ალექსანდრე ჩივაძე
ალექსანდრე ჩივაძე (დ. 8 აპრილი, 1955, ქლუხორი, სტავროპოლის მხარე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის[2] და 1986 წლის მექსიკის[3] მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ და საბჭოთა ფეხბურთელად.[4][კომ. 2][5][კომ. 3][6][კომ. 4]
ალექსანდრე ჩივაძე 1981 წელს[კომ. 1] | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე გაბრიელის ძე ჩივაძე[1] | ||
დაბადების თარიღი | 8 აპრილი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
ქლუხორი, სტავროპოლის მხარე, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1974–1987 | დინამო თბ. | 324 | (44) |
ეროვნული ნაკრები | |||
1980–1987 | სსრ კავშირი | 46 | (3) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1993–1997 | საქართველო | ||
2001–2003 | საქართველო | ||
2012–2016 | საქართველო 21 წლ. | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[7] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან შვიდჯერ პირველ ნომრად.[8][9]
ბიოგრაფია
რედაქტირებაფეხბურთის თამაშს იწყებს 1965 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრას ხელმძღვანელობით. 1967 წელს ვლადიმერ ელოშვილის[10][კომ. 5] მიწვევით ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში[კომ. 6] გადადის. საყურადღებოა, რომ იმავე წელს ვლადიმერ ელოშვილის შეგირდები, რომელთა შორის არიან დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა მაჩაიძე და სხვები — ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ხდებიან. აღნიშნულ საფეხბურთო სკოლაში ექვსი წლის განმავლობაში ვარჯიშობს, სადაც გუნდთან ერთად 1972 წელს ჭაბუკთა შორის საკავშირო ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო 1973 წელს ბრინჯაოს პრიზიორი ხდება. იმავე წელს თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობის მწვრთნელი ანდრო ზაზროევი გუნდში გასასინჯად ვლადიმერ ელოშვილს მისი საფეხბურთო სკოლიდან პერსპექტიული ნახევარმცველების მიყვანას სთხოვს. ვლადიმერ ელოშვილი „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვახტანგ კოპალეიშვილს, თემურ ჩხაიძეს და ალექსანდრე ჩივაძეს აგზავნის. ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევის მიზნით, მათი სპორტული მომზადების დონისა თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლების უკეთ გამოსავლენად გუნდის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ორმხრივი საჩვენებელი თამაში იმართება.[11] ამ შეხვედრას თავად ალექსანდრე ჩივაძე ასე იხსენებს:
„...თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე მისვლის დღე გუშინდელივით მახსოვს: მაშინ ალიოშა კოტრიკაძე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სერგო კოტრიკაძე კი მეორე მწვრთნელად მუშაობდა. ნესტორ ჩხატარაშვილი[12] გუნდის უფროსი იყო, დუბლებთან, ანუ ჩვენთან კი ანდრო ზაზროევი იყო მომაგრებული. სანამ „დინამოში“ დაგვტოვებდნენ, მკაცრი კონკურსი გავიარე, ორმხრივ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა: მეორე შემადგენლობა ძირითადთან გვათამაშეს. ერთ მომენტში შევნიშნე, რომ მეტოქის მეკარე დავით გოგია კარიდან იყო გამოსული, მეც ავდექი და დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი თავზე გადავუგდე — ლამაზი გოლი გამოვიდა! მატჩის მერე კახი ასათიანმა მითხრა, ასე თუ გააგრძელებ დიდი ფეხბურთელი დადგებიო. მისი სიტყვები ჩემთვის, 18 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! მაშინ ჩემთან ერთად გოჩა და მანუჩარ მაჩაიძეებმა, ვლადიმერ გუცაევმა და ბესო მჭედლიშვილმაც ითამაშეს.“
|
ამ ორმხრივი საჩვენებელი შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ ელოშვილის მიერ გაგზავნილ სამივე ფეხბურთელს „დინამოში“ ტოვებენ, თუმცა იმ წელს, პარალელურად, ჭაბუკთა საფეხბურთო პირველობის ფარგლებში — ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაშიც აგრძელებენ გამოსვლებს.
საკლუბო კარიერა
რედაქტირება1974 წლიდან ოფიციალურად ირიცხება „დინამოში“. გუნდის ძირითად შემადგენლობაში, პირველად, იმავე წლის 17 ივლისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-3 ტურის 26 აპრილს გამართული ანულირებული კალენდარული მატჩის[13][კომ. 7] განმეორებით გადათამაშებაზე, მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას მოსკოვის ლენინის სახ. ცენტრალური სტადიონი მასპინძლობს და მას 38 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. „დინამოელები“ თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: გაგოშიძე, გ. მაჩაიძე, ჭელიძე, კანთელაძე, გავაშელი, მჭედლიშვილი, ჩივაძე, ასათიანი, წერეთელი, ქანთარია და ლ. ნოდია. დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 მთავრდება.[14][კომ. 8]
ალექსანდრე ჩივაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 324 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საკავშირო თასის გათამაშებას, აქ მან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 40 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 19 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, 17 — უეფა-ს თასის, ხოლო 4 — ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1980–1987 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[15] რომლის შემადგენლობაში 46 შეხვედრას ატარებს და 3 ბურთი გააქვს.[16] ნაკრებში ჩატარებული 46 შეხვედრიდან 26 მატჩში იგი კაპიტნის რანგში უძღვება ქვეყნის ნაკრებს. მურთაზ ხურცილავას შემდეგ, იგი ერთადერთი ქართველია, ვინც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო.[17]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებასაბჭოთა კავშირი | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1980 | 8 | 0 |
1981 | 4 | 1 |
1982 | 9 | 1 |
1983 | 8 | 0 |
1984 | 4 | 1 |
1985 | 5 | 0 |
1986 | 6 | 0 |
1987 | 2 | 0 |
ჯამში | 46 | 3 |
სამწვრთნელო კარიერა
რედაქტირება1993–1997 და 2001–2003 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების,[18][კომ. 9][19][კომ. 10] ხოლო 2012–2016 წლებში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.[20][კომ. 11]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო
რედაქტირება- ვიცე-ჩემპიონი: 1979[25]
- საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები
- ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
ინდივიდუალური
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981 № 2724
- საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი: 1980[27]
- უეფას ლალის ორდენის კავალერი: 2001
- 33 საუკეთესო
- №1: 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1986
- №2: 1985
ფაქტები
რედაქტირება1980 წლის დეკემბერში სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების გამოკითხვის შედეგად ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელდა.[28]
1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[28]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს XX საუკუნის მერვე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[29][30]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ალექსანდრე ჩივაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[31]
2022 წლის 8 აპრილს ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ გადაწყვეტილებით დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს. ფაქტის აღსანიშნავად დინამო არენას მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა „დინამო“ თბილისის ფანებმა შეასრულეს.[32] სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა.[33][34]
ლიტერატურა
რედაქტირება- ლოლაძე, დემიკო, ალექსანდრე ჩივაძე : დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით, თბ., 2015.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—77 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1977. — გვ. 19. 103 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 26, 39–42, 45–50. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 21. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 3, 10. 117 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 19. 159 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—86 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1986. — გვ. 20. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—87 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 23–26. 168 გვ.
- აკოფოვი, გარუნ, ასე ნანატრი გამარჯვება, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976. — გვ. 46–60. 78 გვ.
- გორელოვი, იან, „დინამო“—78 (ფოტოალბომი), თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979.
- მოსაშვილი, მინდია, მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 117–159. 210 გვ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი – 76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი – 78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი – 79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1983). ფეხბურთი – 83 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. (1984). ფეხბურთი – 84 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი – 85 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- იაკობიძე, დავით (2011). საქართველო, ფეხბურთი და ალექსანდრე ჩივაძე. თბ.: ინოვაცია.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბ.: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1987). მარადონა რეი. თბ.: ნაკადული.
პერიოდიკა
რედაქტირება- გზა ოქროს მედლებისკენ // „ლელო“, 14 ნოემბერი, 1978, № 222 (6277), გვ. 2–3.
- მებურიშვილი, ტაგუ, „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- რესპუბლიკაში საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1981, № 250 (7061), გვ. 1.
- ასეთი უცნაური კაპიტანი // „ლელო“, 22 ივლისი, 1987, № 137 (10306), გვ. 3.
- ტუხაშვილი, გია, ქართველი ბეკენბაუერი // „ლელო“, 8 აპრილი, 2010, № 080 (13068), გვ. 4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალექსანდრე ჩივაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე ჩივაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
AFS · Dinamo-Tbilisi.ru · Eu-Football.info · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · FootballPlayers.ru · FootballTop.ru · Kino-Teatr.ru · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Sports.ru · Sports-Reference.com · КЛИСФ |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ ფოტო გადაღებულია 1981 წლის 21 აპრილს როტერდამში, ევროპის თასების მფლობელთა თასზე „ფეიენორდთან“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინა დღეს.
- ↑ 1984 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ინგლისს პირველად და უკანასკნელად მოუგო „უემბლიზე“ — 2–0. იმ დღეს სტუმართა გუნდის კაპიტნის სამკლაური ალექსანდრე ჩივაძეს ეპყრა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი ლონდონური გაზეთის გარეკანზე მისი ფოტოს ქვეშ ეწერა: „რუსების დაცვის გენერალი“.
- ↑ Обойти вниманием приезд в Минск молодежной сборной Грузии было невозможно не только из-за товарищеского матча с белорусскими сверстниками. Гости из солнечного Кавказа явились в нашу столицу под водительством колоритной личности — Александра Чивадзе. В свои 57 лет убеленный сединами мэтр грузинского и советского футбола (легендарные черные усы тоже стали белыми) в форме. Физической и тренерской. Владимир Пирог. 2012.06.05.
- ↑ Говорить о проблемах своего шефа Мераба Жордания вице-президент Федерации футбола Грузии Александр Чивадзе, знаменитый в прошлом игрок тбилисского "Динамо" и сборной СССР, один из лучших либеро за всю историю отечественного футбола вежливо, но твердо отказался.
- ↑ ვლადიმერ ელოშვილი თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი იყო, რომელიც 1949–1959 წლებში, 10 სეზონის მანძილზე იცავდა „დინამოს“ ღირსებას. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ, ჭაბუკების აღზრდას მოჰკიდა ხელი და ამ კუთხითაც გაითქვა სახელი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა: ჩივაძე, გუცაევი, კანთელაძე, გოგია, კოპალეიშვილი და მრავალი სხვა. 1967 წელს საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ ნაკრებში ვლადიმერ ელოშვილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან, იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წოდება მიიღო – გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.
- ↑ ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლა (რუს. ФШМ – Футбольная школа молодежи).
- ↑ Чемпионат СССР 1974. 26 апреля 1974. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 3 градуса. Пасмурно. 32000 зрителей. "Динамо" Тб: М.Гагошидзе, Р.Дзодзуашвили, В.Челидзе, М.Хурцилава, Ш.Хинчагашвили, З.Эбралидзе, М.Мачаидзе, К.Асатиани, Д.Кипиани, Г.Нодия, З.Церетели (П.Рехвиашвили, 78). Примечание: результат матча аннулирован из-за того, что Е.Ловчев умышленно пробил пенальти мимо ворот. Назначена переигровка на 17 июля.
- ↑ Чемпионат СССР 1974. 17 июля 1974. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. Ясно. 23 градуса. 38000 зрителей. "Динамо" Тб: Гагошидзе, Г.Мачаидзе, Челидзе, Кантеладзе, Гавашели, Мчедлишвили, Чивадзе, Асатиани, Церетели, Кантария (Г.Нодия, 73), Л.Нодия. Гол: Пискарёв (67). Примечание: переигровка аннулированного матча от 26 апреля. Источник: "Советский спорт"; Владимир Шар.
- ↑ Бывший капитан тбилисского «Динамо» и сборной СССР Александр Чивадзе назначен главным тренером национальной сборной Грузии на отборочный цикл чемпионата Европы 2004 года. В свое время, с 1993 по 1996 год, известный в прошлом защитник уже руководил грузинской сборной, а минувшим летом после отставки Давида Кипиани и Реваза Дзодзуашвили был снова призван к штурвалу национальной команды на заключительные матчи квалификационного турнира ЧМ-2002. 22 декабря 2001. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2021.
- ↑ Едва главный тренер сборной Грузии Александр Чивадзе заявил после проигрыша Ирландии о своей отставке, как на базе тбилисского "Динамо" (где грузинская команда проводила сбор) раздался звонок из канцелярии правительства. Чивадзе пригласили к телефону и соединили с президентом Грузии Эдуардом Шеварднадзе.
- ↑ 31 იანვარს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია-ცენტრში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, სფფ-ის პრეზიდენტმა მედიას ასაკობრივი ნაკრებების ახალი მთავარი მწვრთნელები წარუდგინა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და ამიერიდან, ის საქართველოს ახალგაზრდულ (U21) ნაკრებს გაუძღვება. 19-წლამდე ნაკრებში კახა კაჭარავა იმუშავებს; ნოდარ აკობია კი, 17-წლამდელებს ჩაიბარებს. ალექსანდრე ჩივაძის ასისტენტები ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და დავით გვარამაძე იქნებიან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11.09.1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ Чемпионат Мира 1982 г.
- ↑ Чемпионат Мира 1986 г.
- ↑ კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე ჩივაძე
- ↑ Александр Чивадзе: ГЕНий грузинского футбола. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2018-12-29.
- ↑ Александр Чивадзе: Разве Грузии может быть не до футбола?
- ↑ Soviet Union - Player of the Year Awards // rsssf
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ გახსენება — ვლადიმერ ელოშვილი // დემიკო ლოლაძე
- ↑ ლოლაძე, დემიკო., 2015, გვ. 17.
- ↑ ნესტორ ჩხატარაშვილი // fcdinamo.ge
- ↑ "Спартак" (Москва) 0–0 "Динамо" (Тбилиси) пен. 2–2 (аннулирован)
- ↑ "Спартак" (Москва) 1–0 "Динамо" (Тбилиси)
- ↑ Aleksandr Gavrilovich Chivadze — International Appearances
- ↑ Soviet Union/CIS – Record International Players
- ↑ Union Sovietica 1982 // solofutbol.cl
- ↑ Сборную грузии снова будет тренировать Александр Чивадзе
- ↑ Шеварднадзе просил Чивадзе: "Саша, не уходи…"
- ↑ ჩივაძე, კაჭარავა და აკობია ასაკობრივ ნაკრებებს ჩაიბარებენ
- ↑ Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1980 // rsssf.com
- ↑ "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал // fc-dynamo.ru
- ↑ Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
- ↑ Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
- ↑ Сборная Грузии на Спартакиаде народов СССР 1979 года
- ↑ Александр Габриэлович Чивадзе // russia-matches.ucoz.ru
- ↑ Soviet Union — Player of the Year Awards
- ↑ 28.0 28.1 საქართველოს 10 საუკეთესო // „ლელო“, № 249, გვ. 1.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები // mygoals.ge
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, № 238, გვ. 6–7.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
- ↑ დინამო არენას შესასვლელი ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა
- ↑ ალექსანდრე ჩივაძის ტრიბუნა // fcdinamo.ge
- ↑ „დინამო“ თბილისმა ლეგენდარული კაპიტანი დააფასა