი

გაბრიელ უმბერტო კალდერონი (ესპ. Gabriel Humberto Calderón; დ. 7 თებერვალი, 1960, რავსონი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.[1] თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 1979 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4] 1989 წლის კოპა ამერიკის ბრინჯაოს პრიზიორი[5] და 1990 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[6][7][8] 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[9][10][11][12][4]

გაბრიელ კალდერონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გაბრიელ უმბერტო კალდერონი
დაბადების
თარიღი
7 თებერვალი, 1960 (1960-02-07) (64 წლის)
დაბადების
ადგილი
რავსონი, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1974–1975 ჟერმინალ დე რავსონი
1975–1976 ელ-პორვენირი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1977 ელ-პორვენირი 25 (3)
1977–1981 რასინგ კლუბი 113 (16)
1978   ლანუსი 24 (0)
1981–1983 ინდეპენდიენტე 74 (15)
1983–1987 რეალ ბეტისი 131 (38)
1987–1990 პარი სენ-ჟერმენი 102 (20)
1990–1992 სიონი 47 (17)
1992–1993 სტად მალერბ კანი 36 (2)
1993–1994 ლოზან-სპორტი 31 (5)
სულ 583 (116)
ეროვნული ნაკრები
1979 არგენტინა 20-წლამდე 6 (3)
1980–1990 არგენტინა 23 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1997 სტად მალერბ კანი
1997 სტად მალერბ კანი (გენ. დირ. მ.)
1997–2002 სტად მალერბ კანი (ახალგ.)
2003 ლოზან-სპორტი
2004–2005 საუდის არაბეთი
2007–2008 ომანი
2008–2010 ალ-იტიჰადი
2010–2011 ალ-ჰილიალი
2011–2012 ბანი იასი
2012–2013 ბაჰრეინი
2014 რეალ ბეტისი
2014–2016 ალ-ვასლი
2017 კატარი სკ
2019–2020 პერსეპოლისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სათამაშო კარიერა

რედაქტირება
 
„ინდეპენდიენტეში“ 1983 წელს

გაბრიელ კალდერონი 1960 წლის 7 თებერვალს, ჩუბუტის პროვინციის ქალაქ რავსონში, ხოსე მარია და ისაბელ კალდერონების ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. გაბრიელი ყველაზე უფროსი იყო ცხრა და-ძმას შორის და ხუთი წლის ასაკიდან აქტიურად ეხმარებოდა მშობლებს უმცროს და-ძმებზე ზრუნვასა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლაში.[13]

საფეხბურთო კარიერა 1974 წელს, მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბ „ჟერმინალ დე რავსონის“ რიგებში დაიწყო.[13] მომდევნო წელს საფეხბურთო კლუბ „ელ-პორვენირის“ ჯერ მეორე გუნდში, ხოლო შემდეგ პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში განაგრძო თამაში. „ელ-პორვენირის“ ღირსებას 1976 წლის ჩათვლით იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 25 მატჩი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.

რასინგ კლუბი

რედაქტირება

1977 წელს 17 წლის ასაკში „რასინგ კლუბის“ რიგებში ჩაირიცხა.[13] იმ პერიოდში კლუბს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ალფიო ბასილე ედგა სათავეში, რომელიც ახალწვეული ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა. კალდერონს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას ნამდვილად გაუმართლა, როდესაც კარიერის დასაწყისში მას ასეთ მწვრთნელთან მოუწია მუშაობა, რომლის მხრიდანაც იგი ყოველთვის გრძნობდა თანადგომასა და მხარდაჭერას.[14]

1978 წელს იჯარით გადავიდა არგენტინის მეორე დივიზიონში მოასპარეზე ქალაქ ლანუსის ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბ „ლანუსში“,[14] რომლის მაისურითაც 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1979 წელს კვლავ „რასინგს“ დაუბრუნდა, სადაც 1981 წლის ჩათვლით ითამაშა. საერთო ჯამში მის რიგებში 113 შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე და 16 გოლი გაიტანა.

ინდეპენდიენტე

რედაქტირება

1981–1983 წლებში „ინდეპენდიენტეს“ რიგებში თამაშობდა. აქ მან 74 მატჩი ჩაატარა და 15-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება. „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში იგი 1981 წელს ნასიონალის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ხოლო 1982 წელს მეტროპოლიტანოს ვიცე-ჩემპიონი ხდება.[15] 1983 წელს საკლუბო კარიერაში თავის პირველ საჩემპიონო ტიტულს ისაკუთრებს, როდესაც კლუბთან ერთად მეტროპოლიტანოს ჩემპიონატში იმარჯვებს. იმავე წელს იგი ნასიონალის ვიცე-ჩემპიონობას ამატებს თავის საკლუბო მიღწევებს.[16]

რეალ ბეტისი

რედაქტირება

„ინდეპენდიენტეს“ შემდეგ არგენტინიდან ესპანეთში გადაინაცვლა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „რეალ ბეტისის“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1983–1987 წლების განმავლობაში ჩატარებულ 131 მატჩში 38 გოლი გაიტანა.[17] ესპანურ კლუბთან ერთად მან ესპანეთის ლიგის თასის ფინალში გასვლა შეძლო, სადაც სევილიელებს ორმატჩიან დაპირისპირებაში „ბარსელონასთან“ უნდა გაერკვიათ ურთიერთობა. ფინალის პირველი შეხვედრა 1986 წლის 11 ივნისს, სევილიაში, „ესტადიო ბენიტო ვილიამარინზე“ გაიმართა. მატჩის მე-16 წუთზე კალდერონის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალის მეორე შეხვედრა ორი დღის შემდეგ 14 ივნისს, ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ შედგა. გადამწყვეტ შეხვედრაში კატალონიელებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს სტუმართა კარში და არგენტინელის გუნდი ლიგის თასის გარეშე დატოვეს, რომლის ესპანურ კარიერაშიც ესპანეთის ლიგის თასის ფინალში თამაში ყველაზე დიდ მიღწევად დარჩა.[18]

პარი სენ-ჟერმენი

რედაქტირება

საკლუბო კარიერა კვლავ ევროპაში, ამჯერად, საფრანგეთში, საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში განაგრძო. პირველად პარიზული კლუბის მაისურით მოედანზე 1987 წლის 15 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ „ნიორის“[კომ. 1] წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო ბოლო შეხვედრა — მარსელის „ოლიმპიკთან“ 1990 წლის 21 აპრილს ითამაშა.[19] სულ 1987–1990 წლების განმავლობაში ჩატარებულ საფრანგეთის ჩემპიონატის 102 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ევროთასების ჩათვლით — 113 შეხვედრა ჩაატარა და 23-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.[19]

კალდერონის პირველი ფრანგული საფეხბურთო სეზონი მისი კლუბისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ სატურნირო ცხრილში 34 ქულით 20 გუნდს შორის მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა,[20][21] ხოლო არგენტინელმა 38 საჩემპიონატო მატჩიდან 32 შეხვედრა ითამაშა და 4 ბურთი შეაგდო.

გაცილებით წარმატებული გამოდგა პარიზელთათვის მომდევნო 1988–89 წლების სეზონი. კლუბმა მოახერხა ორწლიანი კრიზისის დაძლევა და კალდერონმაც გუნდთან ერთად საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.[22][23] ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენი“, რომელმაც 38 მატჩიდან 19 მოიგო, 6 დათმო, 13 ფრედ დაამთავრა და 70 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა — მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა ქვეყნის ჩემპიონ მარსელის „ოლიმპიკს“, სადაც იმ დროს სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჟან-პიერ პაპენი და ერიკ კანტონაც გამოდიოდნენ.

„პარი სენ-ჟერმენის“ შემდეგ საფრანგეთიდან შვეიცარიაში გადავიდა და ქალაქ სიონის შვეიცარიის სუპერლიგის მონაწილე, ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბ „სიონში“ განაგრძო გამოსვლა, სადაც მთავარ მწვრთნელად მისი თანამემამულე, „ინდეპენდიენტესა“ და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მისი ყოფილი თანაგუნდელი ენსო ტროსერო მუშაობდა.[14] აქ მან 1990–1992 წლების განმავლობაში ჩატარებულ 47 მატჩში 17 გოლი შეაგდო. 1991 წელს გუნდთან ერთად მან შვეიცარიის თასისა[24] და შვეიცარიის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონობის მოპოვება შეძლო,[25] ხოლო მომდევნო 1992 წელს შვეიცარიის სუპერლიგის ჩემპიონობა მოიპოვა. ამასთან ერთად, ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.[14]

შვეიცარიის თასის ფინალი 1991 წლის 20 მაისს ბერნის „ვანკდორფის“ სტადიონზე შედგა, სადაც კალდერონის „სიონს“ და ადგილობრივი „იანგ ბოიზი“ დაუპირისპირდა. თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, რომლებიც შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ „სიონის“ ნახევარმცველის ალვარო ლოპესის ავტოგოლისა და დარიო ზუფის გოლის წყალობით ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა „სიონმა“ ჯერ დევიდ ორლანდოს დუბლით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ ალექსანდრე რეის გამარჯვების მომტანი გოლით — 3–2 დაამარცხა მეტოქე და ქვეყნის თასს დაეუფლა. სპეციალისტთა შეფასებით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო სანახაობრივი და მეტად დრამატული ფინალი შვეიცარიის თასის გათამაშების ისტორიაში.[26][27][28]

1992–1993 წლების სეზონი ქალაქ კანის საფეხბურთო კლუბ „სტად მალერბ კანის“ რიგებში გაატარა, სადაც 36 შეხვედრაში ორჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

ლოზან-სპორტი

რედაქტირება

საკლუბო კარიერა 34 წლის ასაკში, შვეიცარიაში, ამჯერად ქალაქ ლოზანის საფეხბურთო კლუბ „ლოზან-სპორტის“ შემადგენლობაში დაასრულა. 1993–1994 წლების სეზონში მან გუნდის მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა და ხუთჯერ შეძლო გოლის გატანა.

სანაკრებო

რედაქტირება

1977–1980 წლებში არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, სადაც 20 მატჩში ხუთჯერ იღებს მეტოქეთა კარს. 1979 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე გუნდთან ერთად ტურნირის გამარჯვებული ხდება.[3] პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში კალდერონს ორი ბურთი გააქვს პოლონელთა კარში. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 მთავრდება.[29] კიდევ ერთი ბურთი ალჟირის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გააქვს. მატჩს კვლავ არგენტინელები იგებენ (5–0).[30] ნახევარფინალში ურუგვაის (2–0),[31] ხოლო ფინალში სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრების დამარცხების შემდეგ (3–1), კალდერონი თანაგუნდელებთან ერთად ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ისაკუთრებს.[32]

1980–1990 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[33] რომლის შემადგენლობაში 23 შეხვედრას ატარებს და ერთი ბურთი გააქვს. ეს ერთადერთი სანაკრებო გოლი მან გფრ-ს ეროვნულ ნაკრებთან ბუენოს-აირესში, 1982 წლის 24 მარტს[34] გამართულ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის 67-ე წუთზე, გერმანელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის ჰარალდ შუმახერის კარში მარადონასთან გათამაშებული „კედლის“ შემდეგ გაიტანა.[35][36][37]

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 30.04.1980 არგენტინა   1–0   ირლანდია[კომ. 2] [38]
2 16.05.1980 ირლანდია   0–1   არგენტინა
  73'
[39]
3 09.03.1982 არგენტინა   0–0   ჩეხოსლოვაკია [40]
4 24.03.1982 არგენტინა   1–1   გფრ
  67'
[41][42]
5 18.06.1982 ალიკანტე არგენტინა   4–1   უნგრეთი ესპანეთი 82
  24'
[43]
6 23.06.1982 ალიკანტე არგენტინა   2–0   სალვადორი ესპანეთი 82
  78'
[44][45]
7 29.06.1982 ბარსელონა არგენტინა   1–2   იტალია
  58'
[46][47]
8 02.07.1982 ბარსელონა არგენტინა   1–3   ბრაზილია [48][49]
9 12.05.1983 ჩილე   2–2   არგენტინა
  68'
[50][51]
10 23.06.1983 არგენტინა   1–0   ჩილე [52]
11 14.07.1983 პარაგვაი   1–0   არგენტინა
ბოგადოს თასი
(1)
[53][54]
12 12.10.1988 ესპანეთი   1–1   არგენტინა [55][56]
13 02.07.1989 არგენტინა   1–0   ჩილე [57][58]
14 04.07.1989 არგენტინა   0–0   ეკვადორი [59]
15 08.07.1989 ურუგვაი   0–1   არგენტინა
  80'
[60]
16 12.07.1989 ბრაზილია   2–0   არგენტინა
  55'
[61]
17 16.07.1989 არგენტინა   0–0   პარაგვაი
  46'
[62]
18 28.03.1990 შოტლანდია   1–0   არგენტინა [63][64]
19 08.06.1990 მილანი არგენტინა   0–1   კამერუნი იტალია 90
  69'
[65][66]
20 24.06.1990 ტურინი არგენტინა   1–0   ბრაზილია
  62'
[67][68]
21 30.06.1990 ფლორენცია არგენტინა   0–0   იუგოსლავია
(2)   87'
[69][70]
22 03.07.1990 ნეაპოლი არგენტინა   1–1   იტალია
(3)   46'
[71][72]
23 08.07.1990 რომი არგენტინა   0–1   გფრ
  53'
[73][74]

სამწვრთნელო კარიერა

რედაქტირება

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სატელევიზიო კომენტატორად. ამის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

1997 წლიდან 2000 წლამდე ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „სტად მალერბ კანში“ ეწეოდა მოღვაწეობას. თავიდან მთავარი მწვრთნელის რანგში 1997 წლის ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, შემდეგ, წლის ბოლომდე, როგორც კლუბის გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო ბოლოს, როგორც კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელთა მომზადების ხელმძღვანელი.

2003 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით შვეიცარულ საფეხბურთო კლუბ „ლოზან-სპორტში“ ეკავა მთავარი მწვრთნელის პოსტი. კლუბმა მისი ხელმძღვანელობით 15 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან ხუთი მატჩი მოიგო, ხუთი დათმო და ხუთიც ფრედ დაამთავრა.

საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრები

რედაქტირება

2004 წლის ნოემბრის ბოლოს კალდერონი საუდის არაბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.[14][81][82] ეს იყო პირველი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მის სამწვრთნელო კარიერაში. პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც კალდერონის ხელმძღვანელობით საუდის არაბეთის ეროვნულმა ნაკრებმა გამართა იყო კატარში გამართული სპარსეთის ყურის ერთა თასის B ჯგუფის მატჩი ქუვეითის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა 2004 წლის 11 დეკემბერს კატარის ქალაქ ერ-რაიანის „აჰმედ ბინ ალის“ სტადიონზე[კომ. 5] შედგა და ქუვეითელთა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[83] B ჯგუფის მომდევნო შეხვედრა იემენის ეროვნულ ნაკრებთან საუდელებმა 2–0 მოიგეს,[84] თუმცა ჯგუფური ეტაპის მესამე და გადამწყვეტი მატჩი ბაჰრეინის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 0–3 დათმეს[85] და ტურნირს გამოეთიშნენ.[86]

სპარსეთის ყურის ერთა თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ საუდის არაბეთის ეროვნულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით წარმატებით განვლო 2005 წლის 9 თებერვლიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებული 2006 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდი და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.[87] 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ორივე რაუნდის ფარგლებში წაუგებლად ჩატარებულ 12 შეხვედრაში,[კომ. 6] რომელთაგან საუდელებმა 10 მოიგეს და ორი ფრედ დაამთავრეს, საუდელთა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 59 ფეხბურთელს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.[81][88]

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღწეული ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ მოულოდნელი აღმოჩნდა საუდელთა ეროვნული გუნდის წარუმატებელი გამოსვლა დასავლეთ აზიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე, რომელიც კვლავ კატარში გაიმართა 2005 წლის პირველიდან ათი დეკემბრის ჩათვლით. ჩატარებული ოთხი მატჩიდან საუდელებმა სამი დათმეს და მხოლოდ ერთი მოიგეს.[89][90] აღნიშნულ ტურნირზე ასეთი სუსტი გამოსვლა გახდა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კალდერონის წასვლის უმთავრესი მიზეზი. სულ საუდის არაბეთის ეროვნულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 19 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან რვა მატჩი მოიგო — იემენთან (2–0),[84] ტაჯიკეთთან (3–0),[91] თურქმენეთთან (1–0),[92] ორჯერ სამხრეთ კორეასთან (2–0)[93] და (1–0),[94] ქუვეითთან (3–0),[95] უზბეკეთთან (3–0)[96] და პალესტინასთან (2–0);[89] შვიდი დათმო — ქუვეითთან (1–2),[83] ბაჰრეინთან (0–3),[85] ეგვიპტესთან (0–1),[97] ფინეთთან (1–4),[98] განასთან (1–3),[99] ორჯერ ერაყის ეროვნულ ნაკრებთან (1–5)[100] და (0–2)[101] და ოთხიც ფრედ დაამთავრა — უნგრეთთან (0–0),[102] უზბეკეთთან (1–1),[103] ქუვეითთან (0–0)[104] და ბაჰრეინთან (1–1).[105] ნაკრებიდან წასვლის შემდეგ მის ნაცვლად ბრაზილიელი სპეციალისტი მარკოს პაკეტა დაინიშნა.

ომანის ეროვნული ნაკრები

რედაქტირება

2007 წლის აპრილის დასაწყისში კალდერონმა ომანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.[14] მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2007 წლის აზიის საფეხბურთო თასის გათამაშებაზე იასპარეზა, რომელსაც პირველად ტურნირის ისტორიაში ერთდროულად ოთხმა ქვეყანამ ინდონეზიამ, მალაიზიამ, ტაილანდმა და ვიეტნამმა 7-დან 29 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა.[106] პირველი მატჩი, რომელიც არგენტინელი სპეციალისტის თავკაცობით ომანის ეროვნულმა ნაკრებმა გამართა აღნიშნულ ტურნირზე იყო A ჯგუფის მატჩი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[4] შეხვედრა 2007 წლის 8 ივლისს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის „რაჯამანგალას“ სტადიონზე[კომ. 7] შედგა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დამთავრდა.[107][კომ. 8] A ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ტაილანდის ეროვნულ ნაკრებთან ომანელებმა 0–2 დათმეს.[108] ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კალდერონის გუნდს A ჯგუფის მესამე და გადამწყვეტ შეხვედრაში მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა ერაყის ეროვნული ნაკრები, თუმცა შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა[109] და ომანელები, რომლებმაც მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შეძლეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, ტურნირს გამოეთიშნენ.[110]

სტატისტიკა

რედაქტირება
კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი (1) საერთ (2) ჯამში (3)
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ელ-პორვენირი
  არგენტინა
D2 1976 25 3 - - - - 25 3
სულ 25 3 0 0 0 0 25 3
რასინგ კლუბი
  არგენტინა
D1 1977 28 3 - - - - 28 3
სულ 28 3 0 0 0 0 28 3
ლანუსი
  არგენტინა
D2 1978 24 0 - - - - 24 0
სულ 24 0 0 0 0 0 24 0
რასინგ კლუბი
  არგენტინა
D1 1979 40 5 - - - - 40 5
1980 45 8 - - - - 45 8
სულ 85 13 0 0 0 0 85 13
ინდეპენდიენტე
  არგენტინა
D1 1981–83 74 15 - - - - 74 15
სულ 74 15 0 0 0 0 74 15
რეალ ბეტისი
  ესპანეთი
[111][112]
D1 1983–84 33 7 5 1 - - 38 8
1984–85 29 5 11 2 0 0 40 7
1985–86 32 8 8 2 - - 40 10
1986–87 37 18 5 2 - - 42 20
სულ 131 38 29 7 0 0 160 45
პარი სენ-ჟერმენი
  საფრანგეთი
[19]
D1 1987–88 32 4 2 0 - - 34 4
1988–89 38 7 4 2 - - 42 9
1989–90 32 9 1 0 4 1 37 10
სულ 102 20 7 2 4 1 113 23
სიონი
  შვეიცარია
D1 1990–91 22 8 - - - - 22 8
1991–92 25 9 - - 2 0 27 9
სულ 47 17 0 0 2 0 49 17
სტად მალერბ კანი
  საფრანგეთი
D1 1992–93 36 2 3 1 2 0 41 3
სულ 36 2 3 1 2 0 41 3
ლოზან-სპორტი
  შვეიცარია
D1 1992–93 31 5 - - - - 31 5
სულ 31 5 0 0 0 0 31 5
სულ ჯამში 583 116 39 10 8 1 630 127
(1) ესპანეთის თასის, ესპანეთის ლიგის თასისა და საფრანგეთის თასის მონაცემების ჩათვლით.
(2) უეფა-ს თასისა და ევროპის თასების მფლობელთა თასის მონაცემების ჩათვლით.
(3) ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.

სანაკრებო

რედაქტირება
ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური მუნდიალი კოპა ამერიკა სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
 
1980 2 0 - - - - - - 2 0
1982 2 1 4 0 - - - - 6 1
1983 0 0 - - - - 3 0 3 0
1988 1 0 - - - - - - 1 0
1989 0 0 - - 5 0 - - 5 0
1990 1 0 5 0 - - - - 6 0
სულ ჯამში 6 1 9 0 5 0 3 0 23 1

სამწვრთნელო

რედაქტირება
გუნდი -დან -მდე მონაცემები
გბ მბ ბს მ %
  სტად მალერბ კანი 01/07/1997 31/10/1997 118 43 39 36 158 131 +27 36.44
  ლოზან-სპორტსი 20/03/2003 30/06/2003 15 5 5 5 23 22 +1 33.33
  საუდის არაბეთი 26/11/2004 19/12/2005 20 9 4 7 26 22 +4 45.00
  ომანი 04/04/2007 14/01/2008 28 13 11 4 34 27 +7 46.43
  ალ-იტიჰადი 22/05/2008 08/11/2009 63 44 11 8 153 76 +77 69.84
  ალ-ჰილიალი 05/11/2010 18/06/2011 37 25 9 3 73 31 +42 67.57
  ბანი იასი 27/11/2011 30/05/2012 24 11 7 6 40 33 +7 45.83
  ბაჰრეინი 27/10/2012 13/08/2013 21 9 8 4 22 16 +6 42.86
  რეალ ბეტისი[113] 20/01/2014 16/06/2014 21 6 3 12 23 37 −14 28.57
  ალ-ვასლი[114][115] 14/10/2014 25/05/2016 19 7 6 6 32 31 +1 36.84
  კატარი სკ 04/07/2017 25/11/2017 9 1 1 7 8 21 −13 11.11
  პერსეპოლისი 01/07/2019 12/01/2020
19 14 1 4 24 7 +17 73.68
ჯამში 394 187 105 102 621 454 +167 47.46

მსოფლიო ჩემპიონატებზე

რედაქტირება

გაბრიელ კალდერონმა მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[13] მათ შორის იტალიის 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც არგენტინელებმა მინიმალური სხვაობით 0–1 დათმეს გფრ-ს ნაკრებთან. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, კერძოდ 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0–0 იყო, გერმანელთა კაპიტნის ლოთარ მათეუსისა და კალდერონის ორთაბრძოლისას, ეს უკანასკნელი მეტოქის საჯარიმო მოედანზე წაიქცა, რის გამოც სპეციალისტების უმრავლესობის შეფასებით, მატჩის არბიტრს თავისუფლად შეეძლო თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, თუმცა შეხვედრის მექსიკელმა მსაჯმა ედგარდო კოდესალმა არგენტინელის წაქცევა პენალტის დადების საკმარის მიზეზად არ მიიჩნია და მატჩი განაგრძო.[116][117]

ქვემოთ მოყვანილია 1982 წლის ესპანეთისა[118][119][120] და 1990 წლის იტალიის[121][122][123] მსოფლიო ჩემპიონატების სტატისტიკა და მატჩები მისი მონაწილეობით.[124]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982   ესპანეთი   5 თავდამსხმელი 4 0 2 0 2 მეორე ჯგუფური ეტაპი (C ჯგუფი)
1990   იტალია   6 ნახევარმცველი 5 0 1 2 2
ვიცე-ჩემპიონი

ჩატარებული მატჩები

რედაქტირება
ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გაბრიელ კალდერონის მონაწილეობით
თარიღი
შეხვედრის ადგილი
გუნდი პირველი
ანგარიში
გუნდი მეორე
რაუნდი
წყარო
1 18.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა   4–1   უნგრეთი პირველი რაუნდი, ჯგუფი 3
2 23.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა   2–0   სალვადორი პირველი რაუნდი, ჯგუფი 3
3 29.06.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა   1–2   იტალია
4 02.07.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა   1–3   ბრაზილია
იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გაბრიელ კალდერონის მონაწილეობით

ლიტერატურა

რედაქტირება

მიღწევები

რედაქტირება
 
კალდერონის საგოლე დარტყმა. 02.09.1979[კომ. 9]
 
ინდეპენდიენტე
რეალ ბეტისი
პარი სენ-ჟერმენი
სიონი

სანაკრებო

რედაქტირება
არგენტინა 20-წლამდე
არგენტინა

სამწვრთნელო

რედაქტირება
ალ-იტიჰადი
ალ-ჰილიალი
  • საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგა: 2010–11
  • კრონპრინცის თასი: 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
სოციალური ქსელები
Instagram · Twitter
თემატური საიტები
AFS · BDFA · BDFutbol · Calcio.com · Ceroacero.es (player) · Ceroacero.es (coach) · Eurosport · FBref.com · FootballDatabase.eu · Football Top.com · Footballplayers.ru · Football World Rankings · National Football Teams.com · Pes Miti del Calcio · PlaymakerStats.com · Saudi Team · Solofutbol.cl · Sport360 · Transfermarkt (P) · Transfermarkt (M) · WorldFootball.net
ფოტო
Alamy · Getty Images
მედია
La Nación · Tehran Times

კომენტარები

რედაქტირება
  1. საფეხბურთო კლუბი „ნიორი“ (ფრანგ. Niort) ამჟამად გამოდის საფრანგეთის მეორე დივიზიონში სახელწოდებით „შამუა ნიორტე“ (ფრანგ. Chamois Niortais Football Club) — ჩამოყალიბდა 1925 წელს და არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთი სეზონის (1987–88) განმავლობაში იასპარეზა საფრანგეთის პირველ დივიზიონში, რა დროსაც მე-18 ადგილი დაიკავა და კვლავ საფრანგეთის მეორე დივიზიონში დაქვეითდა.
  2. ირლანდიის საფეხბურთო ლიგის ნაკრები (ინგლ. League of Ireland).
  3. მატჩი გაიმართა „რივერ-პლეიტის“ „ელ მონუმენტალზე“ (ესპ. Monumental de Nuñez, ან უბრალოდ El Monumental) ამ სახელწოდებას სტადიონი ატარებდა 1938–86 წლებში. 1986 წლის 29 ნოემბერს სტადიონს მიენიჭა ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტის სახელი და მას შემდეგ სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti).
  4. აღნიშნულ წყაროში შეჯიბრების გრაფაში ფელიქს ბოგადოს თასის (ესპ. Copa Félix Bogado) ნაცვლად შეცდომით მითითებულია — Competition: Rosa Chevallier (ესპ. Copa Rosa Chevallier Boutell — La Copa Rosa Chevallier Boutell fue un certamen amistoso de fútbol disputado por las selecciones nacionales de Argentina y Paraguay, entre 1923 y 1971), ხოლო თარიღის გრაფაში 14 ივლისის ნაცვლად 15 ივლისი.
  5. Ahmed bin Ali Stadium (არაბ. ملعب أحمد بن علي) — მრავალფუნქციური სტადიონი კატარის ქალაქ ერ-რაიანში, ცნობილია აგრეთვე, როგორც Al-Rayyan Stadium, აშენდა 2003 წელს.
  6. შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის 6 შეხვედრა, რომელთაგან 4 მოიგო და ორი ფრედ დაამთავრა, საუდელთა ეროვნულმა გუნდმა კალდერონის ხელმძღვანელობით ჩაატარა. რაც შეეხება შესარჩევი ციკლის პირველი რაუნდის 6 შეხვედრას (რომელთაგან საუდელებმა ექვსივე მოიგეს), აქედან პირველი სამი მატჩი (2004 წლის 18 თებერვალს, 31 მარტს და 9 ივნისს) მათ ნიდერლანდელი სპეციალისტის ხერარდ ვან დერ ლემის (ნიდერლ. Gerard van der Lem), ხოლო მომდევნო სამი შეხვედრა (2004 წლის 8 სექტემბერს, 12 ოქტომბერს და 17 ნოემბერს) საუდელი სპეციალისტის ნასერ ალ-ჯოჰარის (არაბ. ناصر الجوهر) ხელმძღვანელობით ჩაატარეს.
  7. Rajamangala National Stadium (ტაი. ราชมังคลากีฬาสถาน) — მრავალფუნქციური სტადიონი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 6 დეკემბერს.
  8. აღსანიშნავია, რომ ომანის ნაკრები ბადარ ალ-მაიმანის მატჩის 32-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა ამ შეხვედრას და ავსტრალიელებმა მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ 92-ე წუთზე ტიმ კეჰილის ზუსტი დარტყმის შედეგად შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
  9. არგენტინისა და ალჟირის ახალგაზრდულ ნაკრებთა მეოთხედფინალური მატჩის ფრაგმენტი. ტოკიო, ეროვნული სტადიონი. 2 სექტემბერი, 1979.
  10. არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთა მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩის ფრაგმენტი. მარჯვნიდან მეორე: №5 გაბრიელ კალდერონი. ბარსელონა, „ესტადიო დე სარია“. 2 ივლისი, 1982.
  1. Gabriel Calderon of Argentina poses during the Technical Study Group Photo Session.
  2. 1979: La Revista del Juvenil Campeón Mundial. El Gráfico.
  3. 3.0 3.1 3.2 World Youth Cup (U-20) 1979 (Japan). RSSSF.
  4. 4.0 4.1 4.2 Coach vows Oman will attack. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-23. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  5. 5.0 5.1 Tabeira, Martín. Copa América 1989. RSSSF.
  6. Argentina's World Cup squad 1990. Planet World Cup.
  7. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1990).
  8. Argentina's World Cup squad 1990. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-11. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
  9. Argentina's World Cup squad 1982. Planet World Cup.
  10. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1982).
  11. World Cup 1982 finals. RSSSF.
  12. არგენტინის შემადგენლობა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-02. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Los secretos de Gabriel Calderón: del piso de tierra en Rawson a los palacios en el Golfo Pérsico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 La vida de Gabriel Calderón en Medio Oriente. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  15. Campeonato Metropolitano 1982 (Metropolitano Championship).
  16. Argentina 1983 - Campeonato Nacional.
  17. Gabi Calderón's unforgettable magic!. Real Betis Balompié.
  18. 18.0 18.1 Spain - List of League Cup Finals. 1986: FC Barcelona – Real Betis.
  19. 19.0 19.1 19.2 Gabriel Calderón. Histoire du PSG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  20. Saison 1987/1988 Ligue 1. Pari-et-gagne.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-31. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  21. Classement Ligue 1 1987-1988. L’Équipe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  22. Saison 1988/1989 Ligue 1. Pari-et-gagne.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-31. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  23. Classement Ligue 1 1988-1989. L’Équipe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  24. Switzerland 1990/91 · Cup 1990/91. RSSSF.
  25. Switzerland 1990/91 · Nationalliga A - Final Group.
  26. Switzerland Cup Finals. RSSSF.
  27. 27.0 27.1 Coupe de Suisse: Orlando et Rey, les héros du rêve de 1991. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-02. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  28. 28.0 28.1 Finale Coupe Suisse 1991: BSC Young Boys - FC Sion 2:3.
  29. Poland 1–4 Argentina, 30 August 1979.
  30. Algeria 0–5 Argentina, 02 September 1979.
  31. Argentina 2–0 Uruguay, 04 September 1979.
  32. 32.0 32.1 Argentina 3–1 USSR, 07 September 1979.
  33. კალდერონი ეროვნულ ნაკრებში (უკანა რიგში: მარცხნიდან მესამე). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-22. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  34. FIFA Friendlies · Matches · 1982-03-24.
  35. Friendly Match 1982: Argentina vs Germany.
  36. გაბრიელ კალდერონის საკლუბო და სანაკრებო სტატისტიკა.
  37. Argentina National Team Players 1964-1998: Calderón Gabriel Humberto.
  38. Argentina v League of Ireland, 30 April 1980.
  39. Republic of Ireland v Argentina, 16 May 1980.
  40. Argentina v Czechoslovakia, 09 March 1982.
  41. Argentina v West Germany, 24 March 1982.
  42. Argentina v Germany 24th Mar 1982.
  43. Argentina v Hungary, 18 June 1982.
  44. Argentina v El Salvador, 23 June 1982.
  45. Gabriel Calderon of Argentina during the FIFA World Cup 1982. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-22. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  46. Italy 2–1 Argentina, 29 June 1982. Estadio Sarriá.
  47. Sport, Football, pic: 29th June 1982. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-22. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  48. Brazil 3–1 Argentina, 02 July 1982. Estadio Sarriá.
  49. Gabriel Calderon of Argentina during the World Cup match. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-22. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  50. Chile v Argentina, 12 May 1983.
  51. Amistoso Internacional - Chile vs. Argentina (12 de Mayo de 1983).
  52. Argentina v Chile, 23 June 1983.
  53. Paraguay » Fixtures & Results 1983.
  54. Bogado Cup 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina).
  55. Spain v Argentina, 12 October 1988.
  56. 1988 (October 12) Spain 1-Argentina 1 (Friendly).
  57. Argentina v Chile, 02 July 1989.
  58. 02/07/1989 Argentina v Chile.
  59. Argentina v Ecuador, 04 July 1989.
  60. Uruguay v Argentina, 08 July 1989.
  61. Brazil v Argentina, 12 July 1989.
  62. Argentina v Paraguay, 16 July 1989.
  63. Scotland v Argentina, 28 March 1990.
  64. Scotland 1-0 Argentina: When Roxburgh's side humbled world champions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-23. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  65. Argentina v Cameroon, 08 June 1990.
  66. Argentina v Cameroon · 1990 FIFA World Cup · Full Match.
  67. Brazil v Argentina, 24 June 1990.
  68. 1990 World Cup Finals, Second Phase, Turin, 24th June, 1990. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-22. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  69. Argentina v Yugoslavia, 30 June 1990.
  70. 1990 World Cup Quarter Final, Florence, 30th June, 1990. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-22. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  71. Italy v Argentina, 03 July 1990.
  72. 1990 World Cup Semi Final, Naples, 3rd July, 1990. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-23. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  73. Germany v Argentina, 08 July 1990.
  74. Germany vs Argentina 1990 FIFA World Cup Final.
  75. Copa Félix Bogado 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina).
  76. World Football Elo Ratings: Paraguay.
  77. Paraguay v Argentina, 15 July 1983.
  78. 1983 (July 14) Paraguay 1-Argentina 0 (Friendly).mpg.
  79. Argentina 0–0 Yugoslavia. Argentina win on penalties (3–2).
  80. Argentina 1–1 Italy. Argentina win on penalties (4–3).
  81. 81.0 81.1 Gabriel Calderon Coach Statistics. ksa-team.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-21. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  82. Saudi Arabia National Team Coaches. 2004-2005: Gabriel Calderón.
  83. 83.0 83.1 Saudi Arabia (1–2) Kuwait. ksa-team.com.
  84. 84.0 84.1 Yemen (0–2) Saudi Arabia. ksa-team.com.
  85. 85.0 85.1 Bahrain (3–0) Saudi Arabia. ksa-team.com.
  86. Gulf Cup 2004 (in Qatar). RSSSF.
  87. World Cup 2006 Qualifying (Asia). RSSSF.
  88. Flash Facts by team and group for the 2006 FIFA World Cup Germany. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-21. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  89. 89.0 89.1 Saudi Arabia (2–0) Palestine. ksa-team.com.
  90. West Asian Games (Qatar) 2005. RSSSF.
  91. Saudi Arabia (3–0) Tajikistan. ksa-team.com.
  92. Saudi Arabia (1–0) Turkmenistan. ksa-team.com.
  93. Saudi Arabia (2–0) Korea Republic. ksa-team.com.
  94. Korea Republic (1–0) Saudi Arabia. ksa-team.com.
  95. Saudi Arabia (3–0) Kuwait. ksa-team.com.
  96. Saudi Arabia (3–0) Uzbekistan. ksa-team.com.
  97. Saudi Arabia (0–1) Egypt. ksa-team.com.
  98. Saudi Arabia (1–4) Finland. ksa-team.com.
  99. Saudi Arabia (1–3) Ghana. ksa-team.com.
  100. Saudi Arabia (1–5) Iraq. ksa-team.com.
  101. Iraq (2–0) Saudi Arabia. ksa-team.com.
  102. Hungary (0–0) Saudi Arabia. ksa-team.com.
  103. Uzbekistan (1–1) Saudi Arabia. ksa-team.com.
  104. Kuwait (0–0) Saudi Arabia. ksa-team.com.
  105. Saudi Arabia (1–1) Bahrain. ksa-team.com.
  106. Asian Nations Cup 2007. RSSSF.
  107. Australia (1–1) Oman. 08.07.2007. AFC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.03.2012. ციტირების თარიღი: 26.02.2021.
  108. Oman (0–2) Thailand. 12.07.2007. AFC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.03.2012. ციტირების თარიღი: 26.02.2021.
  109. Oman (0–0) Iraq. 16.07.2007. AFC.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.03.2012. ციტირების თარიღი: 26.02.2021.
  110. Oman national football team statistic at the Asian Nations Cup 2007.
  111. Gabriel Humberto Calderón. Manquepierda.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-24. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  112. Entrevista Gabriel Humberto Calderón 1984. Manquepierda.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-24. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  113. Gabriel Calderón takes over from Garrido at Betis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-22. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  114. Al Wasl confirm Calderon as Jorginho replacement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  115. Comment: Al Wasl risk slipping back by sacking Calderon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
  116. Penal no cobrado a Calderón - Final Mundial Italia '90.
  117. Gabriel Calderón recordó el polémico penal que no le cobrar en la final del Mundial de 1990.
  118. Argentina national football team at the 1982 FIFA World Cup Spain.
  119. Football statistics of the country Argentina in the year 1982.
  120. Argentina National Team » Squad World Cup 1982 Spain.
  121. Argentina national football team at the 1990 FIFA World Cup Italy.
  122. Football statistics of the country Argentina in the year 1990.
  123. Argentina National Team » Squad World Cup 1990 Italy.
  124. Gabriel Calderon in the World Cups. The Soccer World Cups.com.