აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია
პარტია | ვიცე-პრეზიდენტი |
---|---|
რესპუბლიკელი | 21 |
დემოკრატი | 18 |
დემოკრატ-რესპუბლიკელი | 6 |
ვიგი | 2 |
ფედერალისტი | 1 |
ვაკანტური | 18 |
დღემდე აშშ-ს ჯონ ადამსიდან მაიკ პენსამდე 48 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. თავიდან ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა ის პიროვნება, ვინც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებში მეორე ადგილს დაიკავებდა. თუმცა 1800 წლის არჩევნებში ტომას ჯეფერსონის და აარონ ბურის მიერ თანაბარი ხმების მოპოვების გამო პრეზიდენტის ვინაობა წარმომადგენელთა პალატამ გადაწყვიტა. რათა მომავალში ასეთი შემთხვევები თავიდან აეცილებინათ კონსტიტუციაში მე-12 შესწორება შეიტანეს. ამ შესწორებით დღევანდელი სისტემა შეიქმნა, სადაც ამომრჩევლები ვიცე-პრეზიდენტს ცალკე აძლევენ ხმას.[1]
კონსტიტუციის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტს მცირე უფლებები აქვს. მისი მთავარი ფუნქცია პრეზიდენტის პოსტის დაკავებაა, თუ თანამდებობა მოქმედი პრეზიდენტის ქმედუუნარობის, გადადგომის ან გარდაცვალების გამო განთავისუფლდება. ამ გზით 9 ვიცე-პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტი. ასევე ვიცე-პრეზიდენტი სენატის პრეზიდენტია, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს.
კონსტიტუციაში 25-ე შესწორებამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გამოთავისუფლების შემთხვევაში მომავალ არჩევნებამდე ვაკანტური რჩებოდა. კონსტიტუციის შესწორებამდე ასეთი 16 შემთხვევა მოხდა:7 გარდაცვალების, 1 თანამდებობიდან გადადგომის და 8 პრეზიდენტის პოსტის დაკავების გამო. ამ შესწორებით ვაკანტურ პოსტზე ახალ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტი ნიშნავს და კონგრესის ორივე პალატა ამტკიცებს. ამის მიხედვით ორი ვიცე-პრეზიდენტია დანიშნული ჯერალდ ფორდი 1973 წელს და ნელსონ როკფელერი 1974 წელს.[1]
დღემდე ვიცე-პრეზიდენტები 21 შტატიდან იყვნენ. ნახევარზე მეტი ხუთი შტატიდან იყო: ნიუ-იორკი (11), ინდიანა (6), მასაჩუსეტსი (4), კენტუკი (3) და ტეხასი (3). ვიცე-პრეზიდენტთა უმრავლესობამ პოსტი 50-60 წლის ასაკში დაიკავა და უმეტეს მათგანს პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე თანამდებობას დაიკავებდა.
აშშ-ის ყველა ვიცე-პრეზიდენტი
ფედერალისტი დემოკრატ-რესპუბლიკელი დემოკრატი ვიგი რესპუბლიკელი
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Vice President of the United States (President of the Senate). United States Senate. ციტირების თარიღი: 2009-06-10.
- ↑ ჯონ ადამსი ნიუ-იორკში არჩეულ პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონზე ადრე ჩავიდა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცი პრეზიდენტამდე 9 დღით ადრე დადო.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 თანამდებობაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა.
- ↑ 4.0 4.1 თანამდებობიდან გადადგა.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
- ↑ ერთადერთი ვიცე-პრეზიდენტი, ვინც კონგრესის სპეციალური ნებართვით აშშ-ის საზღვრებს გარეთ (ჰავანა, კუბა) დადო ფიცი.
- ↑ ჯონსონი ეროვნული კავშირის პარტიის მანდატით რესპუბლიკელ აბრაამ ლინკოლნთან ერთად იყო არჩეული.
- ↑ 8.0 8.1 კონსტიტუციის 25-ე შესწორების თანახმად დაიკავა თანამდებობა.
- ↑ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით 1985 წლის 13 ივლისს 11:28-დან 19:22-მდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
- ↑ ვიცე-პრეზიდენტის ნომინაციის მოპოვების დროს ჩეინი ტეხასის მაცხოვრებელი იყო. მაგრამ მან საარჩევნო რეგისტრაცია ვაიომინგის სასარგებლოდ შეცვალა, რომელ შტატსაც იგი კონგრესში მოღვაწეობისას წარმოადგენდა. ამით მან კონსტიტუციის მე-12 შესწორების დარღვევა აიცილა თავიდან, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ერთი შტატის მაცხოვრებლები არ უნდა იყვნენ.
- ↑ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით 2002 წლის 29 ივლისს 7:09-დან 9:24-მდე და 2007 წლის 21 ივლისს 7:16-დან 9:21-მდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-10-24 საიტზე Wayback Machine.