დიეგო არმანდო მარადონა (სტადიონი)

დიეგო არმანდო მარადონა (იტალ. Stadio Diego Armando Maradona) — სტადიონი ნეაპოლში. საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ საშინაო არენა.

დიეგო არმანდო მარადონა
მდებარეობა ნეაპოლი, იტალია
აშენდა 1959
გაიხსნა 6 დეკემბერი, 1959
მესაკუთრე ნეაპოლის მუნიციპალიტეტი
საფარი ბალახი
არქიტექტორი კარლო კოჩა
ტევადობა 60,240
გუნდები
ნაპოლი

სტადიონი აშენდა 1959 წელს. 1960 წელს სტადიონმა უმასპინძლა ოლიმპიური თამაშების რამდენიმე მატჩს. თავდაპირველად სტადიონი 80 000-მდე ადამიანზე იყო გათვლილი. 1989 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ერთი წლის შემდეგ უმასპინძლა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს, მათ შორის ნახევარფინალს, რომელიც გაიმართა იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის.

დღესდღეობით სან-პაოლო 60 240 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით, იტალიაში მესამე ყველაზე დიდი სტადიონია სან სიროსა და სტადიო ოლიმპიკოს შემდეგ.

2020 წლის 25 ნოემბერს, დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, ქალაქის მერმა ლუიჯი დე მაჯისტრისმა ტვიტერზე დაწერა, რომ სტადიონს მარადონას სახელი უნდა დაერქვას, ნაპოლის კარიერაში მისი მიღწევების პატივსაცემად[1][2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება