სიონი (შვეიცარია)
სიონი (ფრანგ. Sion, გერმ. Sitten, ლათ. Sedunum) — ქალაქი შვეიცარიაში, ვალეს კანტონის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე რონის ნაპირებზე. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 30 363 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სიონი ფრანგ. Sion | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კანტონი (შვეიცარია)|შვეიცარიის კანტონები|კანტონი | ვალე | ||
კოორდინატები | 46°14′00″ ჩ. გ. 7°22′00″ ა. გ. / 46.23333° ჩ. გ. 7.36667° ა. გ. | ||
ფართობი | 25,62 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 500 მ | ||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||
მოსახლეობა | 30 363 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 186 კაცი/კმ² | ||
სატელეფონო კოდი | 027 | ||
საფოსტო ინდექსი | 1950 | ||
საავტომობილო კოდი | VS | ||
ოფიციალური საიტი | sion.ch | ||
| |||
ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ვალერის ბაზილიკა და ტურბილონის ციხესიმაგრე. სიონს გააჩნია აეროპორტი, რომელიც როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, ფუნქციონირებს სამაშველო ბაზა. ჰყავს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი სიონი, რომელიც ამჟამად შვეიცარიის სუპერ-ლიგაში ასპარეზობს.
ამ ტერიტორიაზე წარსულში კელტების მსხვილი დასახლება სედუნუმი არსებობდა. დამოუკიდებელი ქალაქი V საუკუნეში გახდა, როდესაც აქ ეპარქიის ცენტრი ამოქმედდა. 1475 წელს, სავოიის ომის დროს ქალაქი დაინგრა. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა 1788 წლის მასშტაბური ხანძრის შედეგად.
დაძმობილებული ქალაქებირედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Conseil des Communes et Regions d'Europe (ფრანგული) accessed 27 April 2011