რავსონი — ქალაქი არგენტინაში, პატაგონიის რეგიონში, ჩუბუტის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 33.806 ადამიანს (2008). მიუხედავად იმისა, რომ ის პროვინციის დედაქალაქია, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, ამავე პროვინციის სხვა ქალაქებს ჩამორჩება. დედაქალაქი გახდა 1957 წელს, როდესაც ჩუბუტის პროვინციის სტატუსი მიენიჭა.

ქალაქი
რავსონი
Rawson
გერბი

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
პროვინცია ჩუბუტის პროვინცია
კოორდინატები 43°18′00″ ს. გ. 65°06′00″ დ. გ. / 43.30000° ს. გ. 65.10000° დ. გ. / -43.30000; -65.10000
დაარსდა 15 სექტემბერი, 1865 წ.
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 33.806 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +54 (0) 2965
საფოსტო ინდექსი U9103
ოფიციალური საიტი rawson.gov.ar
რავსონი — არგენტინა
რავსონი

ქალაქიდან 5 კილომეტრის მოშორებით, ატლანტის ოკეანეზე მდებარეობს რავსონის პორტი.

ქალაქი 1865 წლის 15 სექტემბერს დააარსა პოლკოვნიკმა ხულიან მურგამ. პირველ მოსახლეებს წარმოადგენდნენ უელსელი იმიგრანტები. სახელი ეწოდა დოქტორ გილერმო რავსონის პატივსაცემად, რომელიც იმ დროისთვის არგენტინის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და რომელიც მხარს უჭერდა არგენტინის ტერიტორიაზე უელსელების დასახლებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება