საჭადრაკო ოლიმპიადა 1984
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1984}} |
18 ნოემბერი - 5 დეკემბერი 1984 სალონიკი, საბერძნეთი
სალონიკში 87 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. საბჭოთა მოჭადრაკეებმა, რომელთა შორის არ იყვნენ არც ანატოლი კარპოვი, და არც გარი კასპაროვი, ბრწყინვალე სტარტი აიღეს. პირველ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი, 12, დააგროვეს. მართალია პირველ ორ ტურში მეტოქეები, როგორც შვეიცარიულ სისტემას სჩვევია, სუსტები (მალაიზია და კოლუმბია) იყვნენ და მათთან 4-4 ქულის აღება არავის გაკვირვებია, მაგრამ მესამე ტურში უნგრელთა 4-0 განადგურება უკვე სერიოზული განაცხადი იყო. სამი ტურის შემდეგ სხვაობა მდევართან ორ ქულას შეადგენდა. ექვსი ტურის შემდეგ - სამს, ხოლო მერვე ტურის შემდეგ - ოთხს. დარჩენილ ექვს ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა ეს სხვაობა შეინარჩუნეს და მეთოთხმეტედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი.
სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე და განსაკუთრებით მესამე ადგილისათვის. ამ ბრძოლაში ტონს ინგლისელები იძლეოდნენ, რომელთა ახალგაზრდულ გუნდში პირველად გამოჩნდა ნაიჯელ შორტი. ინგლისელებს დიდხანს წარმატებით ებრძოდნენ ამერიკელები, რომელთა პირველ დაფაზე თბილისელი მოჭადრაკე, რომან ჯინჯიხაშვილი თამაშობდა. მეცხრე ტურში სწორედ ჯინჯიხაშვილის გამარჯვებამ ალექსანდრე ბელიავსკისთან, მოუტანა გამარჯვება ამერიკის ნაკრებს საბჭოთა გუნდთან. თერთმეტი ტურის შემდეგ ამერიკელები ქულანახევრით უსწრებდნენ ინგლისელებს და თითქოს მეორე ადგილიც შორს აღარ იყო, მაგრამ ბოლო სამ ტურში ინგლისელებმა 10 ქულა აიღეს, რასაც ამერიკელებმა 6,5 ქულით უპასუხეს. ის კი არა ამერიკელები მესამე ადგილსაც დაკარგავდნენ უნგრელებს ბოლო ტურში კუბელები რომ დაემარცხებინათ.
სხვა გუნდებიდან აღსანიშნავია რუმინელების (მეხუთე ადგილი) და ფრანგების (მეშვიდე ადგილი) კარგი თამაში. ფრანგებს ამაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ბორის სპასკიც დაეხმარა, რომელიც პირველ დაფაზე თამაშობდა და რვა ქულით (14-დან) შეეწია თავის ახალ გუნდს.
ტექნიკური შედეგები
რედაქტირებამონაწილეობდა 87 ქვეყნის 88 ნაკრები გუნდი (ბერძნებმა ორი გუნდი გამოიყვანეს). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.
- 1 სსრკ - 41
- 2 ინგლისი - 37
- 3 აშშ - 35
- 4 უნგრეთი - 34,5
- 5 რუმინეთი - 33
- 6 გერმანია - 32,5
- 7 საფრანგეთი - 32,5
- 8 იუგოსლავია - 32
- 9 ბულგარეთი - 32
- 10 ნიდერლანდები - 32
- 32 ქულა
11. კუბა, 12. ჩინეთი, 13. ისრაელი, 14. არგენტინა,
- 31,5 ქულა
15. ისლანდია, 16. ფილიპინები,
- 31 ქულა
17. ჩეხოსლოვაკია, 18. დანია, 19. ბრაზილია, 20. კანადა,
- 30,5 ქულა
21. პოლონეთი, 22. ავსტრალია, 23. ჩილე, 24. შოტლანდია,
- 30 ქულა
25. შვედეთი, 26. კოლუმბია, 27. ესპანეთი, 28. იტალია, 29. ინდონეზია, 30. ნორვეგია, 31. საბერძნეთი, შვეიცარია-2, 32. პორტუგალია,
- 29,5 ქულა
33. ინდოეთი, 34. თურქეთი, 35. არაბთა გაერთიანებული საამიროები, 36. უელსი, 37. მაროკო,
- 29 ქულა
38. ავსტრია, 39. ფინეთი, 40. ბელგია, 41. ალბანეთი, 42. სინგაპური, 43. მექსიკა, 44. ახალი ზელანდია, საბერძნეთი-2,
- 28,5 ქულა
45. ეგვიპტე, 46. დომინიკელთა რესპუბლიკა,
- 28 ქულა
47. ტუნისი,
- 27,5 ქულა
48. შვეიცარია, 49. მალაიზია, 50. შრი-ლანკა, 51. პუერტო-რიკო,
- 27 ქულა
52. პაკისტანი, 53. ჰონგ-კონგი, 54. ერაყი,
- 26,5 ქულა
55. ირლანდია, 56. პარაგვაი, 57. ალჟირი, 58. კვიპროსი, 59. უგანდა,
- 26 ქულა
60. ტაილანდი, 61. ბანგლადეში, 62. ფარერის კუნძულები, 63. ანდორა, 64. მალტა, 65. ლიბანი, 66. ჰონდურასი,
- 25,5 ქულა
67. ლუქსემბურგი, 68. ბაჰრეინი,
- 25 ქულა
69. ზიმბაბვე, 70. ტრინიდადი და ტობაგო, 71. ნიგერია, 72. სურინამი, 73. ლიბია, 74. კენია,
- 24,5 ქულა
- 24 ქულა
77. ანგოლა, 78. გერნზი, 79. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, 80. პაპუა-ახალი გვინეა,
- 23,5 ქულა
81. იაპონია,
- 21,5 ქულა
82. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები,
- 21 ქულა
83. მონაკო,
- 17,5 ქულა
84. ბერმუდის კუნძულები,
- 17 ქულა
85. მალი,
- 16 ქულა
86. სან-მარინო,
- 16 ქულა
87. სენეგალი,
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებაალექსანდრე ბელიავსკი 8 (+7=2-1), ლევ პოლუგაევსკი 7 (+4=6-0), რაფაელ ვაჰანიანი 8,5 (+7=3-0), ვლადიმერ ტუკმაკოვი 7 (+5=4-1), არტურ იუსუპოვი 5 (+3=4-1), ანდრეი სოკოლოვი 5,5 (+4=3-1).
ენტონი მაილსი 6 (+3=6-3), ჯონ ნანი 10 (+9=2-0), ჯონათნ სპილმენი 5,5 (+4=3-2), მიურეი ჩანდლერი 5,5 (+4=3-2), ჯონათან ენდრიუ მესტელი 7 (+6=2-1), ნაიჯელ შორტი 3 (+1=4-1).
რობერტ ჯინჯიხაშვილი 8 (+6=4-1), ლუბომირ კავალეკი 4,5 (+2=5-1), ლარი კრისტიანსენი 6,5 (+4=5-1), უოლტერ ბრაუნი 3,5 (+1=5-3), ლევ ალბურტი 5 (+3=4-1), ნიკ დე ფირმიანი 7,5 (+6=3-1).
საუკეთესო პერფორმანსი
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ჯონათან ნანი | ინგლისი | 2868 |
რაფაელ ვაჰანიანი | სსრკ | 2809 |
ალექსანდრე ბელიავსკი | სსრკ | 2798 |
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
კრეიგ ვან ტილბურნი | აშშ-ის ვირჯინის კუნძულები | 9,5 | 11 | 86,4 |
გოფრეი ბორგი | მალტა | 9 | 11 | 81,8 |
ალექსანდრე ბელიავსკი | სსრკ | 8 | 10 | 80,0 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ჯონათან ნანი | ინგლისი | 10 | 11 | 90,9 |
ჯონ ჰარტლი კუპერი | უელსი | 9 | 11 | 72,7 |
ჯონ რაფაელი | ტრინიდადი და ტობაგო | 9,5 | 12 | 79,2 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
რაფაელ ვაჰანიანი | სსრკ | 8,5 | 10 | 85,0 |
ჯონ დელენეი | ირლანდია | 8 | 11 | 77,8 |
ივან მოროვიჩ-ფერნანდესი | ჩილე | 9 | 13 | 69,2 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
პრიჩა სიმპარაიუნი | ტაილანდი | 8 | 10 | 80,0 |
ჯონ როუელი | იამაიკა | 7 | 9 | 77,8 |
ფრენკ ლოჰაეს-ამაუნი | ლიბანი | 8,5 | 11 | 77,3 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
იოზეფ პინტერი | უნგრეთი | 7 | 9 | 77,8 |
დეუპერსან გაიადინი | სირია | 7 | 8 | 77,8 |
ხავიერ ოჩოია | ესპანეთი | 7 | 9 | 77,8 |
ჯონათნ მესტელი | ინგლისი | 7 | 9 | 77,8 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მარიოს სხინისი | კვიპროსი | 7,5 | 10 | 75,0 |
გორდონ კომბენი | გერნზი | 7,5 | 10 | 75,0 |
ნიკ დე ფირმიანი | აშშ | 7,5 | 10 | 75,0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006