ვირჯინიის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Virginia ან უბრალოდ UVA) — საჯარო უნივერსიტეტი აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში. იგი 1819 წელს თომას ჯეფერსონმა დააარსა და დღეისათვის ერთადერთი უნივერსიტეტია აშშ-ში, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მონტიჩელოსთან ერთად. ის ერთ-ერთია აშშ-ის რვა საჯარო აივის უნივერსიტატთაგან.

University of Virginia
ინგლ. University of Virginia
University of Virginia Rotunda logo.svg
University of Virginia Rotunda 2006.jpg
დაფუძნდა 1819
ატარებს სახელს ვირჯინია
დამფუძნებელი (-ები) ტომას ჯეფერსონი
ტიპი საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი, Original Public Ivy, აშშ-ისსაგანმანათლებლო დაწესებულება[1] და უნივერსიტეტი
ფონდები 9,600,000,000[2]
რექტორი James B. Murray Jr.
სტუდენტი 21,000
მისამართი 1827 University Avenue, Charlottesville, VA, 22903-2628[1]
მდებარეობა Charlottesville
ქვეყანა აშშ
ტელეფონი +1-434-924-0311[3]
კავშირები Innovative Multicultural Curricula for the Young European and US Engineers and Scientists, Universitas 21, Digital Library Federation[4] , Association of Research Libraries[5] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[6] , Center for Research Libraries[7] , Atlantic Coast Conference და Coalition for Networked Information[8]
თილისმა cavalier
კარნეგის კლასიფიკაცია doctoral university: highest research activity[9] , majority undergraduate[9] , research doctoral: humanities/social sciences-dominant[9] , four-year, large, primarily residential[9] , arts & sciences plus professions, high graduate coexistence[9] და four-year, full-time, more selective, lower transfer-in[9]
აფილაცია ვირჯინია
ვირჯინიის უნივერსიტეტი — აშშ
ვირჯინიის უნივერსიტეტი
http://www.virginia.edu/
მონტიჩელო და ვირჯინიის უნივერსიტეტი შარლოტსვილში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

University of Virginia logo.svg
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv, vi
სია [3]
რეგიონი** ამერიკა
კოორდინატები 38°02′04″ ჩ. გ. 78°30′15″ დ. გ. / 38.03444° ჩ. გ. 78.50417° დ. გ. / 38.03444; -78.50417
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 442
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 442
რუს.ინგლ.ფრ.

ამერიკული ჟურნალ U.S. News & World Report-ის 2012 წლის გამოცემამ ვირჯინიის უნივერსიტეტი აშშ-ის საჯარო უნივერსიტებს შორის მეორე, ხოლო მთლიანად ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის 25-ე საუკეთესოდ დაასახელა.[10] უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი რანგის ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის,[11] შემოქმედებითი წერის,[12] ბიზნესის, სამართლისა და მედიცინის პროგრამებით.[13]

UVA პირველი საგანმანათლებლო ინსტიტუტი იყო, რომელმაც სტუდენტებს არჩევითი საგნების სისტემა შესთავაზა, ისევე როგორც ისეთი დისციპლინების აკადემიური პროგრამები, როგორებიცაა ასტრონომია, არქიტექტურა, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია..[14] მისი ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა პირველი იყო აშშ-ში, რომელიც სრული უნივერსიტეტის ნაწილს წარმოადგენდა.[15]

UVA-ს თავდაპირველ საბჭოში შემადგენლობას შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები — თომას ჯეფერსონი, ჯეიმზ მედისონი, ჯეიმზ მონრო. უნივერსიტეტის ტერიტორია მანამდე მონროს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიას წარმოადგენდა, რომლის ფერმერის საცხოვრებელ შენობაშიც ამჟამად უნივერსიტეტის რეზიდენტული კოლეჯია განთავსებული.[16]

უნივერსიტეტში ამჟამად 800 სტუდენტური ორგანიზაციაა რეგისტრირებული.[17]

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე, ვირჯინიის უნივერსტიეტში აშშ-ის საჯარო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი აფრო-ამერიკელი სწავლობს.[18][19]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება