საპროტესტო გამოსვლები ირანში (2022)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საპროტესტო გამოსვლები ირანში (2022) — საპროტესტო გამოსვლები ირანში დაიწყო 2022 წლის 16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მაჰსა ამინის გარდაცვალების შესახებ. [1]

საპროტესტო აქციები ირანში (2022)

მაჰსა ამინი 13 სექტემბერს ოჯახთან ერთად დასავლეთ ირანიდან დედაქალაქში მიემგზავრებოდა, ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა.დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც ის სამ დღეში გარდაიცვალა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი ნაცემი იყო, რასაც უარყოფს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამინი შეუძლოდ გახდა, როდესაც ის სხვა დაკავებულ ქალებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იცდიდა.

ამირ ქაბირის უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქცია ჰიჯაბის ტარების და ირანის მთავრობის წინააღმდეგ.

ქალის გარდაცვალებასთან კავშირს უარყოფენ მორალის პოლიციაში და ამბობენ, რომ მისი გარდაცვალება „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემებს უკავშირდება“. თავის მხრივ, მსხვერპლის ოჯახში ამბობენ, რომ მაჰსას აქამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდა ქალი კომაში იყო და ინსულტი გადაიტანა.

ქალის გარდაცვალებას ირანში საპროტესტო აქციები და არეულობები მოჰყვა ირანის პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ.  საპროტესტო აქცია გარდაცვლილი მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საყეზში გაიმართა, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციაში მდებარეობს. გარდაცვლილი ახალგაზრდის დაკრძალვის ცერემონიაზე მოქალაქეები ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. პროტესტმა მალევე მიიღო უფრო მასშტაბური სახე და სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა. ამ შემზარავი ფაქტის შესახებ სხვადასხვა პლატფორმაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთმა ადამიანმა გამოაქვეყნა ვიდეო. [2]

არეულობა ქაშავერზის ბულვარზე

მისი დაკრძალვის შემდეგ ირანის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციები გაიმართა. 2 დღის შემდეგ ქურთისტანის პროვინციაში სახალხო გაფიცვა გამოცხადდა

დემონსტრაციების საპასუხოდ, ირანის მთავრობამ დააწესა ინტერნეტის შეზღუდვები 19 სექტემბერს. [3]

12 ოქტომბრის მონაცემებით, მთავრობის წინააღმდეგობის შედეგად სულ მცირე 200 მომიტინგე დაიღუპა.

ბიბისი“ წერს, რომ ბევრი ირანელი, მათ შორის პროსახელისუფლებო შეშფოთებას გამოხატავს იმ სასტიკი ქმედების გამო, რასაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მორალის პოლიცია სჩადის.[4]

ქრონოლოგია

რედაქტირება

17-20 სექტემბერი

რედაქტირება

მაჰსა ამინის დაკრძალვის შემდეგ, მის მშობლიურ ქალაქ საყეზში, სენენდეჯში და სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო აქციები პოლიციის სისასტიკისა და ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ მინიმუმ ერთი დემონსტრაცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაარბია.

18 სექტემბერს სენენდეჯში მაცხოვრებლები კვლავ გამოვიდნენ ქუჩებში და სკანდირებდნენ ლოზუნგებს „სიკვდილი დიქტატორს“, „სირცხვილი ჩვენ, სირცხვილი ჩვენო არალეგიტიმურ ლიდერს“ და „სიკვდილი ხამენეის“. ქალთა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად ჰიჯაბები გაიხადა. BBC-ის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ასევე, თეირანის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა პლაკატებით საპროტესტო აქცია გამართა.

19 სექტემბრისთვის თეირანის ცენტრში მობილური ინტერნეტი გამორთული იყო. სოციალური ქსელების ვიდეოების მიხედვით, საპროტესტო აქციები გაგრძელდა თეირანის ცენტრში, ჩრდილოეთ ქალაქ რეშთში, ცენტრალურ ქალაქ ისპაჰანში, ასევე დასავლეთ ირანის ქურთებით დასახლებულ ქალაქებში. Hengaw-ის ცნობით, რომელიც ირანში ადამიანის უფლებების მონიტორინგს ახორციელებს, ქურთისტანის პროვინციაში უსაფრთხოების ძალებმა სამი მომიტინგე მოკლეს.[5]

ურმიის მახლობლად, ქალაქ ვალიასრში საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ მოკლა მამაკაცი, სახელად ფარჯად დარვიში. ის, სავარაუდოდ, დემონსტრაციის დროს უშიშროების თანამშრომლებმა მოკლეს და საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

20 სექტემბრის მდგომარეობით, საპროტესტო აქციები გავრცელდა ირანის 31 პროვინციიდან მინიმუმ 16-ში, იტყობინება ამერიკის ხმა. სარიში მომიტინგეებმა ქალაქის შენობიდან აიათოლას და მისი წინამორბედის ფოტოები ჩამოაგდეს. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ქურთისტანში საპროტესტო აქციების დროს სამი ადამიანი დაიღუპა. დასავლეთ აზერბაიჯანში უშიშროების ძალებმა ორი მამაკაცი, ხოლო ქერმანშაჰში ერთი ქალი მოკლეს.ქერმანშაჰის პროკურორმა უარყო, რომ ადამიანებს "კონტრრევოლუციური ელემენტები"  ხოცავდნენ.

21-24 სექტემბერი

რედაქტირება

გახშირდა  პროტესტის ნიშნად ქალების მიერ ჰიჯაბის საჯაროდ დაწვისა და თმის შეჭრის შემთხვევები. Amnesty International თავის ანგარიშში  მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 9 დაღუპულის შესახებ იტყობინება. საპროტესტო აქციების დაწყებიდან 21 სექტემბრამდე, ცნობილია, რომ სამი ადამიანი დაიღუპა ქურთისტანის პროვინციაში უსაფრთხოების ძალების ხელში. სახელმწიფო მედიის ცნობით, მეშჰედში დანით მოკლეს „ბასიჯის“ წევრი.

მაცხოვრებლების წვდომა Instagram-სა და WhatsApp-ზე (ერთადერთი ძირითადი სოციალური პლატფორმა ქვეყანაში) შეიზღუდა.“ ბასიჯის“ მილიციამ თეირანში სამთავრობო კონტრაქციები გამართა. სხვა ქვეყნებში (შვედეთი, აშშ, კანადა, თურქეთი) ირანელი ხალხისადმი სოლიდარობის აქციები გაიმართა.[6]

გავრცელებული ინფორმაციით, საყეზში ირანის არმიასა და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს შორის ხანმოკლე შეტაკება მოხდა.

22 სექტემბერს, თეირანში, მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის განყოფილებებს და მორალის პოლიციის მანქანებს. საპროტესტო აქციები გაგრძელდა ირანის 30-ზე მეტ ქალაქში, მიუხედავად ინტერნეტის მასიური გამორთვისა. პროტესტი გაგრძელდა თეირანის ჩრდილოეთით და სამხრეთით სხვადასხვა რაიონში. ასევე, საპროტესტო აქციები დაიწყო თავრიზში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, მომიტინგეებმა დაწვეს ბანკი, თან სკანდირებდნენ: „იცოცხლოს აზერბაიჯანმა. ვინც წინააღმდეგია, დაბრმავდეს“. ირანული მედიის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი, ხოლო ირანულმა უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დათვალა მინიმუმ 31 მშვიდობიანი მოქალაქე.

23 სექტემბერს თეირანში საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა, ისპაჰანში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. აქციები გაგრძელდა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის: მეშჰედსა და ბაბოლში. არაერთმა ცნობილმა ადამიანმა ურჩია სახელმწიფოს არ გაეგრძელებინა რეპრესიები. ქალაქ ოშნავიეში, რამდენიმედღიანი ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა ქალაქი აიღეს, მაგრამ  აღნიშნული ინფორმაცია მთავრობამ უარყო.

შაჰრ რეიში, „ბასიჯის“ გასამხედროებული ორგანიზაციის იმამ ალის ბრიგადების წევრებმა გამოიყენეს AK-107 თავდასხმის თოფები მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აქციები ცეცხლსასროლი იარაღით ჩაახშეს. რეჟიმის მომხრე აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდა, მონაწილეებს ანტიამერიკული პლაკატები ეჭირათ.

პროვინციების უმეტესობაში უნივერსიტეტები და სკოლები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე.

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა მაჰსა ამინის ცემის ფაქტს, მაგრამ თქვა, რომ მსგავსი შემთხვევები მოხდა ამერიკაში და აშშ-ს ხელისუფლებას მათზე რეაგირება არ მოუხდენია. 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ  50-მდე მომიტინგე დაიღუპა.

24 სექტემბერს მასობრივი საპროტესტო აქციები გაგრძელდა სადავო ქალაქ ოშნავიეში. აქციის მონაწილეებმა დაწვეს ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის და ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ქანდაკებები. საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა მსვლელობები მოაწყვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბერლინში, შტუტგარტსა და მელბურნში.

გილანის პროვინციაში პოლიციამ და ირანის რევოლუციის გვარდიამ 739 ადამიანი დააკავა. ხუზესტანში 88 იარაღი ამოიღეს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია 11 თანამშრომლის დაკავების შესახებ, მათ შორის იყო ნილუფარ ჰამედი, რეპორტიორი, რომელმაც პირველმა გაავრცელა  მაჰსა ამინის ამბავი.

24 სექტემბერს, ქალაქ კარაჯში, საპროტესტო აქციების მონაწილე 22 წლის ჰადით ნაჯაფი ირანის უსაფრთხოების ძალებმა 6 ტყვიით მოკლეს.[7]

დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ქალაქ ოშნევიეში ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციის განყოფილებები და იარაღის საწყობები დაიკავა. პოლიციამ, სამხედრო და სამთავრობო უწყებებმა უკან დაიხიეს.

25-30 სექტემბერი

რედაქტირება

სოლიდარობის აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: ლონდონში, ბრიუსელში და ნიუ-იორკში. „ბასიჯის“ ერთ-ერთი წევრი 22 სექტემბერს მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

აქციას შეუერთდნენ თერბიზეს უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც აპროტესტებდნენ სხვა მომიტინგე სტუდენტების დაკავებას. მოჰსენი ეჯეიმ, ირანის მთავარმა მოსამართლემ, განაცხადა: „პოლიციას არ ეძინა გუშინ და გუშინწინ... მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ“.

27 სექტემბრის მდგომარეობით იყო 76 გარდაცვალების და ათასზე მეტი დაკავების შემთხვევა. ირანელი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ ესროლეს მომიტინგეების ჯგუფს.  დააკავეს ირანის ყოფილი პრეზიდენტის (19891997 წწ.) აქბარ ჰაშემის ქალიშვილი. 28 სექტემბერს გერმანიაში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან სოლიდარობის აქცია გაიმართა, რა დროსაც 1800-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა. აქციას ესწრებოდნენ ირანელი მსახიობი პეგა ფერიდონი და ქრისტიან-სოციალური კავშირის წევრი დოროთი ბორი.

საპროტესტო აქციები გაგრძელდა, დაიღუპა 83 ადამიანი. 29 სექტემბერს პოლიციამ თეირანში დააკავა მსახიობი შერვინ ჰაჯიპური. მისმა სიმღერამ "Baraye" მაჰსა ამინის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამზე დღეში 40 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

30 სექტემბერს ზაჰედანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ხალხს, რომლებიც პარასკევის ლოცვას აღასრულებდნენ. საპროტესტო აქციების დროს ქალაქში 40-მდე ადამიანი დახვრიტეს, რომელიც ქალაქში გაგრძელდა მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ირანის პოლიციის უფროსის მიერ 15 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტის შესახებ შეიტყო. პოლიციის განყოფილებასთან ხალხი შეიკრიბა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით. ისინი ღამე მოიგერიეს ავია შვეულმფრენებით. ღამით პოლიციის განყოფილება გასაწვეს.  დაიღუპნენ ისლამური რევოლუციის გვარდიის გუშაგების  წევრები, მათ შორის უფროსი მეთაური, რომელიც გარდაიცვალა გულმკერდის არეში სროლის შედეგად. დაიღუპნენ გვარდიის პოლკოვნიკები ჰამირეზა კაშიმი და მოჰამედ ამინ აზარშოკრი. სახელმწიფო მედია იტყობინებოდა 19 მომიტინგის და 32 პოლიციელის დაღუპვის შესახებ.[8][9]

ოპოზიციური გამოცემა Human Rights Activist News Agency-ის შეფასებით, 40 დემონსტრანტი დაიღუპა.

ოქტომბერი

რედაქტირება

1-5 ოქტომბერი

რედაქტირება
 
საპროტესტოაქცია ტორონტოში. მომიტინგეებს ხელში უჭირავთ წარწერა, რომელიც წარმოადგენს ეპიტაფიას მაჰსა (ჯინა) ამინის საფლავზე ქურთულ ენაზე "ჯინა, ძვირფასო! შენ არ მოკვდები. შენი სახელი გადაიქცევა სიმბოლოდ".

სოლიდარობის აქციები გაიმართა რომში, სტოკჰოლმში, სეულში, პარიზსა და რიგ სხვა დიდ ქალაქებში, კანადაში. ნიუ-იორკში ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თეირანში პოლიციამ დაარბია  აზადის ისლამური უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვა. ირანმა გაათავისუფლა ამერიკელები ბეიკერ ნამაზი და მისი ვაჟი სიამაკ ნამაზი, რომლებიც დააკავეს 2016 წელს.[10]

2 ოქტომბერს ირანის შარიფის უნივერსიტეტში გაფიცვა გაიმართა, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს. ირანის მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების მინისტრი მოჰამად ალი ზოლფიგოლი სიტუაციაში ჩაერია  და შეძლო ხალხის ნაწილის გაყვანა, მაგრამ დანარჩენი მონაწილეები ხელისუფლებამ დააკავა.

მეორე დღეს ალი ხამენეიმ გააკეთა განცხადება, რომელშიც მან საპროტესტო აქციებს  "არეულობა" და "აშშ-ისა და ისრაელის ჩანაფიქრი"  უწოდა. მან არეულობა დასავლეთის მიერ სეპარატიზმის  პროპაგანდად  წარმოაჩინა. ასევე, უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ თავად ცხოვრობდა ეთნიკურ ბელუჯებს შორის და რომ ისინი "ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთგულები არიან".[11]

BBC News-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რამდენიმე ქალაქში თინეიჯერი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უერთდებიან საპროტესტო აქციებს, იხსნიან თავსაბურავებს და სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქერეჯაში სკოლის მოსწავლე გოგონების ჯგუფმა გააძევა ჩინოვნიკი სკოლიდან, ყვირილით „სირცხვილი თქვენ“ და ცარიელი ბოთლების სროლით. საპროტესტო აქციები გაიმართა შირაზსა და საკეზშიც.

 
საპროტესტო აქცია ოტავაში

ცნობილი გახდა 20 სექტემბერს გაუჩინარებული 16 წლის მომიტინგე ნიკი შაქარამის გარდაცვალების დეტალები. თავის ბოლო შეტყობინებაში შაქარამიმ მეგობარს აცნობა, რომ მას პოლიციის თანამშრომლები მისდევდნენ. 30 სექტემბერს შაკარამის ოჯახმა მისი ცხედარი თეირანში, მორგში იპოვა. გოგონას ცხვირი და თავის ქალა ჰქონდა გატეხილი. 2 ოქტომბერს ნიკა შაქარამის ცხედარი  გადაასვენეს ხორემაბადში, მამის მშობლიურ ქალაქში, ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ მისი ოჯახი დათანხმდა პანაშვიდი არ გამართულიყო. როგორც იტყობინება BBC Persian, გოგონას დეიდაც, რომელმაც სოციალურ ქსელში დისშვილის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, კვირას დააკავეს. უსაფრთხოების ძალებმა დაარბიეს მისი სახლი და დაემუქრნენ მოკვლით, თუ  ოჯახის რომელიმე წევრი  საპროტესტო აქციებში მიიღებდა მონაწილეობას.[12]

4 ოქტომბერს, იბრაჰიმ რაისი  სიტყვით გამოვიდა და  ერთიანობისკენ მოუწოდა, ასევე გამოეხმაურა ხამენეის ადრინდელ განცხადებას "უცხოური ჩარევის შესახებ". მომღერალი შერვინ ხაჯიპური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

6-10 ოქტომბერი

რედაქტირება

8 ოქტომბერს საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. საპროტესტო აქციები გაიმართა  საყეზში, სენენდეჯში, თეირანში, ისპაჰანში, ქარაჯში, შირაზში, თავრიზში, დივანდარეში და მაჰაბადში. სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე შეიჭრა მომიტინგეთა ჯგუფი სახელწოდებით Ali's Justice (სპარს. عدالت علی‎). მათ აჩვენეს ხამენეის გადახაზული გამოსახულება, რომელიც გარშემორტყმული იყო  ტელემაყურებლისადმი მიმართული სხვადასხვა ლოზუნგებით და ლექსით "ჩვენი ახალგაზრდობის სისხლი თქვენს ხელებზეა". ამ ყველაფერს თან ახლდა სიმღერის „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ აუდიოჩანაწერი. The Guardian-მა თეირანში გამართული საპროტესტო აქციებს უწოდა "დიდი, მაგრამ არა მასშტაბური".

5 ოქტომბერს ირანის „უსაფრთხოების“ ძალები განლაგდნენ ურმიის, თავრიზის, რაშტის და თეირანის უნივერსიტეტებში. ფრანგმა მსახიობებმა, მათ შორის ჟულიეტ ბინოშმა და იზაბელ იუპერმა, ამინის სიკვდილის გასაპროტესტებლად თმები  შეიჭრეს.

9 ოქტომბერს უშიშროების ძალებმა სკოლაში დააკავეს მოსწავლეები და ჩასვეს უნომრო ფურგონებში. ირანის ქურთისტანის რეგიონებში ყველა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დაიხურა. საპროტესტო აქციები გაგრძელდა ქვეყნის ათეულობით ქალაქში. უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ასობით საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობდა. უშიშროების ძალები მათ ცრემლსადენი გაზით და ცეცხლსასროლი იარაღით დახვდნენ ირანის მთავრობამ უარყო  საბრძოლო მასალის გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ.

მეორე დღეს, 1000-ზე მეტი ირანელი ნავთობქიმიის ქარხნის თანამშრომელი ბუშირსა და დამავანდში მთავრობას გაფიცვით დაემუქრა. ისინი  სკანდირებდნენ "სიკვდილი დიქტატორს", რასაც The Guardian-მა "რეჟიმისთვის საშინელი მოვლენა" უწოდა. ტვიტერზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ათობით ნავთობის მუშაკი ბლოკავს გზას ბუშერში ნავთობქიმიური ქარხნისკენ, ხოლო სკანდირებს „სიკვდილი დიქტატორს“. ირანის ნავთობის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

დემონსტრაციების დაწყებიდან  ირანის სამედიცინო საზოგადოების წევრებმა მესამედ გაავრცელეს განცხადება უსაფრთხოების ძალების მხრიდან მეტი თავშეკავების მოთხოვნით. მათი თქმით, აქციის მონაწილეები სასწრაფო დახმარების მანქანებიდან გამოიყვანეს და ხელკეტებით სცემეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია პოლიციელების გადასაყვანად სასწრაფო დახმარების მანქანების გამოყენების შესახებ.[13]

ირანის ოფიციალური პრესის ცნობით, "აჯანყებულების" მიერ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ უშიშროების ოცდაოთხი თანამშრომელი დაიღუპა. უფლებადამცველი ჯგუფ Hengaw-ის ცნობით, უსაფრთხოების ძალები დიდი რაოდენობით არიან განლაგებული საყეზში, სენენდეჯში და დივანდარში. Hengaw-მა ასევე განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ სულ მცირე ხუთი ქურთი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა.

11-15 ოქტომბერი

რედაქტირება
 
რუკა, რომელიც ასახავს ირანში მოკლული მომიტინგეების რაოდენობას პროვინციების მიხედვით

11 ოქტომბერს აქციის მონაწილეებსა და სამთავრობო უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები გაგრძელდა. მთავრობამ ირანის ქურთისტანის რაიონებში ტანკები შეიყვანა.  ელექტროსადგურებზე (მაგალითად, აბადანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, კანგანში და ბუშეჰრის ნავთობქიმიურ ქარხანაში) გაფიცვა  ორი დღე გრძელდებოდა. ირანის რეგიონული მთავრობის სპიკერმა  უარყო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე არეულობები და თქვა, რომ ასალუიაში ქარხნის მუშები "აღშფოთებულები არიან ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო და არ აპროტესტებენ ამინის სიკვდილს". ანალოგიურად, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინებოდა, რომ აბადანის გადამამუშავებელი ქარხანა ჩვულებრივად განაგრძობდა მუშაობას და უარყოფდა ობიექტზე გაფიცვებს. ათეულობით უნივერსიტეტი გაიფიცა.[14]

12 ოქტომბერს, უფლებადამცველმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ასობით ბავშვი იმყოფებოდა ციხეებში. მათ არ ჰქონდათ ადვოკატებთან წვდომა. მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დაკავებული მოზარდების ირანის განათლების მინისტრმა იუსოფ ნურიმ განაცხადა, რომ დაკავებული სტუდენტები "ფსიქოლოგიურ ცენტრებში" იმყოფებიან და "ხელახალი აღზრდის" შემდეგ გაათავისუფლებენ“.[15]

პოლიციის უფროსმა ჰოსეინ აშტარმა აღიარა, რომ მომიტინგეებს ესროლეს, მაგრამ ეს შემთხვევა მიაწერა  არა სამთავრობო ძალებს, არამედ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ "კონტრრევოლუციურ ჯგუფებს".

ღამით მოწყობილი ძალადობის შემდეგ მომიტინგეებმა მოითხოვეს მასიური აქციის ჩატარება როგორც დედაქალაქ თეირანში, ასევე  საყეზში, სენენდეჯში, ბუკანსა და დეჰგოლანში. თეირანში ბევრი მაღაზია პროტესტის ნიშნად დაკეტილი დარჩა, ხოლო თეირანის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობით დემონსტრაცია უსაფრთხოების ძალებმა დაარბიეს.

უშიშროების ძალებმა განაგრძეს რეპრესიები ირანის ქურთისტანის რაიონებში, ღამით 7 დემონსტრანტი დაიღუპა. ქერმანშაჰში პოლიციამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ჰენგავმა დასძინა, რომ ქერმანშაჰში უშიშროების ძალების სამი წევრი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.

13 ოქტომბერარდებილში შაჰედის გოგონების საშუალო სკოლის მოსწავლეები აიძულეს მონაწილეობა მიეღოთ სამთავრობო დემონსტრაციაში, სადაც მათ უნდა ემღერათ სიმღერა "Salam Farmande" ბავშვებისთვის შექმნილი თემებზე). როდესაც მოსწავლეთა ჯგუფმა უარი თქვა მონაწილეობაზე, სკოლაში გამოიძახეს უსაფრთხოების ძალები. მოსწავლეები სცემეს და 10 გოგონა დააკავეს. კიდევ 12 გოგონა ფატემის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი ასრა ფანაჰი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.[16][17]

24-31 ოქტომბერი

რედაქტირება

24 ოქტომბერს ტუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტ რაისის პრესმდივნის ალი ბაადორი ჯაჰრომის გამოსვლის მოსმენაზე. სკანდირებდნენ და უყვიროდნენ მას.

26 ოქტომბერს საპროტესტო აქციები გაფართოვდა: მოქმედებები შეეხო 23 პროვინციის 33 ქალაქს, მათ შორის თეირანს, ისპაჰანს და მეშჰედს. ათიათასობით მგლოვიარე გაემართა საყეზში  ამინის საფლავისკენ  ფეხით და მანქანით მისი გარდაცვალების მე-40 დღის აღსანიშნავად, რომელიც ტრადიციულად აღნიშნავს გლოვის დასასრულს ირანში.

მომიტინგეები საყეზისკენ გაემართნენ, მიუხედავად უსაფრთხოების ძალების გაფრთხილებისა, რომ ცერემონია არ გაემართათ. Hengaw-ის და თვითმხილველების განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. ორმოცდაათზე მეტმა მოქალაქემ ჭრილობა მიიღო ცეცხლსასროლი იარაღით. ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები იძულებულნი იყვნენ რეაგირება მოეხდინათ "არეულობაზე". რეგიონში ხელისუფლებამ ინტერნეტის დაბლოკვაც სცადა. Hengaw-ის მიერ გაზიარებულმა სურათებმა აჩვენა, რომ მთავრობამ ღამით გაგზავნა დიდი რაოდენობით უსაფრთხოების ძალები, რათა გადაეკეტათ სეკეზის შესასვლელი და  ამინის საფლავამდე მიმავალი გზები.

იმავე დღეს აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა „ისლამურმა სახელმწიფო—ვილაიათ ხორასანმა“. ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, ეს განცხადებები სავარაუდოდ გამიზნული იყო ქვეყანაში შიდა კონფესიური განხეთქილების კიდევ უფრო გაღვივებისთვის. ინსტიტუტის თქმით, სავარაუდოა, რომ მთავრობა გამოიყენებს შირაზის ხოცვა-ჟლეტას საპროტესტო აქციების ჩასახშობად და საზოგადოების ყურადღების გადასატანად საპროტესტო გამოსვლებიდან  რისხვის მიმართვით უცხო მოწინააღმდეგეების (ისლამური სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის) მიმართ. [18]

ნოემბერი

რედაქტირება

18 ნოემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები ირანის ცენტრალურ ქალაქ ხომეინში ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის სახლის დამწვრობის შესახებ.

ირანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია IRGC-ის მაღალი რანგის ოფიცრის (პოლკოვნიკი ნადერ ბაირამის, IRGC-ის დაზვერვის უფროსი) გარდაცვალების შესახებ ქალაქ სახნაში, რომელიც მდებარეობს ქურთების პროვინცია ქერმანშაჰში ქალაქ ქერმანშაჰის აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კილომეტრში, დემონსტრაციის დაშლის მცდელობის დროს. ის დანით მოკლეს, როდესაც ის თითქოს ცდილობდა გამვლელის გადარჩენას დემონსტრანტების გაავებული ბრბოსგან. IRNA იტყობინება, რომ უსაფრთხოების კიდევ ორი ​​თანამშრომელი მოკლეს დემონსტრანტების მიერ დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ ბუქანში, ქალაქში წინა დემონსტრაციის დროს პოლიციის მიერ მოკლული რამდენიმე ახალგაზრდის დაკრძალვის დროს. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ირანში საპროტესტო ტალღის დაწყებიდან სულ მცირე 342 დემონსტრანტი დაიღუპა.

დეკემბერი

რედაქტირება

4 დეკემბერს ირანში გაუქმდა მორალის პოლიცია.

„ღვთის მტრობის“ ბრალდებით სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს აცქიებში მონაწილე მსჯავრდებულები. შემოდგომის აქციებში მონაწილე 11 მომიტინგედან პირველი მოჰსენ შეკარი ჩამოახრჩვეს 8 დეკემბერს დილით, მანამდე კი მას ბრალი წაუყენეს 25 სექტემბერს თეირანში მთავარი გზის გადაკეტვაში და "ბასიჯის" გასამხედროებული ჯგუფის წევრის დაჭრაში.  მეორე  გახლდათ  23 წლის მაჯიდ რეზა რაჰნავარდი, რომელსაც შიიტურ ქალაქ მეშხედში გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.[19][20][21]

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

რედაქტირება

უნივერსიტეტის ზოგიერთმა ლექტორმა და პროფესორმა მხარი დაუჭირა სტუდენტური მოძრაობას, გაკვეთილების  ბოიკოტით ან გადადგომით. მათ შორის იყვნენ ნასროლა ჰეკმათი (შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტი), ამმარ აშური (აზადის ისლამური  უნივერსიტეტი), ლილი გალეჰდარანი (შირაზის ხელოვნების უნივერსიტეტი) და ღოლამრეზა შაჰბაზი (ხელოვნების და სურეს უნივერსიტეტები), ასევე ალირეზა ბაჰრეინი, შაჰრამ ხაზაი და აზინ მოვაჰედი (შარიფის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი).[22][23]

გლოვის ნიშნად თმის შეჭრის ძველი რიტუალი "გისუბორანი"

რედაქტირება

ირანში საპროტესტო გამოსვლების პერიოდში ინტერნეტით გავრცელდა ერთი ფოტო, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც დემონსტრაციაზე დაღუპული დედის საფლავთან თმას იჭრის. მალე ამ რიტუალმა მასობრივი ხასიათი მიიღო. ირანელი ქალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად 50-მა ფრანგმა მსახიობმა ქალმა თმა კამერის წინ შეიჭრა. მათ შორის, ვიდეოზე ჩანს ჟულიეტ ბინოში, რომელიც თმას იჭრის და ამბობს, სიტყვას - „თავისუფლებისთვის“.

მას მოჰყვებიან იზაბელ აჯანი, ჯეინ ბირკინი, იზაბელ იუპერი, მარიონ კოტიარი, შარლოტ გენსბური და სხვები. მათ გერმანელმა ცნობილმა მსახიობმა ქალებმაც მიბაძეს. ევროპელი ქალები თვლიან, რომ ირანელი ქალების ღირსეული ქმედება და სიმამაცე მათ თანაგრძნობას ავალდებულებს. თმის შეჭრით ისინი აჩვენებენ, რომ მათ გვერდით დგანან, რომ ისინი მარტო არ არიან.

გლოვის ნიშნად თმის შეჭრა უძველესი ტრადიციაა. ფირდოუსი თავის „შაჰნამეში“ გვიყვება, როგორ იჭრის თმას ფარანგისი სიავაშის სიკვდილის გამო გლოვის და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ლოზუნგები

რედაქტირება
 
აქციის მონაწილეთა სლოგანი: "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!"

აქციის მონაწილეებმა ამ საპროტესტო აქციებში გამოიყენეს სხვადასხვა ლოზუნგები და პლაკატები, სადაც პირდაპირ აკრიტიკებენ ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას და უზენაეს ლიდერ ალი ხამენეის. მომიტინგეებმა გამოხატეს მტკიცე წინააღმდეგობა მორალის პოლიციის მიერ  ადამიანის უფლებების დარღვევის ქმედებებზე.  პოპულარული საპროტესტო სლოგანია "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" (სურათზე) (სპარს. زن، زندگی، آزادی‎, ქურთ. ژن، ژیان، ئازادی) .[24][25]

პიროვნებები

რედაქტირება
  • მასუდ პეზეშკიანმა (ისლამის მრჩეველთა საბჭოს წევრი 2008 წლიდან) ინტერვიუში განაცხადა: „ამ საზოგადოების არსებობიდან 40 წლის შემდეგ... ისინი ჩვენ აღვაზევეთ და არა ამერიკელებმა. ჩვენ ვაკონტროლებდით მაუწყებლობას, მეჩეთებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს. ყველგან ვიყავით. ეს ჩვენი ბრალია. ჩვენ გვინდა ძალის გამოყენებით დავამყაროთ რელიგიური რწმენა.  ეს შეუძლებელია"
  • რეზა ფეჰლევმა (ირანის ყოფილი შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის მემკვიდრე) მოუწოდა ევროკავშირს  არსებული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ელჩები გაიყვანოს ირანიდან.
  • მირიამ რაჯავი (ირანელი პოლიტიკოსი) სოციალურ ქსელში წერს: „მივესალმები სახალხო პროტესტის მონაწილეებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისთვის. ისინი სიმბოლურად განასახიერებენ ხალხის ნებას, დაამყარონ დემოკრატია ირანში. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, უზრუნველყონ დაკავებულების გათავისუფლება და მხარი დაუჭირონ მათ ოჯახებს“.
  • მასიჰ ალინეჯადმა (ქალთა უფლებების დამცველმა) ტვიტერზე დაწერა: „პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი პარიზში ირანელი დემონსტრანტების დასაშლელად, რათა დაეცვა ისლამური რესპუბლიკის საელჩო. ამასობაში ემანუელ მაკრონმა ხელი ჩამოართვა ირანის სისხლისმსმელ პრეზიდენტს“.
  • რავინა შამდასანი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის სპიკერმა, მოუწოდა ირანის ხელმძღვანელობას „ პატივი სცეს აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლების უფლებებს“. შამდასანმა დასძინა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „ასობით ადამიანი  დააკავეს, მათ შორის უფლებადამცველები, ადვოკატები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და მინიმუმ 18 ჟურნალისტი, ათასობით ადამიანი შეუერთდა ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 11 დღის განმავლობაში. უსაფრთხოების ძალები ხანდახან პასუხობდნენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით“.

სახელმწიფოები

რედაქტირება
  • კანადა: პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა მომიტინგეებს და მოუწოდა ირანს „შეწყვიტოს თავისუფალი აზრის გამოხატვის და ქალების დისკრიმინაცია“. საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ მოუწოდა "მიმდინარე მოვლენებზე სსრული და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარებისკენ ".
  • თურქეთი: პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა გამოთქვა შეშფოთება მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. საპროტესტო აქციები გაიმართა თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ირანელების ჯგუფის საპროტესტო აქცია სტამბოლში ირანის საკონსულოს წინ.
  • აშშ: ირანის ხელისუფლების ქმედებები დაგმო აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, რომელმაც სანქციები დაუწესა რამდენიმე ირანის მაღალჩინოსანს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოლიდარობა გამოუცხადა მომიტინგეებს „მათი ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლაში“; სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო ირანის მთავრობა ამინის სიკვდილის საპასუხოდ.[26]
  • ისრაელი: პრემიერ მინისტრმა იაირ ლაპიდმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას 22 სექტემბერს განაცხადა: „ახალგაზრდა ირანელები იტანჯებიან და ებრძვიან ირანის რეჟიმს, მსოფლიო კი დუმს. ისინი დახმარებას ითხოვენ სოციალურ ქსელებში. ისინი იხდიან თავისუფალ ცხოვრების საფასურს —  თავიანთი ცხოვრებით. ირანის რეჟიმს სძულს ებრაელები, სძულს ქალები, სძულს ლგბტ ადამიანები, სძულს დასავლეთი. მათ სძულთ და კლავენ მუსლიმებს, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, როგორიცაა სალმან რუშდი და მაჰსა ამინი".

საერთაშორისო ორგანიზაციები

რედაქტირება
  • ევროკავშირი: ევროპის საგარეო ურთიერთობის სამსახურმა (EEAS) დაგმო ამინის სიკვდილი და მოუწოდა ირანის მთავრობას „უზრუნველყოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებები“.
  • გაერო: ნადა ალ-ნაშიფმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, გამოხატა შეშფოთება მაჰსა ამინის გარდაცვალებასა და ირანის ხელისუფლების რეაგირებაზე შემდგომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
  • Amnesty International აკრიტიკებს საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ghattas, Kim (2 October 2022). "A whole Generation Revolts Against thr Iranian Regime" The Atlantic. Archieved from the original on 2 October 2022. Retrieved 3 October 2022.
  2. AP, AFP (20 September 2022).
  3. Iran blocks capita;'s Internet access as Amini protests grow. The Guardian (22 სექტემბერი 2022). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი 2022.
  4. اعتراضات در ایران؛ شمار کشته‌شدگان به دست‌کم ۵۰ تن رسید (სპარს.)
  5. پیام نوشته شده روی سنگ بالای مزار مهسا امینی: تو نمی‌میری، نام تو یک نماد می‌شود (სპარს.)
  6. Iran police battle protesters in Tehran as unrest over woman’s death spirals
  7. Artemis Moshtaghian,Jomana Karadsheh,Caitlin Hu,Kathleen Magramo,Sahar Akbarzai,Richard Roth.Young Iranians are rising up against decades of represion - Arguably bolder than ever. CNN (24 სექტემბერი 2022) ციტირების თარიღი: 2 5სექტემბერი 2022.
  8. 76 deaths, 1,200 arrests in Iran response to protests — 2022-09-26.
  9. Reuters. Iran protests over young woman's death continue, human-rights group says as least 83 people killed. Reuters. 30სექტემბერი 2022) ციტირების თარიღი 7 ოქტომბერი 2022.
  10. Over 50,000 gather near Toronto in freedom rally for Iran. thestar.com (1 ოქტომბერი 2022). ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი 2022.
  11. Coverage Of Nationwide Protests In Iran On October 8
  12. Protests in Iran: State-run live TV hacked by protesters
  13. Iran authorities ‘fire at crowds’ using shotguns, rifles, says rights group Arab News ( ციტირების თარიღი 6 ოქტომბერი 2022).
  14. Cracks appear among Iran elite as senior figure calls for hijab policing rethink
  15. Protests continue in Iran amid lethal crackdown by security forces
  16. Teachers Union Calls For Resignation Of Education Minister After School Raids
  17. Schoolgirl Killed in Custody in Ardabil
  18.   IRAN CRISIS UPDATE, OCTOBER 26
  19. В Иране казнили второго участника осенних протестов. Ему было 23 года. Новая газета Европа (20 ноября 1996). Дата обращения: 12 декабря 2022.
  20. Mohsen Shekari: Iran carries out first execution over protests, BBC News (8 დეკემბერი 2022). ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2022.(რუსულ ენაზე)
  21. В Иране казнили первого из 11 протестующих, осужденных за осенние митинги დაარქივებული 2022-12-08 საიტზე Wayback Machine. . The Insider. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2022. (რუსულ ენაზე.)
  22. Nasrollah Hekmat Joins University Professors Going on Strike in Iran
  23. Iran protests continue in universities
  24. "Woman, life, liberty": Iranian Civil rights protests spread worldwide. The Guardian (1 ოქტომბერი 2022). ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი 2022.
  25. خشم عمومی از جان‌باختن مهسا امینی؛ معترضان شعار «زن، زندگی، آزادی» سر دادند (სპარს). رادیو فردا. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი 2022.
  26. US Officials React To Death Of Young Woman, Protests In Iran Iran International. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი 2022.