ენტონი ბლინკენი
ენტონი ჯონ ბლინკენი (ინგლ. Antony John Blinken), ასევე ტონი ბლინკენი (ინგლ. Tony Blinken; დ. 16 აპრილი, 1962) — ამერიკელი საჯარო მოხელე და დიპლომატი. 2015-2017 წლებში მსახურობდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილედ (2013-2015 წწ.). აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2021 წლის 20 იანვრიდან.
ტონი ბლინკენი ინგლ. Tony Blinken | |
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 იანვარი, 2021 |
პრეზიდენტი | ჯო ბაიდენი |
წინამორბედი | მაიკ პომპეო |
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის XVIII მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 იანვარი, 2015 – 20 იანვარი, 2017 | |
პრეზიდენტი | ბარაკ ობამა |
წინამორბედი | უილიამ ჯოზეფ ბარნსი |
მემკვიდრე | ჯონ სალივანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 2013 – 9 იანვარი, 2015 | |
წინამორბედი | დენის მაკდონოუ |
მემკვიდრე | ავრილ ჰაინესი |
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 2009 – 20 იანვარი, 2013 | |
წინამორბედი | ჯონ ჰანა |
მემკვიდრე | ჯეიკ სალივანი |
დაბადებული | 16 აპრილი, 1962 ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მამა | დონალდ ბლინკენი |
მეუღლე | ევან რაიანი (იქ. 2002) |
განათლება | ჰარვარდი (BA) კოლუმბიის უნივერსიტეტი (JD) |
პროფესია | იურისტი, დიპლომატი |
2001–2002 წლებში ბლინკენი იყო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი, შეერთებული შტატების სენატის დემოკრატების თანამშრომელთა კოორდინატორი 2001-2008 წლებში და ბარაკ ობამას ტრანზიციული გუნდის წევრი 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის იანვრამდე.
2009 - 2013 წლებში ბლინკენი თეთრ სახლში მუშაობდა. 2002 - 2008 წლებში ბლინკენს ეკავა შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის დემოკრატების თანამშრომელთა კოორდინატორის თანამდებობა. კლინტონის ადმინისტრაციის დროს ბლინკენს ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობი სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში. [1]
ობამას ადმინისტრაციის დასრულების შემდეგ ბლინკენი CNN-ის გლობალურ ანალიტიკოსად მუშაობდა. [2] 2020 წლის ნოემბერში ჯო ბაიდენმა, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა.[3][4]
2021 წლის 19 იანვარს აშშ-ის სენატშის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე მოსმენისას რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას უკვე წლებია ეწინააღმდეგება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს საქართველოს ნატოში წევრობის შესახებაც კითხვა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ენტონი ბლინკენი“ ვიკისაწყობში.
- Official bio
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Horowitz, Jason (September 20, 2013). „Antony Blinken steps into the spotlight with Obama administration role“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 16, 2013. ციტირების თარიღი: September 28, 2013.
- ↑ Tony Blinken - Spring 2017 Resident Fellow. University of Chicago Institute of Politics (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2017. ციტირების თარიღი: April 8, 2017.
- ↑ Pager, Tyler; Epstein, Jennifer; Mohsin, Saleha (November 22, 2020). „Biden to Name Longtime Aide Blinken as Secretary of State“. Bloomberg News. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 23, 2020. ციტირების თარიღი: November 22, 2020.
- ↑ Jakes, Lara; Crowley, Michael; Sanger, David E.. Biden Chooses Antony Blinken, Defender of Global Alliances, as Secretary of State. The New York Times (22 November 2020). ციტირების თარიღი: 22 November 2020
- ↑ ტონი ბლინკენმა სენატის წინაშე საქართველოზე ისაუბრა, ამერიკის ხმა, 20 იანვარი, 2021.
სამთავრობო პოზიციები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ჯონ ჰანა |
ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე 2009–2013 |
შემდეგი: ჯეიკ სალივანი |
წინამორბედი: დენის მაკდონოუ |
ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე | შემდეგი: ავრილ ჰაინესი |
წინამორბედი: უილიამ ჯოზეფ ბარნსი |
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის XVIII მოადგილე | შემდეგი: ჯონ სალივანი |