ტომას ჯეფერსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯეფერსონი, ტომას)

ტომას ჯეფერსონი (ინგლ. Thomas Jefferson; დ. 13 აპრილი, 1743 — გ. 4 ივლისი, 1826) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი 1801-1809 წლებში და რიგით მეორე ვიცე-პრეზიდენტი 1797-1801 წლებში.

ტომას ჯეფერსონი
Thomas Jefferson
ტომას ჯეფერსონი Thomas Jefferson
აშშ-ის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1801 – 4 მარტი, 1809
ვიცე-პრეზიდენტი  აარონ ბური (1801–1805),
ჯორჯ კლინტონი (1805–1809)
წინამორბედიჯონ ადამსი
მემკვიდრეჯეიმზ მედისონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1797 – 4 მარტი, 1801
პრეზიდენტიჯონ ადამსი
წინამორბედიჯონ ადამსი
მემკვიდრეაარონ ბური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 სექტემბერი, 1789 – 31 დეკემბერი, 1793
პრეზიდენტიჯორჯ ვაშინგტონი
წინამორბედიარავინ
მემკვიდრეედმუნდ რენდოლფი

ვირჯინიის მე-2 გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივნისი, 1779 – 3 ივნისი, 1781

დაბადებული13 აპრილი, 1743
ალბემარლის საგრაფო, ვირჯინია
გარდაცვლილი4 ივლისი, 1826
მონტიჩელო, ვირჯინია
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია
მეუღლემართა უელს სკელტონ ჯეფერსონი
პროფესიაიურისტი, ფერმერი
ხელმოწერა

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ ავტორი, ამერიკელი მეცნიერი, იურისტი, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი ტომას ჯეფერსონი დაიბადა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. ჯეფერსონმა უმაღლესი განათლება უილიამისა და მერის კოლეჯში მიიღო, რომელიც ვირჯინიის ქალაქ უილიამსბურგში მდებარეობს. ჯეფერსონს წიგნებისა და განათლების სიყვარული ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა: მას ეკუთვნის გამონათქვამი „მე არ შემიძლია წიგნების გარეშე ცხოვრება“ (ინგლ. I can’t live without books). ჯეფერსონი მუშაობდა ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში როგორც იურისტი და 1774 წელს დაწერა „ბრიტანული ამერიკის უფლებების განხილვა“ (ინგლ. A Summary View of the Rights of British America), სადაც მან აღწერა ამერიკელების კულტურული შთამომავლობა ბრიტანელებისგან და აღნიშნა ამერიკელების ეროვნული დამოკიდებულება ინგლისის საწინააღმდეგოდ. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ვირჯინიის შტატსა და მთელ რევოლუციურ ამერიკაში. საინტერესო ფაქტი ვირჯინიის შტატის შესახებ ისაა რომ თავდაპირველი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების უმრავლესობა ამ შტატიდან იყვნენ. ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა დაავალა 33 წლის ტომასს რომ დაეწერა დოკუმენტი, რომელმაც შოკში ჩააგდო იმ დროინდელი ევროპელი მონარქებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა. ეს იყო „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. დეკლარაციაში რამდენიმე მცირე ცვლილება შეიტანა ბენჯამინ ფრანკლინმა და დეკლარაციის ავტორობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ტომას ჯეფერსონი შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც ამერიკის ეროვნული გმირი.

საპრეზიდენტო წლები 1801-1809

რედაქტირება
 
მონტიჩელო, ტომას ჯეფერსონის სახლი შარლოტსვილში

ტომას ჯეფერსონი იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ინაუგურაცია თეთრ სახლში გაიარა. პრეზიდენტობის დროს მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო 1803 წელს ნაპოლეონისგან ლუიზიანის ტერიტორიის შესყიდვა (იმ დროინდელ საფრანგეთს მიეკუთვნებოდა ლუიზიანას ტერიტორია, რომელიც მოიცავდა დღევანდელი ცენტრალური აშშ-ის დიდ ნაწილს, რომელი აპალაჩის მთაგრეხილის დასავლეთით მდებარეობდა). მის მიღწევებში ასევე შედის ლუისისა და კლარკის ექსპედიცია, რომლის შედეგადაც შესწავლილ იქნა დღევანდელი აშშ-ის დასავლეთის ტერიტორიები. ჯეფერსონი ასევე იყო ემბარგოს კანონის (ინგლ. Embargo Act) ინიციატორი, რომელიც ამერიკას უკრძალავდა ვაჭრობას დასავლეთ ევროპასთან. ამ კანონმა ამერიკის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგო გამოიღო. ჯეფერსონმა საპრეზიდენტო პოსტი 1808 წელს დატოვა.

სხვა მიღწევები

რედაქტირება
 
ჯეფერსონის მემორიალი ვაშინგტონში.

ტომას ჯეფერსონის პოლიტიკური რწმენიდან გამოირჩევა მისი შეხედულება ადამიანის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მას როგორც ჯონ ლოკსა და სხვა გასხივოსნების ხანის მეცნიერების მსგავსად სწამდა ღვთისგან მინიჭებული „ადამიანის ბუნებრივი უფლებების“. „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში“ მან გამოიყენა და განავრცო ჯონ ლოკის იდეა რომ „ყველა კაცი შექმნილია ბუნებრივი უფლებებით შემოქმედის მიერ, რომლებიც არის სიცოცხლე, თავისუფლება და სიხარულის ძიება“. თავდაპირველი ჯონ ლოკისეული ფრაზა იყო „სიცოცხლე, თავისუფლება და ქონება“. ტომასმა იცოდა შვიდი ენა და როგორც მისი თანამედროვე კლასიკოსები, ისიც ფლობდა ლათინურსა და ბერძნულს და დაინტერესებული იყო ლათინურითა და ბერძნული ბიბლიით. მას ჰქონდა საინტერესო შეხედულება ქრისტიანობაზე, რომელიც ბევრმა სწავლულმა მიიჩნია მართლმადიდებლური ქრისტიანობის იდეოლოგიასთან ახლო კავშირში, მაგრამ მისი მართლმადიდებელ ქრისტიანად კლასიფიკაცია შეცდომაა, რადგან ჯეფერსონი იყო დეიზმის (ინგლ. Deism) მიმდევარი. მას ეკუთვნის რელიგიური თავისუფლების იდეა, რომელიც აცალკევებს მთავრობასა და ეკლესიას. ტომას ჯეფერსონმა დააარსა ვირჯინიის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. აღსანიშნავია ის რომ ჯეფერსონს ძალიან უყვარდა არქიტექტურა და ღვინო. მისი სახლ-მუზეუმი მონტიჩელო ამერიკის ერთ-ერთი ნაგებობაა, რომელიც გაეროს მსოფლიოს ისტორიის მემკვიდრეობაშია შეტანილი. მისი სახლი, ისევე როგორც თავდაპირველი ვირჯინიის უნივერსიტეტი არის დაპროექტებული მის მიერ ძველი ბერძნული, იტალიური და ნეო-კლასიკური არქიტექტურის მიქსტურაა. მისი ღვინის სიყვარული ცნობილია მთელ ამერიკაში და ყურძნის ჯიშების უმრავლესობა მის ვენახებში იმპორტირებულ იქნა იტალიიდან და საფრანგეთიდან. ღვინის იმპორტზე გადასახადების დადება უნდოდა მის პოლიტიკურ მეტოქეს ალექსანდრე ჰამილტონს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯეფერონი მუშაობდა ამერიკის ელჩად საფრანგეთში ბენჯამინ ფრანკლინის შემცვლელად. მას ეკუთვნის გამონათქვამი რომ იგი ვერასოდეს ვერ შეცვლიდა ბენჯამინ ფრანკლინს საფრანგეთში. ტომასს და მის მეუღლეს მართას ექვსი შვილი ჰყავდათ, რომელთაგანაც მხოლოდ ორმა იცოცხლა. ტომას ჯეფერსონი 1826 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გარდაიცვალა. ამავე დღეს დაიღუპა მისი პოლიტიკური მეტოქე ჯონ ადამსი და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჯეფერსონი ჯერ კიდევ ცოცხალია“. ჯეფერსონს თავის ცხოვრების უდიდეს დამსახურებად მიაჩნდა სამი რამ: ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაწერა, ვირჯინიის უნივერსიტეტის დაარსება და რელიგიური თავისუფლების ქანდაკება რომელთა დაწერაც ისურვა საფლავზე. ჯეფერსონის პორტრეტი 2 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
    
განმანათლებლობა
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი