ედმუნდ რენდოლფი
ედმუნდ ჯენინგს რენდოლფი (ინგლ. Edmund Jennings Randolph; დ. 10 აგვისტო, 1753 — გ. 12 სექტემბერი, 1813) — ამერიკელი იურისტი, ვირჯნიის შტატის გუბერნატორი, სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის იუსტიციის პირველი მინისტრი. დაიბადა უილიამსბურგში (ვირჯინია). იურიდიული განათლება მიიღო უილიამის და მერის კოლეჯში. კოლჯის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა თავისი მამის ჯონ რენდოლფის იურიდიულ ფირმაში. 1775 წელს ამერკის რევოლუციის დაწყებითანავე მისი მამა ჯონ რენდოლფი დაბრუნდა ბრიტანეთში. ხოლო ედმუნდ რენდოლფი შევიდა კონტინენტალურ არმიაში და იქ მოღვაწეობდა გენერალ ჯოჯრ ვაშინგტონის თანაშემწედ.
ედმუნდ რენდოლფი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 აგვისტო, 1753[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | Williamsburg[3] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 12 სექტემბერი, 1813[1] [3] [4] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Millwood[4] |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | College of William & Mary |
მამა | John Randolph[5] |
დედა | Arianna Vanderheyden Jennings[5] |
მეუღლე/ები | Elizabeth Nicholas Randolph[5] |
შვილ(ებ)ი | Peyton Randolph, Lucy Nelson Randolph, Edmorcia Madison Preston[6] და Susan Beverley Taylor[6] |
მისი ბიძის პეიტონ რენდოლფის სიკვდილის შემდეგ, იგი დაბრუნდა ვირჯინიაში. რენდოლფი 1779 წელს არჩეულ იქნა კონტინენტალური კონგრესის დელეგატად და მუშაობდა 1782 წლამდე.
1786 წელს რენდოლფი აირჩიეს ვირჯინიის გუბერნატორად, იმავე წელს ის წარგზავნილი იქნა ანაპოლისის კონვენციაზე, ვირჯინიის დელეგატად. მომდევნო წელს რენდოლფმა კონსიტუციურ კონვენციას წარუდგინა ვირჯინიის გეგმა ქვეყნის სამთავრობო მოწყობის შესახებ.
1789 წლის სექტემბერში ედმუნდ ჯენინგს რენდოლფი დაინიშნა აშშ–ის იუსტიციის მინისტრად, ხოლო სახელმწიფო მდივნის თომას ჯეფესონის გადაგომის შემდეგ 1793 წელს მან დაიკავა ეს პოსტი.
პოსტიდან წასვლის შემდეგ ის დაბრუნდა ვირჯინიაში და განაგრძო იურისტად მუშაობა. ყველაზე ცნობილი საქმე რომელშიც იგი მონაწილეობდა იყო აარონ ბურის საქმე 1807 წელს.
რენდოლფი გარდაიცვალა 1813 წლის, 12 სექტემბერს, კარტერ ჰილში, მილვუდის მახლობლად, კლარკის ქაუნთიში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება