საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (National Association of Local Authorities of Georgia - NALAG) — წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკური ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია
შეიქმნა 17 დეკემბერი, 2004
მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება
ქვეყანა საქართველო[1]
კავშირები Council of European Municipalities and Regions[2]
ოფიციალური ვებგვერდი

ორგანიზაციის მიზანი

რედაქტირება

ასოციაციის მიზანია,  ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზნებია:

  • დაიცვას თვითმმართველობის ორგანოთა ინტერესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
  • ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიისა განვითარებას;
  • ითანამშრომლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დეცენტრალიზაციის სფეროში;
  • მოაწოდოს კვალიფიციური მომსახურება წევრ თვითმმართველობებს;
  • ხელი შეუწყოს თვითმმართველობების მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სოციალური გარანტიების შექმნას;
  • მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემათა იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთდაკავშირება და არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიღწევათა განზოგადება/დანერგვა.

ორგანიზაციის შესახებ

რედაქტირება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია  2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე ყველა დონის თვითმმართველობიდან (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) მოწვეული იყო 600 დელეგატი, რომელთაც დაამტკიცეს ასოციაციის წესდება, აირჩიეს ორგანიზაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია.

საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქტირება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია თანამშრომლობს  მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა აპალატაში დელეგაციის წარდგენისას. იგი CEMR -ის, CORLEAP-ის და ALDA-ს წევრია.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს ევროპის მრავალ ანალოგიურ ასოციაცისთან. NALAG-ის დაძმობილებული ასოციაციებია:

-          ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა ასოციაცია;

-          ლატვიის ადგილორვი და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაცია;

-          ლიტვის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაცია;

-          ესტონეთის ქალაქთა კავშირი;

-          ნიდერლანდების ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაცია;

-          უკრაინის ქალაქთა კავშირი;

-          სომხეთის თემთა კავშირი;

-          აზერბაიჯანის ქალაქების მუნიციპალიტეტების კავშირი;

-          რუმინეთის თვითმმართველობათა ასოციაცია;

-          ბულგარეთის თვითმმართველობათა ასოციაცია;

-          მარმარისის მუნიციპალიტეტეთა კავშირი (თურქეთი)

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არის ”ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- საქართველო”-ს დამფუძნებელი და წევრი. ასოციაცია ასევე აქტიურად მონაწილებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციების ევროპულ ფორუმში და ამ ფორუმის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ასოციაცია ევროპის საბჭოს ეგიდით ყოველწლიურად მართავს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპულ კვირეულს სა ქართველოში

ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ  თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციების ქსელთან (NALAS) და ჩართულია ბალკანეთის რეგიონში ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის ფორუმში.

2010 წლიდან ასოციაცია არის ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს წევრი. ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) არის უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაცია. ეს  ორგანიზაცია არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს. ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო არის მსოფლიო ორგანიზაციის ”გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის (UCLG)” ევროპული სექცია.

2009 წელს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ და სომხეთის თემთა კავშირმა შექმნეს კავკასიის რეგიონში პირველი ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის გაერთიანება - ევრორეგიონი “ევროკავკასია”. იგი მოიცავს საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ განლაგებულ 4 ქართულ მუნიციპალიტეტს და 2 სომხურ მაზრას.

ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასაზღვრო მუნიციპალიტეტების განვითარებას თანამშრომლობის გზით და მხარი გაუჭიროს კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რომელიც ორიენტირებულია მცირე ბიზნესის, ტურიზმის, განათლების და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ითვალისწინებს ხალხთა დაახლოებას და კულტურათა დიალოგს.

ასოციაცია აქტიურად მუშაობს თანამშრომლობის ასეთივე რეჟიმის შესაქმნელად სქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

ხელმძღვანელობა

რედაქტირება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მთავარ მმართველ ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის საქმიანობის ყველა მიმართულების შესახებ. ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლობით ფუნქციას ახორციელებს ასოციაციის პრეზიდენტი.

12 წლის განმავლობაში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტები იყვნენ:

დავით ჯიქია2014 წლიდან - დღემდე;

მამუკა აბულაძე2010 წლიდან - 2014 წლამდე;

ზაზა ბეგაშვილი2006 წლიდან - 2010 წლამდე;

მამუკა აბულაძე2004 წლიდან - 2006 წლამდე.

წევრი მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

თვითმმართველი ქალაქები

რედაქტირება

ამბროლაური, ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი და ქუთაისი.

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

აბაშის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ახალგორის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, გორის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, კასპის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ქარელის მუნიციპალიტეტი, ქედის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, წალკის მუნიციპალიტეტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ხობის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი და ხულოს მუნიციპალიტეტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.ccre.org/en/associations/index
  2. https://web.archive.org/web/20240528185919/https://www.ccre.org/en/associations/index